ორთვიანი შესვენება დასრულდა და 31 დეკემბრიდან სტარტი აიღო ახალმა საჩოგბურთო სეზონმა

ორთვიანი შესვენება დასრულდა და 31 დეკემბრიდან სტარტი აიღო ახალმა საჩოგბურთო სეზონმა. საწყისი კვირა მეტად დახუნძლული გამოვიდა - ქალებმა და კაცებმა ექვს ტურნირში გაარკვიეს გამარჯვებული.

ქალებს შორის ყველაზე დიდ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ბრისბენის ტურნირი იწვევდა, სადაც WTA-ს ტურის "დიდი ტრიო" უნდა შეკრებილიყო, მაგრამ ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ მარია შარაპოვა საერთოდ არ ჩავიდა სათამაშოდ, ვიქტორია აზარენკამ კი ორი მატჩის მოგების შემდეგ შეწყვიტა ბრძოლა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ამერიკელი სერენა უილიამსი უკონკურენციოდ დარჩა.

ასე რომ, ერთი ფინალისტის ვინაობა ეჭვს თითქმის არ იწვევდა. რაც შეეხება მეორე ფინალისტს, აქ კანდიდატი ძალიან ბევრი იყო, მაგრამ სარა ერანიმ, პეტრა კვიტოვამ, ანჟელიკ კერბერმა, სამანტა სტოსურმა და კაროლინ ვოზნიაცკიმ ნახევარფინალამდეც ვერ მიაღწიეს.

ერთი ნახევარფინალური წყვილი მოულოდნელად დააკომპლექტეს რუსმა ანასტასია პავლიუჩენკოვამ და უკრაინელმა ლესია ცურენკომ. ამ უკანასკნელმა ბრისბენში კვალიფიკაციის გავლა ვერ შეძლო და ძირითად ბადეში შარაპოვას უარის გამო მოხვდა. ეს შანსი მან შესანიშნავად გამოიყენა - კარიერაში პირველად გავიდა WTA-ს ტურნირის ნახევარფინალში.

პავლიუჩენკოვასთან მატჩიც უკრაინელმა კარგად დაიწყო და პირველი სეტი 6:4 მოიგო, მაგრამ მეორე სეტიდან მოყოლებული, რუსმა თავისი თამაში იპოვა და მომდევნო ორ პარტიაში მხოლოდ სამი გეიმი დათმო.

რაც შეეხება სერენა უილიამსს, მას ფინალამდე სერიოზული მეტოქეები არ ჰყოლია და ორ სეტში მოუგო ლეპჩენკოს, კორნესა და სტივენსს, თუმცა ამ უკანასკნელთან ნახევარფინალში შვიდი გეიმი დათმო.

პავლიუჩენკოვამ ცუდად არ დაიწყო გადამწყვეტი მატჩი. ის ცდილობდა, თავის მოწოდებაზე ინიციატივა ხელიდან არ გაეშვა, მაგრამ დიდი ხანი ამერიკელთან თანაბარი თამაში ვერ შეძლო.

უილიამსმა მეექვსე გეიმში გააკეთა პირველი ბრეიკი და ამის შემდეგ მთლიანად დააწესა მატჩზე კონტროლი. საბოლოოდ, ფინალი მხოლოდ 51 წუთი გაგრძელდა და სერენამ 6:2, 6:1 მოიგო. რუსმა ფინალში გასვლით რეიტინგის 24-ე პოზიციაზე გადაინაცვლა და ავსტრალიის ღის განთესილებს შორის მოხვდა, სერენამ კი კარიერაში 47-ე ტიტული მოიპოვა.

ნახევარი მილიონი თამაშდებოდა ჩინეთის ქალაქ შენჟენში. ტურნირის მთავარი ვარსკვლავი იყო ადგილობრივი პუბლიკის კერპი - ნა ლი.

ასევე, განაცხადი ჰქონდათ შეტანილი მარიონ ბარტოლისა და ელენა იანკოვიჩს, თუმცა ისინი ჩინეთში სათამაშოდ არ ჩასულან.

ნა ლიმ ფინალში სრულიად კანონზომიერად გააღწია - არც ერთ მატჩში სერიოზული პრობლემა არ შექმნია. არანაკლებ დამაჯერებელი გზა გაიარა ფინალამდე კლარა ზაკოპალოვამ. 30 წლის ჩეხმა, ლის მსგავსად, სეტის წაუგებლად გაიმარჯვა ყველა მატჩში, მათ შორის, მეოთხედფინალში სძლია ფავორიტ ბარტოლის.

ფინალში ნა ლისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ მეორე სეტი მან მთლიანად ჩააგდო - მხოლოდ ერთი გეიმის აღება მოახერხა. გადამწყვეტ პარტიაში ჩინელი 5:2-ს იგებდა, მაგრამ ზაკოპალოვა ნაადრევად არ დანებდა და გაათანაბრა ანგარიში, თუმცა ჩააგდო მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - 6:3, 1:6, 7:5. ჩინელმა კარიერაში მეშვიდე ტიტული მოიგო და პირველად ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, სამშობლოში გაიმარჯვა. ახლა ლი რეიტინგში სარა ერანის გაუსწრებს და მეექვსე ადგილამდე ამაღლდება.

წელს ოკლენდის ტურნირი ოცდამერვედ ჩატარდა. ახალი ზელანდიის დედაქალაქში ყოველ წელს ჩადის ერთი-ორი ვარსკვლავი. ამჯერად ეს როლი პოლონელ აგნიეშკა რადვანსკას ერგო. უიმბლდონის ჩემპიონმა გაამართლა მასზე გაცემული ავანსები და ფინალამდე გააღწია, თუმცა ნახევარფინალში, მოულოდნელად, სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა ბრიტანელი ჯეიმი ჰემპტონისგან. პოლონელს ორი ტაი-ბრეიკის თამაში დასჭირდა გამარჯვების მოსაპოვებლად.

ფინალში აგნიეშკას მეტოქე გახდა იანინა ვიკმაიერი, რომელსაც ნახევარფინალში დიდი წინააღმდეგობა გაუწია მონა ბარტელმა. იანინამ მხოლოდ მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე შეძლო გამარჯვების გაფორმება. საერთოდ, ვიკმაიერი ოკლენდში ყოველთვის კარგად გამოდის. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ის მესამედ გავიდა ფინალში, 2010 წელს კი მთავარი პრიზის მოპოვებაც შეძლო. თუმცა ამჯერად მან ვერ მოახერხა წარმატების გამეორება. რადვანსკა ძლიერად გამოიყურებოდა, გადალახა მეორე სეტის სტარტზე მცირე ჩავარდნა და 6:4, 6:4 მოიგო. პოლონელმა კარიერაში მე-11 და ავსტრალიის კონტინენტზე პირველი ტიტული მოიგო.

ასე რომ, ახალი სეზონის პირველ კვირას ტიტულები მოიპოვეს რეიტინგის ტოპ-ათეულის წარმომადგენლებმა, რაც მათ კარგ მზადყოფნაზე მიუთითებს ავსტრალიის ღია პირველობის წინ.

ბრისბენი (ავსტრალია). ჰარდი

ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 3)-ანასტასია პავილიუჩენკოვა (რუს) 6:2, 6:1.

ოკლენდი (ზელანდია). ჰარდი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 1)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 3) 6:4, 6:4.

შენჟენი (ჩინეთი). ჰარდი

ნა ლი (ჩინ, 1)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 5) 6:3, 1:6, 7:5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა