მარიო ბალოტელი უკვე 22 წლისაა, მაგრამ მის დაჭკვიანებას აღარ დაადგა საშველი

მარიო ბალოტელი უკვე 22 წლისაა, მაგრამ მის დაჭკვიანებას აღარ დაადგა საშველი...

იტალიელ ფორვარდს მუდმივი პრომლემები აქვს რობერტო მანჩინისთან და თუ გუნდი არ გამოიცვალა, შეიძლება სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩეს. ბევრჯერ ითქვა იმის შესახებ, რომ მარიოს გადაბირება "მილანის" მესვეურებს სურთ, მაგრამ ფაქტია, რომ ლომბარდიელები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

პირიქით, სილვიო ბერლუსკონიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მარიო "როსონერის" გეგმებში არ შედის. სამაგიეროდ, "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ გამოთქვა ბალოტელის გადაბირების სურვილი და შემდეგი განაცხადა:

"სატრანსფერო ბაზარზე უფრო მეტად ვიაქტიურებდით, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ გაძლიერების რეალურ რესურსს ვერ ვხედავთ. რამდენიმე სასურველი მოთამაშე მონიშნული მყავს, მაგრამ მათი გადაბირება ურთულესი საქმეა. ერთ-ერთი მათგანი მარიო ბალოტელი გახლავთ, რომლის მანჩესტერული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

თუ ინგლისელები მარიოში კოლოსალურ თანხას არ მოითხოვენ, მის შეძენაზე აუცილებლად დავფიქრდებით. ხასიათი? - ბალოტელის პირისპირ არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ ჩემი შეგირდებისგან ვიცი, რომ ძალიან მხიარული და კარგი ადამიანია. კრისტიან მაჯო, მორგან დე სანკტისი და "სკუადრა აძურას" სხვა წევრები მას მხოლოდ დადებითად ახასიათებენ. ვფიქრობ, ყველა ის თვისება მაქვს, რომელიც მასთან მუშაობას და ურთიერთობას გამიადვილებს. სიამოვნებით ვიხილავდი მარიოს "ნაპოლის" მაისურით და მინდა, ეს თვითონაც იცოდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კარლოს ტევესი მარიო ბალოტელის მხარს უჭერს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია