მსოფლიოს ჩემპიონატი, სიურპრიზები და მოულოდნელობები, რჩეული ფეხბურთელი და დარჩენილი კვარტეტიდან სიმპათიური გუნდი...

მსოფლიოს ჩემპიონატი, სიურპრიზები და მოულოდნელობები, რჩეული ფეხბურთელი და დარჩენილი კვარტეტიდან სიმპათიური გუნდი... ნაკრების კაპიტან კახა კალაძესთან" საუბრის მთავარი თემა მუნდიალი იყო. გარდა ამისა, კალაძეს "მილანზე" ახალ მწვრთნელსა და სავარაუდო ტრანსფერზეც დავეკითხეთ.

- მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატმა, თამაშების დონით, ინტრიგითა და დაძაბულობით გაგიმართლათ იმედები?

- თამამად შეიძლება თქვას, რომ მსოფლიოს ეს ჩემპიონატი დახუნძლულია სიურპრიზებით. არაერთი მატჩი დასრულდა ისეთი შედეგით, რომელიც მილიონობით გულშემატკივრისთვის, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, მოულოდნელი იყო. არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებების გათამაშებიდან გამოთიშვამ ბევრს შოკი მოჰგვარა. იგივე შეიძლება ითქვას, იტალიის, საფრანგეთისა და სხვა ნაკრებებზე. ფეხბურთი იმით არის გამორჩეული, რომ არაპროგნოზირებადია და სიურპრიზებსაც გვთავაზობს.

- ყველაზე უფრო რომელმა ნაკრებებმა გაამართლეს თქვენი იმედები და რომელმა გუნდებმა ვერა?

- სიმართლე გითხრათ, ამოჩემებული არ მქონია რომელიმე ნაკრები, რომელსაც ვგულშემატკივრობდი. უბრალოდ, თვალს ვადევნებდი ჩემპიონატს, ვეძებდი სიახლეს საფეხბურთო კომპონენტებში, ტაქტიკაში, შიგადაშიგ საფეხბურთო სანახაობით ვტკბებოდი... 10 წელიწადია, იტალიაში ვთამაშობ და ამ ქვეყნის ნაკრებში ჩემი არაერთი მეგობარია და "სკუადრა აძურას" მიმართ ბუნებრივად მქონდა სიმპათია. ჯგუფური ეტაპიდან გამომდინარე ვვარაუდობდი, რომ ბრაზილია და არგენტინა ფინალამდე მივიდოდნენ, მაგრამ ამ ორმა გუნდმა ვერც თავისი გულშემატკივრის და ვერც ჩემი იმედები ვერ გაამართლეს.

- რომელმა ნაკრებმა გაგაოცათ?

- ასეთი არაერთია, თუნდაც ურუგვაის ნაკრები, პარაგვაი, განა... ჩემპიონატის დაწყებამდე ალბათ ბევრი არ ელოდა, თუ აშშ-ის ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდა.

- როგორია თქვენი პროგნოზი, ვინ ითამაშებს ფინალში და ვინ მოიპოვებს მსოფლიოს თასს?

- იმდენი სიურპრიზი იყო ამ მუნდიალზე, რომ პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება. ჩემპიონატს შემორჩენილ ოთხივე გუნდს შეუძლია ბოლომდე ბრძოლა, ფინალში გასვლაც და თასის მოპოვებაც. ასე რომ, ვნახოთ...

- პროგნოზი გვერდით რომ გადავდოთ, მუნდიალზე დარჩენილი კვარტეტიდან, რომელი გუნდის თამაში უფრო მოგწონთ?

- ალბათ მაინც ესპანეთი, რადგან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა ჰოლანდიამ ბრაზილიასთან და გერმანიამ არგენტინასთან. ურუგვაის ნაკრებიც კარგად ასპარეზობს... ერთი სიტყვით, ნახევარფინალში სუსტი გუნდი არ არსებობს.

- მიმდინარე მუნდიალიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი?

- სიმართლე რომ ვთქვათ, ამ ჩემპიონატზე კაშკაშა ვარსკვლავი არ გამოჩენილა, შესაძლოა, დარჩენილ მატჩებში გამოიბრწყინოს ასეთმა ვარსკვლავმა. თუმცა მაინც გამოვყოფდი თომას მიულერს. მუნდიალის გარდა, მიულერს წარმატებული სეზონი ჰქონდა მიუნხენის "ბაიერნშიც". თომას მიულერი ჯერ 21 წლის არის და ბუნდესლიგაში ოქროს მოპოვების გარდა, ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად იასპარეზა, ლიგის ფინალიც ითამაშა. მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 გოლი აქვს გატანილი. მიულერი ლიონელ მესის მსგავსად, დიდი ნიჭითა და სიკაშკაშით არ გამოირჩევა, მაგრამ თავის საქმეს ჩინებულად აკეთებს. კრიშტიანო რონალდო ნიჭიერი კი არის, მაგრამ ამ მუნდიალზე ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი.

- მსოფლიოს ჩემპიონატის მსაჯობაზე რა აზრის ხართ?

- სამწუხაროდ, მსაჯების მხრიდან ძალიან ბევრი შეცდომები იყო, მათ შორის უხეში შეცდომებიც, რომლებმაც ამა თუ იმ მატჩის საბოლოო შედეგზეც იქონიეს გავლენა. ამის გამო, ფიფას ხელმძღვანელობას ვიდეორეფერის შემოღებაც კი შესთავაზეს. 90 წუთის განმავლობაში ორი გუნდი თავს იკლავს სასურველი შედეგისთვის და შესაძლოა, ერთმა ეპიზოდმა ყველაფერი გადაწყვიტოს. მეორე მხრივ არბიტრიც ადამიანია და შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული. ასე რომ, ეს ვიდეორეფერის პროექტი საინტერესოა, თუ შემოიღებენ ის გუნდი გაიმარჯვებს, ვინც მართლაც იმსახურებს ამას. ისე აღარ მოხდება, რომ მსაჯის შეცდომის გამო რომელიმე გუნდი დაისაჯოს. ასე რომ, ვედეორეფერის დანერგვა ბევრ პრობლემას მოხსნის.

- ამ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაცხადდა "მილანის" ახალი თავკაცის ვინაობა - მასიმიალიანო ალეგრი. "კალიარიდან" მას რამდენად იცნობთ და როგორ დაახასიათებდით?

- კი, "კალიარიში" მუშაობდა და წარმატებითაც. მას ვიცნობ, მაგრამ რაც "მილანის" მთავარი მწვრთნელი გახდა, ჯერ არ მისაუბრია. 20 ივლისს ვიკრიბებით და ახალი სეზონისთვის ვიწყებთ მზადებას.

- სანამ არ გაცხადდა, "მილანიდან" ლეონარდოს წასვლის ამბავი, მანამდე კლუბის შეცვლას აპირებდი. იტალიურ პრესაში კვლავაც ქვეყნდება ინფორმაციები, რომელთა თანახმადაც დღის წესრიგიდან თქვენი ტრანსფერი კვლავ არ მოხსნილა. კონტრაქტს "მილანში" ჩაამთავრებთ თუ სხვა გუნდში გიხილავთ?

- სატრანსფერო სპეკულაციებში ხშირად ჩნდება ხოლმე ჩემი გვარ-სახელი. "პარმა", "პანათინაიკოსი", კიევის "დინამო", "იუვენტუსი", "რუბინი" ამ და სხვა კლუბში ელოდნენ ჩემს გადასვლას. თუმცა დღესაც "მილანში" ვარ და ალალად გეუბნებით, ამ სატრანსფერო პერიოდისას არც ერთი კლუბის წარმომადგენელთან არ მისაუბრია. ახალი მწვრთნელი გვყავს, ახლა სხვა ვითარება, ჩავალ, ადგილზე გავეცნობი სიტუაციას და შესაბამისად ვიმოქმედებ. ამ შემთხვევაში საკითხი მარტივად დგას, თუ ხელმძღვანელობას ჩემი გასხვისება უნდა, პრობლემას ვერ ვხედავ. თუ "მილანიდან" წავალ, თავად გადავწყვეტ, სად გავარძელებ კარიერას. ისეთ გუნდში გადავალ, რომელსაც ამბიციური მიზნები აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს და მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. მაგალითად, შარშან ზაფხულში "ფიორენტინადან" და "რომადან" მისაღები წინადადება მქონდა. "ფიორენტინასთან" ფაქტობრივად ყველა საკითხზე მოვილაპარაკე, მაგრამ "სიენას" თამაშის შემდეგ, გალიანიმ და ლეონარდომ არაერთხელ დამირეკეს და მთხოვეს, კლუბი არ შემეცვალა, ჩვენ გვჭირდებიო. "მილანთან" კონტრაქტი მაკავშირებდა და გუნდში დარჩენა გადავწყვიტე. თუ კლუბის ხელმძღვანელობას, ჩემი გასხვისება უნდა, მაშინ წავალ. "მილანიდან" "პარმაში" ან ისეთ გუნდში არ წავალ, რომელიც ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. ამას მირჩევნია, რუსეთის ან უკრაინის ისეთ გუნდში გადავიდე, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობს. ჩემს ადგილზე, შესაძლოა ზოგი დუბაიში ან ყატარში გადასულიყო... ყველას თავისი შეხედულება აქვს, მე კი ასე არ ვფიქრობ.

- თუ წასვლას გადაწყვეტთ, რომელი ქვეყნისკენ უფრო მიგიწევთ გული?

- იტალიის დატოვება ჩემთვის პრობლემა არ არის. თუ ისე მოხდა, რომ კლუბთან ერთად ქვეყნის შეცვლაც დამჭირდა, მაშინ ინგლისში, ესპანეთში ან გერმანიაში თამაშს ვისურვებდი. ამ ბოლო ხანს, გერმანიის ჩემპიონატის დონემ საგრძნობლად აიწია.

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...