ესპანეთის თასის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში "ვალენსიამ" პამპლონის "ოსასუნა" 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა
"ვალენსიას" და "ოსასუნას" დაპირისპირებაში ბევრი რამ პირველივე მატჩში (2:0 "ღამურების" სასარგებლოდ) გადაწყდა, ხოლო, როცა "მესტალიაზე" ტინო კოსტამ 33-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ყველაფერი გადაწყდა.

საბოლოოდ, "ვალენსიამ" ორი მატჩის ჯამში 4:1 იმარჯვა.

სხვათა შორის, საპასუხო მატჩში "ოსასუნა" უკეთ თამაშობდა და ბევრსაც უტევდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო ვისენტე გუაიტა. "ღამურების" სათადარიგო მეკარემ მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვერ გადაარჩინა გუნდი, როცა პირველ ტაიმში ხოსება ლორენტემ ანგარიში გაათანაბრა.

გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე შეცვლაზე შესულმა რობერტო სოლდადომ გაიტანა.

მატჩის შემდეგ მედიას მწვრთნელები წარუდგნენ:

ერნესტო ვალვერდე (ვალენსია): "მეტოქეს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს და ბევრი პრობლემა გაგვიჩინა. ჩვენს პირველ გოლამდე სანერვიულოც ბევრი მქონდა".

ხოსე ლუის მენდილიბარი (ოსასუნა): "კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ სტაბილურობა გვაკლია. საბოლოო მიზნის მისაღწევად ცოტა კლასი და ცოტა იღბალი დაგვაკლდა".

სხვათა შორის, "მესტალიას" "ვალენსიას" ყოფილი თავკაცი უნაი ემერი სტუმრობდა. ბასკი სპეციალისტი მოსკოვის "სპარტაკიდან" წამოსვლის შემდეგ უმუშევარია.

ასევე იხილეთ:

ერნესტო ვალვერდე "ვალენსიას" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად