მარიო დორტმუნდში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში
გერმანული ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავი მარიო გიოტცე კარიერის ბოლომდე დორტმუნდის "ბორუსიაში" დარჩენას არ გამორიცხავს.

"სავსებით რეალურია ის, რომ კარიერის დამთავრებამდე დორტმუნდში ვითამაშო. ამ ქალაქში გავიზარდე და თავს ყველაზე კარგად სწორედ აქ ვგრძნობ. დოტმუნდში მყავს უახლოესი მეგობრები და ოჯახიც. ესეც რომ არ იყოს, "ბორუსია" ბრწყინვალე გუნდია," - განუცხადა 20 წლის გიოტცემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს ლა მანგაში, სადაც გერმანიის ჩემპიონი სეზონის მეორე ნახევრისთვის მოსამზადებელ შეკრებას გადის.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარიო აუცილებლად ასე მოიქცევა. "ჩემს კონტრაქტს ვადა 2016 წლამდე აქვს და შესაბამისად, არ მაქვს საიმისო მიზეზი, რომ სხვა რამეზე ვიფიქრო. დავრჩები თუ არა დორტმუნდში კარიერის ბოლომდე, ამას დრო მიჩვენებს," - დასძინა გიოტცემ.

მისი თქმით, "ბორუსიას" მიზანი ბუნდესლიგის მეორე წრეში რაც შეიძლება ბევრი ქულის აღება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება, გერმანიის ჩემპიონობაზე კი "ბაიერნის" სოლიდური უპირატესობის გამო აღარ ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ მარიო გიოტცე "დორტმუნდში" 9 წლის ასაკიდან თამაშობს. ბუნდესლიგაში მან "ბორუსიას" ფორმით უკვე 70 მატჩის ჩატარება მოასწრო (18 გოლი). ამ სეზონში მარიოს ანგარიშზე ბუნდესლიგაში 6 გოლია. ცნობილია, რომ მის გადაბირებაზე ბევრი ევროპული სუპერგრანდი ოცნებობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"გერმანელი მესი" - ინტერვიუ მარიო გიოტცესთან

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა