მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, ჰოლანდიელ ექსპერტებს მიაჩნდათ, რომ მაარტენ სტეკელენბურგის კარში ჩაყენება "ნარინჯისფრებისთვის" საკმაოდ დიდი რისკი იყო, მაგრამ...

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, ჰოლანდიელ ექსპერტებს მიაჩნდათ, რომ მაარტენ სტეკელენბურგის კარში ჩაყენება "ნარინჯისფრებისთვის" საკმაოდ დიდი რისკი იყო, მაგრამ კითხვაზე, ვის უნდა შეეცვალა ჰოლანდიის ნაკრებში ედვინ ვან დერ სარი, პასუხი არ ჰქონდათ. თუმცა მთავარი მწვრთნელი ბერტ ვან მარვიიკი ამბობდა, ყველაზე მეტად სტეკელენბურგს ვენდობი და მუნდიალზე ჩემი პირველი ნომერი სწორედ მარტენი იქნებაო.

დღეს კი ჰოლანდიაში ვან დერ სარი აღარავის ახსოვს, რადგან ამსტერდამის "აიაქსის" 27 წლის კიპერი ძალიან კარგად ასპარეზობს და დღეს გასამართ ნახევარფინალამდე (ურუგვაისთან) არათუ შეცდომა არ დაუშვია, არამედ, ვან მარვიიკის გუნდი გაშვებული გოლებისგანაც არაერთხელ იხსნა. ამრიგად, სტეკელენბურგი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. შესაბამისად, ჰოლანდიაში უკვე ალაპარაკდნენ, რომ 1.94 მეტრი სიმაღლის მქონე მეკარე ვან დერ სარის ღირსეული შემცვლელია.

გერმანული გამოცემა "კიკერი" კი წერს, რომ სტეკელენბურგის გადაბირება "ბაიერნის" ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა მოისურვა.

თუმცა ცნობილია, რომ "აიაქსი" თავისი კარის დარაჯს იოლად არ შეელევა და საკმაოდ დიდ თანხას მოითხოვს. "ბაიერნის" მწვრთნელმა და ხელმძღვანელებმა სეზონის დასრულების შემდეგ თქვეს, რომ რეკორდმაისტერის კარს მომავალ სეზონშიც ვეტერანი ჰანს-იორგ ბუტი დაიცავს, მაგრამ როგორც ჩანს, სტეკელენბურგზეც ფიქრობენ.

გოტფრიდ ლენცი

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა