გუცაევი სახალხო ფეხბურთელი იყო, რადგან ხალხისთვის ზღვა სიხარული მოჰქონდა
ნაახალწლევს ბევრი არაფერი მომხდარა, გუნდები შვებულებაში არიან , მათი პატრონები კი გაძლიერებაზე ფიქრობენ.

ფიქრი კი, მოგეხსენებათ, ყველაზე დემოკრატიული რამეა, რაზეც გინდა და რამდენიც გინდა, იმდენს იფიქრებ. მე ვლადიმერ გუცაევის ინტერვიუს ჩავუფიქრდი.

გუცაევი სახალხო ფეხბურთელი იყო, რადგან ხალხისთვის ზღვა სიხარული მოჰქონდა. მაშინ სხვა ფეხბურთი იყო, რაღაცნაირი, ვარსკვლავური, ცხადია, "დინამოც" სულ სხვანაირი გუნდი იყო - სახალხო და სათაყვანებელი.

მერე გუცაევი მწვრთნელი გახდა, მაგრამ ამ საქმეს ისე ვეღარ მოერია, როგორც მეტოქე მცველებს საბჭოთა კავშირის თუ ევროპის მოედნებზე.

გუცაევი ჯერ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი იყო, არეცოში იტალიასთან 0:6 კი წააგო მისმა გაწვრთნილმა გუნდმა, მაგრამ რუსთავში აპენინელებს კარგად დაანახა, რომ ქართველებს ფეხბურთის თამაშიც შეუძლიათ და იტალიელი თანატოლების დამარცხებაც.

მწვრთნელი გუცაევი დიდი ნოდარ ახალკაცის ჯილა გახდა. ფეხბურთის ფედერაციას მაშინ სწორედ უფროსი ახალკაცი მეთაურობდა.

მოხდა უსიამოვნო ამბავი, დავით ყიფიანი ისე ჩამოაშორეს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობას, რომ ფედერაცია იძულებული გახდა, სამარცხვინო მიზეზი დაესახელებინა - ნაკრების მწვრთნელმა ვერ უზრუნველყო კონტაქტი ფეხბურთელებსა და ფედერაციას შორისო.

მოკლედ, ახალკაცმა ყიფიანი ასე გაუშვა და მის ნაცვლად გუცაევი მოიყვანა. ეს უკვე ცუდად დაწყებული საქმე იყო, რასაც კარგი ბოლო ვერ ექნებოდა.

გუცაევი გაბედული მწვრთნელი გამოდგა, ოღონდაც დისტანცია, ცოტა არ იყოს, შორი დაიჭირა ფეხბურთელებთან.

ეს ფეხბურთელები კი უკვე ევროპაში თამაშობდნენ, უკვე ავტორიტეტები იყვნენ. საქმე გაფუჭდა. თემურ ქეცბაიამ სულაც უარი განაცხადა გუცაევის გაწვრთნილ ნაკრებში თამაშზე. გუცაევი კი ბოლომდე არ ჩაეჭიდა თანამდებობას, ქუდი დაიხურა და წავიდა.

ქუდის ასე დახურვა კი დღეს დიდი პრობლემაა. გუცაევის მწვრთნელობის დროს საქართველოს ნაკრების თავკაცს ფეხბურთის ფედერაცია დიდ ჯამაგირს ვერ უხდიდა, ახლა კი მილიონობით ლარზეა ლაპარაკი, შესაბამისად, ქუდის დახურვა გვარიანად რთული გადასაწყვეტია. ბევრი ფული ზოგადად კარგია, მაგრამ გვერდითი მოვლენებიც ახასიათებს.

როცა მწვრთნელს ფეხბურთელებთან უთანხმოება აქვს, იქაურობას უნდა გაეცალოსო, გვითხრა გუცაევმა ამასწინანდელ ინტერვიუში და ვფიქრობ, ეს იგივეა, რაც დაუწერელი კანონი. ზოგი მწვრთნელი კი ამ პრობლემის მოგვარებას თავისებურად უდგება, გუნდიდან უშვებს იმ ფეხბურთელებს, ვისთანაც ურთიერთობა არ გამოსდის, მოჰყავს ახალგაზრდები და ამბობს, გუნდში თაობათა ცვლა მიდის და ამ პროცესს დრო სჭირდებაო.

გუცაევი მწვრთნელობის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას აპირებდა, მანამდე ერთ-ერთი რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელი იყო.

პარლამენტის დეპუტატი გახლდათ, მაგრამ გვითხრა, სადაც კი მისვლა დავაპირე, ყველგან დამბლოკესო. ბოლოს პროფლიგის ხელახლა შექმნაზე რომ მიდგა საქმე, გუცაევი ამ ორგანიზაციის პრეზიდენტობისთვის ემზადებოდა, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, იქაც დაბლოკეს.

გუცაევმა იცოდა გამოსავლის ძებნა რთული სიტუაციიდან, თუ მცველის მოტყუებით დიდ სარგებელს ვერ ხედავდა, პენალტზე მიდიოდა, ისე წააქცევინებდა მეტოქეს თავს, რომ მსაჯს სასტვენი ტუჩებთან მიჰქონდა.

დამბლოკეს, უთანხმოების დროს ქუდი დავიხურე - ეს გუცაევის მესიჯები იყო, ყველასთვის გასაგები, მას ამით გოლი არ გაუტანია, მაგრამ დარტყმა კი გამოუვიდა.

გუცაევი ასეთია, თუ ბურთი მოიხელთა, მტრისას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვლადიმერ გუცაევი: სადაც კი დავაპირე მისვლა, ყველგან დამბლოკეს

jumberi
"მწვრთნელი გუცაევი დიდი ნოდარ ახალკაცის ჯილა გახდა"-ო ამბობს სტატიის ავტორი. სიტყვა "ჯილა" ოსურად დიდ შეურაცხყოფას ნიშნავს, რომელსაც ვერ დავწერთ. ამას არანაირად არ იმსახურებს გუცაევი. ასეთი სიტყვების მნიშვნელობა უნდა იცოდეს ყველა ჟურნალისტმა. სტატიას რატომ ავტორს არ უთითებთ?
shalva
ვოვა დიდი ფეხბურთელი იყო! ბევრჯერ გავუხარებივართ, წარმატებებს ვუსურვებ და ჯანმრთელობას!
ბეჟან ლორთქიფანიძე
ვულოცავ შობა–ახალ წელს დიდ ფეხბურთელს ვოვა გუცაევს. წარმატებებს ვუსურვებ!
gizog
ვოვა დიდი ფეხბურთელი იყო.ვულოცავ შობა-ახალ წელს და საქართველოში მალე დაბრუნებას და დიდ საქმეთა გაკეთებას ვუსურვებ.
giorgi
ნამდვილად,ძალიან აკლია,ხო შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე ითქვას.ყველაზე და ყველაფერზე.
guja_kakhadze
გულახდილი საუბრები ძალიან აკლია ქართულ ფეხბურთს!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...