ჰიუსტონში უშანსოდ წაგების შემდეგ ძალაგამოცლილი და “მაღლების” გარეშე დარჩენილი “ლეიკერსი” სან ანტონიოში ჩავიდა სათამაშოდ
წინა დღეს ჰიუსტონში უშანსოდ წაგების შემდეგ ძალაგამოცლილი და “მაღლების” გარეშე დარჩენილი “ლეიკერსი” სან ანტონიოში ჩავიდა სათამაშოდ. თითქოს ამ ვიზიტს ფორმალური ხასიათი უნდა ჰქონოდა და წესით, კალიფორნიელებს ვერაფერი ვერ უნდა დაეპირისპირებინათ გრეგ პოპოვიჩის გუნდისთვის.

კარგა ხანი ეს პროგნოზი ასი პროცენტით მართლდებოდა. დ’ენტონის შეგირდების საშინელმა დაცვამ ის გამოიწვია, რომ საფინალო სირენამდე შვიდი წუთით ადრე, “სპურსის” ზედიზედ ოთხი (!) სამქულიანის შემდეგ (მათგან სამი სტივენ ჯექსონს ეკუთვნოდა), მასპინძლები 16 ქულას იგებდნენ.

“ლეიკერსის” დამრიგებლის მიერ აღებული ტაიმ-აუტი უაზრობად მოჩანდა. ასევე გასაკვირი იყო მოედნიდან ირლ კლარკის გაყვანა. ჰილის, ჰოვარდისა და გასოლის არყოფნაში ამ გიგანტმა დიდი სათამაშო დრო მიიღო და 22 ქულა მოიპოვა; აგრეთვე, მოხსნებით თავის გუნდში ლიდერი იყო.

მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ინიციატივა ვეტერანებმა აიღეს. დარჩენილ დროში ნეშმა გამოიყენა ორი (!) ტექნიკური, ჯეიმისონმა სამწამიანიდან სამჯერ ჩააგდო, ბრაიანტმა ხუთი ქულა დააგროვა, მეტა უორლდ პისმა კი სამჯერ ჩაჭრა თავისი ვიზავის პასი. ამ ოთხეულის მონდომებით, “ლეიკერსმა” საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა.

მაგრამ ამას მოჰყვა თითქმის ორწუთნახევრიანი “მშრალი” სერია და “ლეიკერსმა” თითქოს ისევ დაკარგა თამაშის გადარჩენის შანსი. თუმცა სირენამდე 30 წამით ადრე კლარკმა შორეული ტყორცნით კვლავ სამ ქულამდე შეამცირა დეფიციტი.

ტონი პარკერის მორიგმა დაკარგვამ სტუმრებს იმედი გაუჩინა, მაგრამ ვერც ბრაიანტმა და ვერც კლარკმა მიზანს ვერ მიაღწიეს. საბოლოოდ, "ლეიკერსმა" 35 მატჩში მე-20 მარცხი იწვნია - 50 წლის განმავლობაში ამ გუნდს მხოლოდ სამჯერ ჰქონდა ასეთი ცუდი სტარტი.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ბოლო 15 წელიწადში დასავლეთი კონფერენციის მხოლოდ ოთხმა გუნდმა შეძლო ასეთი სტარტის შემდეგ პლეი ოფში გასვლა.

ამასობაში მეორე კალიფორნიულმა გუნდმა "კლიპერსმა" მორიგი რეკორდი დაამყარა. ამჯერად - საკუთარ მოედანზე მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით. "სტეიპლ ცენტრში" ვინი დელ ნეგროს შეგირდები ზედიზედ 13 მატჩია, არ მარცხდებიან.

თუმცა "დალასი" უნდა შევაქოთ იმ წინააღმდეგობის გამო, რომელიც მან რეგულარულის ერთ-ერთ ლიდერს გაუწია. მაგალითად, სირენამდე ორი წუთით ადრე "მავერიქსი" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს, მაგრამ მალე, კრის პოლის მორიგი პასით (სულ 16 დაუგროვდა), გრიფინმა გააორმაგა უპირატესობა. ამას კი მოჰყვა კოლისონის, კარტერისა და მაიოს შეცდომები და სტუმრების ყველანაირი მონდომება წყალში ჩაიყარა.

ტორონტო-ფილადელფია 90:72

24:21, 18:19, 29:21, 19:11

ტ: ჯონსონი (19+12 მოხსნა), დეროზანი (19), დევისი (17+9 მოხსნა), კალდერონი (14+11 პასი), ფილდსი (10+11 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ფ: ტ. იანგი (16+7 მოხსნა), ჰოლიდეი (16), ტერნერი (10+7 მოხსნა).

შარლოტი-იუტა 102:112

20:27, 24:36, 29:27, 29:22

შ: გორდონი (20), კიდ-გილკრისტი (15+8 მოხსნა), უოკრი (14+6 პასი), ჰენდერსონი (14+3 ჩაჭრა), სეშენსი (14), უორიკი (10+8 მოხსნა).

ი: ჯეფერსონი (26+8 მოხსნა), მილსეპი (19+3 დაფარება), ჰეივორდი (14), ბერქსი (12), კეროლი (10), ფეივორსი (10).

კლივლენდი-ატლანტა 99:83

29:28, 20:12, 28:23, 22:20

კ: ირვინგი (33+3 ჩაჭრა), გი (15), ტომპსონი (11+14 მოხსნა), ზელერი (11+12 მოხსნა).

ა: სმიტი (17+8 მოხსნა+6 დაფარება), ტიგი (15+8 პასი), ჰორფორდი (14), კორვერი (12+7 მოხსნა), ფაჩულია (8+10 მოხსნა).

ბოსტონი-ფინიქსი 87:79

23:24, 30:17, 14:23, 20:15

ბ: გრინი (14), ტერი (13), სალინჯერი (12+16 მოხსნა), გარნეტი (10+3 ჩაჭრა).

ფ: სკოლა (16+8 მოხსნა), დადლი (14+10 მოხსნა), გორტატი (12+14 მოხსნა+5 დაფარება), დრაგიჩი (12).

ჩიკაგო-მილუოკი 96:104

33:23, 24:27, 23:31, 16:23

ჩ: ბუზერი (22+11 მოხსნა), რობინსონი (19+6 პასი+5 ჩაჭრა), დენგი (18), ნოა (8+12 მოხსნა).

მ: ჯენინგსი (35+6 პასი), დანლივი (16), ელისი (14+5 ჩაჭრა), ილიასოვა (13), უდრიხი (10), სანდერსი (6+12 მოხსნა+7 დაფარება).

ნიუ ორლეანი-ჰიუსტონი 88:79

18:22, 16:14, 25:33, 29:10

ნ-ო: ვასკესი (17+11 პასი+3 ჩაჭრა), სმიტი (17+10 მოხსნა+3 დაფარება), მეისონი (17), ლოპესი (14), ამინუ (4+10 მოხსნა).

ჰ: ჰარდენი (25), პატერსონი (6+10 მოხსნა).

სან ანტონიო-ლეიკერსი 108:105

24:17, 30:28, 31:30, 23:30

ს-ა: პარკერი (24+6 პასი+3 ჩაჭრა), ჯინობილი (19+8 მოხსნა), სპლიტერი (14+14 მოხსნა), ჯექსონი (14), ნილი (12), ლეონარდი (11).

ლ: ბრაიანტი (27), უორლდ პისი (23+8 მოხსნა+7 ჩაჭრა), კლარკი (22+13 მოხსნა), ნეში (14+9 პასი).

ოკლაჰომა-მინესოტა 106:84

16:16, 31:26, 29:22, 30:20

ო: დურანტი (26+8 მოხსნა+3 ჩაჭრა+4 დაფარება), უესტბრუკი (23+8 მოხსნა+7 პასი), მარტინი (19), სეფოლოშა (10+3 ჩაჭრა).

მ: შვედი (18), პეკოვიჩი (17+10 მოხსნა), უილიამსი (14+11 მოხსნა), რიდნური (11+6 პასი+4 ჩაჭრა), კირილენკო (10).

დენვერი-ორლანდო 108:105

22:30, 31:25, 17:22, 38:28

დ: ფარიდი (19+19 მოხსნა), ლოუსონი (19+8 პასი), მილერი (18), ბრიუერი (16), გალინარი (15+8 მოხსნა), იგუოდალა (11).

ო: ნელსონი (20+8 პასი), რედიკი (17), ნიკოლსონი (12), აფლალო (12), ჯონსი (11), ვუჩევიჩი (10+14 მოხსნა).

კლიპერსი-დალასი 99:93

25:21, 27:29, 20:25, 27:18

კ: პოლი (19+16 პასი), ბარნსი (19+7 მოხსნა+3 დაფარება), გრიფინი (15+13 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბატლერი (11), კროუფორდი (11).

დ: კოლისონი (22+6 პასი), მაიო (17+3 ჩაჭრა), ნოვიცკი (15), მერიონი (11+7 მოხსნა).

გ. სტეიტი-მემფისი 87:94

26:27, 20:28, 17:13, 24:26

გ-ს: კარი (24), ტომპსონი (20+7 მოხსნა+7 პასი), ლი (14+10 მოხსნა), ლენდრი (13+9 მოხსნა).

მ: რენდოლფი (19+12 მოხსნა), გეი (18+6 პასი), კონლი (16+3 ჩაჭრა), გასოლი (12+9 მოხსნა), ალენი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნიუ იორკის მერმა "სან ანტონიოს" კალათბურთელს ტრავმა მიაყენა

რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?