17 იანვარს არმსტრონგი დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველ ინტერვიუს მისცემს

ამერიკელი ველომრბოლელი ლენს არმსტრონგი, რომელსაც დოპინგის გამოყენების გამო ტურ დე ფრანსის შვიდი ტიტული ჩამოართვეს, 250 ათას დოლარს სთავაზობდა ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოს, - ამ სკანდალურ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

არმსტრონგი ამ თანხას 2004 წელს შემოწირულობის სახით სთავაზობდა, მაგრამ ანტისადოპინგო სააგენტომ უარი თქვა ფულის მიღებაზე.

ორგანიზაციის თავმჯდომარემ ტრევის ტაიგარტმა განაცხადა, რომ გაოგნებული დარჩა სპორტსმენის ამგვარი შემოთავაზებით.

ტაიგარტმა ლენსი, მისი ექიმები, მწვრთნელები და პარტნიორები მაფიას შეადარა.

სწორედ ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტომ გამოაქვეყნა 2012 წლის შემოდგომაზე დაწვრილებითი ანგარიში, რომელშიც მოყვანილი იყო უამრავი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ არმსტრონგი არა მხოლოდ თავად იღებდა დოპინგს, არამედ სხვა ველომრბოლელებსაც აიძულებდა აკრძალული პრეპარატების მიღებას.

დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ არმსტრონგს ყველა ტიტული ჩამოართვეს.

ლენსი ყოველთვის უარყოფდა დოპინგის გამოყენების ფაქტს, მაგრამ ახლა ყველა ელოდება ამერიკელი ველომრბოლელის მხრიდან ძველი ცოდვების აღიარებას. ეს უნდა მოხდეს 17 იანვარს, როცა არმსტრონგი სტუმრად მივა ოპრა უინფრის გადაცემაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისში ლენს არმსტრონგის ფიგურას დაწვავენ

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"