ევროპის ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ესპანეთის ეროვნული გუნდი იქნება
ევროპის ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ესპანეთის ეროვნული გუნდი იქნება, რომელსაც 2015 წლის მსოფლიოს თასზე თამაში სერიოზულად აქვს განზრახული.
ზემოთქმულის დასტურად თუნდაც ის ფაქტი გამოდგება, რომ რამდენიმე დღის წინათ ესპანეთის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა ეროვნული და ყველა ასაკის ნაკრებების თავკაცები შეკრიბეს, სადაც ესპანური რაგბის მიზნებსა და სამოქმედო გეგმის თაობაზე ისაუბრეს.
"ჩვენ საკმაოდ დიდი თანხის გაცემა შეგვიძლია საიმისოდ, რომ ეროვნულ გუნდში ყველა საუკეთესო მორაგბემ ითამაშოს. ახალი 2013 წლის ბიუჯეტი სწორედ ამის გათვალისწინებითაა შედგენილი", - თქვა ესპანეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ხავიერ გონსალეს კანჩომ.
შეკრებაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, უმთავრეს მიზნად ეროვნული გუნდის მიერ 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების საგზურის მოპოვება დაისახეს. პირველ მატჩს "ესპანელი ლომები" 2 თებერვალს სტუმრად, სოჭში რუსეთის ეროვნულ გუნდთან გამართავენ.
"ჩვენი მიზანია, ყველა მატჩში მინიმუმ 35 ქულა დავაგროვოთ. პირველი თამაში სტუმრად რუსებთან ძალიან რთული იქნება, თუმცა ჩვენ მოგება შეგვიძლია. მთავარი არაა, ლელოს გატანაზე ვიფიქროთ; მთავარია, რაც შეიძლება მეტი ქულები დავაგროვოთ.
თუ სათანადოდ მოვემზადებით და ტაქტიკურადაც გამართულად ვითამაშებთ, შეგვიძლია, მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირი წარმატებით დავძლიოთ", - თქვა ესპანეთის ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ბრაის ბევინმა.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრების მოთამაშეთა ნაწილი საფრანგეთის სხვადასხვა დივიზიონის გუნდებში თამაშობს და როგორც ჩანს, ეროვნულ გუნდში გამოძახებისას მათაც ექმნებათ პრობლემები. ამიტომ ესპანეთის რაგბის კავშირი ქომაგებს ამხნევებს და აცხადებს, რომ ასეთი ფაქტების მიმართ პრინციპულად შეუვალი იქნება და IRB-ის წესდების თანახმად, "თავხედი" კლუბი სათანადოდ დაისჯება.
კაბინეტში სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხზე მსჯელობის შემდეგ ესპანური რაგბის მამებმა უნივერსიტეტის სტადიონზე გადაინაცვლეს, სადაც ესპანეთის ეროვნული ნაკრები ამავე ქვეყნის A ნაკრებს დაუპირისპირდა და 42:19 მოუგო.
ესპანელთა მთავარ გუნდში რამდენიმე ახალი მორაგბე გამოჩნდა. აქამდე ეროვნულ გუნდში არასდროს უთამაშია ცხრა ნომერ იგორ გენუას (ერნანი). ასევე დებიუტი ჰქონდა მესამეხაზელ ხუან მაგუნასელაიას (გერნიკა). ეს გუნდი ევროთასებზე "ემლინ ჩელენჯ კაპზე" ასპარეზობს და ხუანმა ნაკრების ახალზელანდიელი თავკაცის ყურადღება სწორედ ევროარენაზე გარჯით მიიქცია.
აშკარად არ არის ესპანელი შუამარბი ჯეკი კარტერი, რომელიც ამ ქვეყნის "ელ სალვადორის" ღირსებას იცავს. ის ნატურალიზებული მოთამაშეა, ისევე, როგორც შერკინების ბურჯები ხავიერ გარმენდია (ბიარიცი) და ჯო ჰატჩინსონი (ბურგ ან ბრესი). ეს უკანასკნელი უკვე წელიწადზე მეტია, "ესპანელი ლომების" რიგებშია.
მასთან ერთად, ესპანეთის ნაკრებს რამდენიმე ლეგიონერი აკლდა. როგორ შემადგენლობას შეარჩევს ბრაის ბევინი სოჭში გასამგზავრებლად, მომავალი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
ესპანეთი-ესპანეთი A 42:19
ესპანეთი: 15. სესარ სემპერე, 14. მატიას ტუდელა, 13. ჯეკ კარტერი, 12. კორი სმიტი, 11. ხავიერ კარიონი, 10. ხაიმე ნავა, 9. იგორ გენუა. 1. ჯო ჰატჩინსონი, 2, ხუან ანაია, 3. ხესუს მორენო, 4. მეთიუ კუკი, 5. ხესუს რეკუერდა, 6. ხუან მაგუნასელაია, 7. ხუან ტუდელა, 8. ლიონელ პარდო.
16. დანიელ მარონი, 17. ხავიერ გარმენიდა, 18. ალეხანდრო ბლანკო, 19. ხავიერ დე ხუანი, 20. ხუან კორეტო, 21. სერხი ობანელი, 22. ალონსო როდრიგესი.
ესპანეთი A: 15. ნილ ბარო, 14. ედუარდო მარტინი, 13. გაუტიერ მინგულიონი, 12. ხუან ლოსადა, 11. იგნასიო მარტინი, 10. ირაიც ხერმენდია. 9. გრეგორი მარკესი. 1. ვიქტორ აბოიტისი, 2. ბენატ ლავინი, 3. ალბერტო ბლანკო, 4. ვიქტორ სანჩესი, 5. დავიდ ბარერა, 6. ჰენრი დევისი, 7. ფრანსისკო უსერო, 8. ალექს ვონ კარსელი.
16. უნაი ლასა, 17. დავიდ ვალდესი, 18. მიკელე მეაბესტარეტხეა, 19. ხავიერ მირანდა, 20. გაისკა არისაბალაგა, 21. ხავიერ კანოსა, 22. ფრანსისკო სორიანო.
ერთა თასი 2013
2 თებერვალი
ბელგია-საქართველო
9 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია
23 თებერვალი
რუსეთი-საქართველო
9 მარტი
საქართველო-ესპანეთი
16 მარტი
რუმინეთი-საქართველო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრების მეტოქეები: "მუხის ფოთლები" დასაბამიდან დღემდე
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასისთვის 40 მოთამაშე შეირჩა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
"პროფესიონალები ასე არ იქცევიან" - კინმა ალვარესი გააკრიტიკა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება