უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი კიევის "ობოლონის" ძირითადში 2012 წელს გამოჩნდა და სპეციალისტების აღიარებაც დაიმსახურა
ირაკლი მესხია კიევის "ობოლონის" ძირითად შემადგენლობაში 2012 წელს გამოჩნდა და სპეციალისტების აღიარებაც დაიმსახურა.

თბილისელი ახალგაზრდა უკრაინის მოქალაქეა და ქვეყნის პრემიერლიგელ კიევის "ობოლონში" გაიცნო გულშემატკივარმა. შარშან კიევურ კლუბში დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ლიგაში დაქვეითდა.

მაგრამ მაშინვე იყო ლაპარაკი, რომ ირაკლის პრემიერლიგელები იწვევდნენ. შარშან ზაფხულში მრავალი წინადადებითაც მიმართეს. "ლელო" მაშინ პირველ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ დონეცკის "მეტალურგი" და მარიუპოლის "ილიჩევეცი" კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობდნენ, მაგრამ ეს მოლაპარაკების სურვილის მქონე კლუბების მხოლოდ ნაწილი იყო.

იმ დროს ირაკლის კონტრაქტი აკავშირებდა და წამოსვლა ვერ მოახერხა.

ახლა "ობოლონს" საქმე ცუდად წაუვიდა, ბოლოდან მეოთხე ადგილზეა და პირველი ლიგიდან გავარდნაც ემუქრება. ამბიციურ ფეხბურთელს კი ამ კლუბში დარჩენა აღარ აწყობს და მენეჯერი კლუბს ეძებს.

სავსებით შესაძლებელია, მესხიამ 2013 წელს შეკრება უჟგოროდის "გოვერლა-ზაკარპატიეში" დაიწყოს. თავის მხრივ, არც უჟგოროდულ კლუბს ულხინს, რომელიც 11 ქულით უკრაინის პრემიერლიგაში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და გავარდნის შანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის შემტევი ნახევარმცველით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე დაინტერესდა, ნაკრებში თავის გამოჩენის შანსს აუცილებლად მივცემთო.

მაგრამ შარშან ირაკლი უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კუზნეცოვმა ნორვეგიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიწვია, სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა და შემდეგ უკვე ყვითელ-ლურჯი ფორმით შესარჩევი ციკლის ოფიციალური შეხვედრებიც ჩაატარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უცხოეთში მყოფი ნიჭიერი ქართველები, რომლებიც ნაკრებმა არ უნდა დაკარგოს

ირაკლი მესხიაზე უკრაინაში ნადირობა გააჩაღეს

ირაკლი მესხია: ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნული ნაკრებია!

ირაკლი მესხიამ უკრაინა აალაპარაკა - მისი ნაკრებში გამოძახება უნდა ვიჩქაროთ

guja_kakhadze
კიდევ მოუმატე და საქართველოს პირველ ნაკრებში გელოდებით!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა