პოლონური "იაგელონიას" 20 წლის შემტევი ნახევარმცველი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს
26 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ცნობილი გახდა, რომ სპეციალისტებმა და ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ნიკა ძალამიძე დაასახელეს.

პოლონური "იაგელონიასა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ახალ კლუბშიც მოახერხა თავის დამკვიდრება, ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერიც გახდა და ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.

"ეს აღიარება ჩემთვის მოულოდნელიც იყო და ძალიან სასიამოვნოც. ცხადია, სასიამოვნოც, რადგან საქართველოში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეა და მათ შორის გამორჩევა პატარა ამბავი არ არის.

შევეცდები, მომავალში დავამტკიცო, რომ ეს პრიზი შემთხვევით არ მომიპოვებია, რომ დავიმსახურე და საქართველოს ნაკრების ფორმით თამაშსაც ვიმსახურებ", - ამბობს ნიკა ძალამიძე.

"იაგელონიას" ფეხბურთელი მიღწეულით დაკმაყოფილებას დაუშვებლად მიიჩნევს:

"მხოლოდ წარსულით კმაყოფილება ფეხბურთელს არაფერს არგებს. არ მსურს, რომ პრიზები მხოლოდ წარსულში მქონდეს. გაცილებით მეტს ვთხოვ საკუთარ თავს და საამისოდ შრომა ნამდვილად არ მეზარება.

მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ გაცილებით მეტი შრომა არის საჭირო, რომ 2013 წელიც წარმატებული იყოს".

ნიკას სამომავლო გეგმებზეც დავეკითხეთ:

"ჯერჯერობით კლუბში ვრჩები და სეზონისთვის ისევ "იაგელონიაში" მოვემზადები. პოლონეთის ჩემპიონატი ფეხბურთელისთვის კარგი ტრამპლინია და ვცდილობ, ეს შანსი კარგად გამოვიყენო.

გუნდში მენდობიან, მათამაშებენ და თავის გამოჩენის საშუალება მაქვს. მაგრამ, შესაძლოა, ზაფხულისთვის კლუბის შეცვლაზე დავფიქრდე.

არ დავმალავ, რომ არის შანსი, კარიერა უკეთეს ჩემპიონატში გავაგრძელო".

როგორც ჩანს, ძალამიძეს აქვს ინფორმაცია იმ "უკეთესი ჩემპიონატის" კლუბზე, რომლის წარმომადგენლებიც მას აკვირდებიან, მაგრამ ჯერ კლუბის დასახელებას ერიდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნიკა ძალამიძე: შევეცდები, პოლონეთი ტრამპლინად გამოვიყენო

ლეგიონის უქმეები: ჯანო ანანიძის, ლევან ყენიასა და ნიკა ძალამიძის გოლები [VIDEO]

Walkabout
ისე ნიკა რომ იცოდე უკეთესი ლიგები შენგან ანუ პოლონეთიდან დასავლეთითაა და არა აღმოსავლეთით, კარგი იქნება თუ გაითვალისწინებ... ))
guja_kakhadze
წარმატების ფორმულა - ბევრი შრომა + ინტელექტი + სისწრაფე + ცოტა გამართლება!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად