ჩავარდნის შემდეგ "ბრუკლინმა" მოგებებს უხშირა, "ატლანტამ" კი პირიქით - წარმატებული სერიის შემდეგ ზედიზედ მესამედ წააგო
ჩავარდნის შემდეგ თორნიკე შენგელიას "ბრუკლინმა" მოგებებს უხშირა, ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" კი პირიქით: წარმატებული სერიის შემდეგ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.

9 იანვარს, გამთენიისას, შენგელიას გუნდმა "ფილადელფიას" მოუგო, "ატლანტა" კი მინესოტაში დამარცხდა.

მთავარი მწვრთნელის, აივერი ჯონსონის გაშვების შემდეგ ასისტენტი პიჯეი კარლისიმო "ბრუკლინს" კარგად უძღვება. "ნეთსმა" ზედიზედ მეოთხე, ბოლო 6 მატჩში კი მე-5 შეხვედრა მოიგო. ამჯერად ნიუიორკელთა მსხვერპლი საკმაოდ ყოჩაღი "ფილადელფია" გახდა, რომელიც დერონ უილიამსის წინამძღოლობით ბრუკლინელებმა 109:89 გაანადგურეს.

შენგელიამ ისევ ბოლო პერიოდში ითამაშა. მან მატჩის უკანასკნელ 5 წუთში 2 ქულას, 1 მოხსნას და 1პასს მოუყარა თავი. თორნიკემ 2-იდან ორივე საჯარიმო მიითვალა, ხოლო თითო სამქულიანი და ორიანი ააცილა.

14 წუთი ათამაშეს მირზა ტელეტოვიჩი, რომელმაც ამჯერადაც 2 სამიანი ჩააგდო და თამაში 8 ქულითა და 3 მოხსნით დაასრულა.

12 წაგების მქონე "ბრუკლინისთვის" ეს მე-20 მოგება გახლდათ, რითაც კარლისიმოს გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი გაიმყარა.

აგებს და მაინც მესამეზეა ფაჩულიას "ატლანტა". ის ჰანდიკაპი, რომელიც გუნდმა დააგროვა, საშუალებას აძლევს ატლანტელებს, ზედიზედ მესამე წაგების მერეც არ დაკარგონ მესამე პოზიცია.

"ჰოუქსმა" ამჯერად "მინესოტაში" წააგო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მეოთხედი ატლანტელებმა 9 ქულით მოიგეს, დამარცხებას მაინც ვერ ასცდნენ.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 16 ქულით მოიგეს, დარჩენილ დროში კი უპირატესობა შეინარჩუნეს და საბოლოოდ 108:103 იმარჯვეს.

ფაჩულიამ, რომელიც სათადარიგო იყო, 23,31 წუთი ითამაშა. ზაზამ 4-იდან 3 ორქულიანი და 2-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.

ატლანტელებს ჯოშ სმიტმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. "ქორებმა" ვერ შეაჩერეს მინესოტელთა ჩერნოგორიელი ცენტრი ნიკოლა პეკოვიჩი, რომელმაც შეხვედრა 25 ქულითა და 18 მოხსნით დაასრულა.

"ატლანტა" 9 იანვარს სტუმრად "კლივლენდს" შეხვდება, "ბრუკლინი" კი 11-ში "ფინიქსს" უმასპინძლებს.

gbf.ge

ასევე იხილეთ:

წავა ზაზა ფაჩულია "ატლანტადან"?

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...