მათიასი კირხჰოფის ახლავე გადაბირებას არ გამორიცხავს

როგორც იცით, მიუნხენის "ბაიერნმა" მომავალი სეზონისთვის "მაინცის" მცველი იან კირხჰოფი გაიფორმა. 22 წლის უკანახაზელი რეკორდმაისტერში სეზონის დამთავრებისთანავე უფასოდ გადავა, რადგან "მაინცთან" კონტრაქტი უმთავრდება. თუმცა ბავარიულ გრანდს ზაფხულისთვის დაბევებული ფეხბურთელის ახლავე გადაბირებაც შეუძლია - ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "ბაიერნი" და "მაინცი" სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდებიან.

ამ თემას გუშინ რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორი მათიას ზამერი გამოეხმაურა:

"ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ წინააღმდეგნი, რომ კირხჰოფი "ბაიერნში" ახლავე გადმოვიდეს. მეტიც: ამის სურვილი ნამდვილად გვაქვს. ფაქტია, რომ ჯერი "მაინცზეა" - ჩვენ მათგან ნიშანს ველით, რომლის მიღების შემთხვევაში მზად ვართ, მოლაპარაკებები ვაწარმოოთ. რომელიღაც გაზეთში წავიკითხე, რომ "მაინცის" მწვრთნელ თომას ტუხელს კირხჰოფის სეზონის ბოლომდე შენარჩუნება სურს, ხოლო ხელმძღვანელები კი მისი ახლავე გამოშვების წინააღმდეგნი არ არიან. მე მესმის მწვრთნელისაც, რომელსაც ფეხბურთელის შენარჩუნება უნდა და ბოსებისაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რაკი მოთამაშეს ზაფხულში უფასოდ კარგავენ, უმჯობესია, ახლავე გაასხვისონ და ფინანსური ხეირი ნახონ. ერთი სიტყვით, მაინცელებისგან ნიშანს ველოდებით," - განაცხადა ზამერმა ყატარში, სადაც ბავარიული გრანდი სეზონის მეორე ნახევრისთვის მოსამზადებელ შეკრებას გადის.

ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა მათიასს სამწვრთნელო საკითხზეც ჩამოუგდეს სიტყვა - როგორც იცით, ბავარიელთა თავკაც იუპ ჰაინკესს სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება და ჯერაც არაა გადაწყვეტილი, შეფები ახალ კონტრაქტს გაუფორმებენ, თუ ახალ სპეციალისტს მიიწვევენ.

"ჩვენ შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს და რაც უნდა მოხდეს, მომდევნო სეზონშიც შესანიშნავი მწვრთნელი გვეყოლება," - აღნიშნა ზამერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კირხჰოფი ბაიერნში გადადის!

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს