მილანელებს ძაკარდო სურთ და მესბას უშვებენ

"მილანის" მესვეურებმა სატრანსფერო ფანჯარა უკვე გამოიყენეს და ალეშანდრე პატო "კორინთიანსს" 15 მილიონ ევროდ მიჰყიდეს. მოკლედ, ზაფხულში დაწყებული პროცესი გაგრძელდა და ლომბარდიული გრანდის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდა. "მილანის" გარშემო კიდევ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ...

გვარდიოლას თავაზიანი უარი

იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ მიეცათ სილვიო ბერლუსკონისთან გასაუბრების საშუალება და ბუნებრივია, რომ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს. ამჯერად "მილანის" პრეზიდენტს არც მარიო ბალოტელიზე ჰკითხეს და არც დიდიე დროგბაზე - ლაპარაკი მასიმილიანო ალეგრის მომავალს და ხოსეპ გვარდიოლას "მილანში" შესაძლო გადასვლას შეეხო:

"დატოვებს თუ არა ალეგრი პოსტს ზაფხულში? - პრეზიდენტი ყოველთვის სიმართლეს უნდა ამბობდეს და ამიტომ დღეს ამ კითხვაზე საერთოდ არ ვუპასუხებ. ამ დროისთვის ალეგრის ვენდობი და მჯერა, რომ გუნდი მას სწორი მიმართულებით მიჰყავს. თუმცა, სეზონის ბოლომდე დიდი დროა დარჩენილი და კაცმა არ იცის, რა მდგომარეობა იქნება მაისის ბოლოს. თანამედროვე ფეხბურთში თვეებით ადრე რაიმეზე გადაჭრით საუბარი შეუძლებელია".

ბერლუსკონის ხოსეპ გვარდიოლას შესახებ ჰკითხეს: "პეპს ზაფხულში ვესაუბრე და ძალიან კარგი წინადადებითაც მივმართე. დასამალი არაფერია, 4-წლიანი კონტრაქტი გვქონდა გამზადებული, რომლის ფარგლებშიც გვარდიოლას შესანიშნავი სახლი ეკუთვნოდა კომოს ტბასთან ახლოს, მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლავების მეზობლად. გვარდიოლამ "მილანის" მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატა, მაგრამ იქვე დაამატა, რომ მინიმუმ ერთი სეზონი აუცილებლად დაისვენებდა. ეს იყო თავაზიანი უარი. დღეს კი უკვე სხვა ვითარებაა. ჩვენ ალეგრის ვენდობით, ესპანელს კი თავისი გეგმები აქვს".

აბიატი კონტრაქტის მოლოდინში

მასიმილიანო ალეგრი ვერაფრით ჩამოყალიბდა, თუ ვინ არის "მილანის" ნომერი პირველი გოლკიპერი... ხან მარკო ამელიას ენდობა, ხანაც კრისტიან აბიატის, რომელიც ბოლო შეხვედრაში, "სიენას" წინააღმდეგ იყო სასტარტო შემადგენლობაში. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა 35 წლის მეკარე შეაგულიანა და ახალ ხელშეკრულებაზე აალაპარაკა. აქვე ვთქვათ, რომ აბიატის მოქმედ კონტრაქტს ვადა ივნისში გასდის - მოვუსმინოთ კრისტიანს:

"ჩემს მომავალზე აქედანვე ვფიქრობ და კარგი იქნება, თუ "მილანის" მესვეურები ვითარებაში გამარკვევენ. დიდი სურვილი მაქვს, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივო და იმედია, ეს ასეც იქნება. თამაშს კიდევ 3-4 წელი მაინც ვაპირებ და მსურს, რომ მთელი ეს პერიოდი "როსონერიში" გავატარო. ალეგრის მხრიდან მხარდაჭერას ვგრძნობ და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება".

სავარაუდო ბარტერი

"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" მესვეურებს "პარმას" განაპირა მცველის, კრისტიან ძაკარდოს გადაბირება სურთ და მზად არიან, მის სანაცვლოდ ემილიურ გუნდში ჯამელ მესბა გაუშვან.

28 წლის ალჟირელი დიდი ხანია, ვეღარ ხვდება "როსონერის" შემადგენლობაში და მასთან შელევა ლომბარდიელთათვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. სამაგიეროდ, 31 წლის ძაკარდოა თავისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ემილიელები მას ასე იოლად არ შეელევიან. სწორედ ამიტომ ლომბარდიელები მესბას ორ მილიონ ევროს მიაყოლებენ, რათა გარიგება შედგეს და ძაკარდო თავისთან გადაიბირონ.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მასიმილიანო ალეგრის თანაშემწემ, მაურო ტასოტიმ გააკეთა: "ძაკარდო გამოცდილი, უმაღლესის კლასის მცველია, რომელსაც დიდი სიამოვნებით გადავიბირებდით. ინტერესი მართლაც არის, ემილიელებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და ვნახოთ, რით დასრულდება ყველაფერი. კრისტიანი მარჯვენა მცველია, მაგრამ ცენტრშიც შეუძლია თამაში. სწორედ ეს მოგვწონს ყველაზე მეტად, რადგან თანამედროვე ფეხბურთში უნივერსალური თვისებები განსაკუთრებულად ფასობს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სილვიო ბერლუსკონი: არაბული და რუსული კლუბები პატოს სანაცვლოდ 40 მლნ ევროს მთავაზობდნენ

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"