საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელმა პოლონურ "პოლონიას" რამდენიმე თვის ხელფასის გადაუხდელობისთვის ფიფაში უჩივლა
ბოლო დროს ერთ-ერთი აქტუალური თემა ლადო დვალიშვილის ტრანსფერი გახდა. საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელი ბოლოს პოლონეთში, ვარშავის "პოლონიაში" თამაშობდა.

მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას, ჯერაც უცნობია.

არის ინფორმაცია, რომ დვალიშვილი ამჟამინდელი კლუბის დატოვებასა და უკრაინის ჩემპიონატში გადაბარგებაზე ფიქრობს, რადგან "პოლონიას" ფინანსური პრობლემები აქვს და გუნდის სხვა ლიდერების მსგავსად, ახალ კლუბს ეძებს.

ლადომ "პოლონიას" რამდენიმე თვის ხელფასის გადაუხდელობისთვის ფიფაში უჩივლა და დადებითი პასუხის შემთხვევაში (რაც სავსებით რეალურია), თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

პოლონური ინტერნეტპორტალი "სპორტ.პლ" ამტკიცებდა, რომ ქართველი თავდამსხმელის გადაბირება შვეიცარიულ, რუსულ და უკრაინულ კლუბებს სურდათ.

ზაფხულში უკრაინული "ზარია" ეპატიჟებოდა, მაგრამ პოლონეთში წავიდა. ახლა ისევ აღმოსავლეთისკენ იყურება.

მართალია, ამტკიცებენ, რომ ლადო ვარშავის "ლეგიაში" გადადის, მაგრამ შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, კარიერა რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელოს. ის ბოლო დროს აქტიურად თანამშრომლობს მამუკა ჯუღელთან, რომელსაც კავშირი აქვს ხაბაროვსკის "სკა-ენერგიასთან". ამ კლუბის მთავარ მწვრთნელად დანიშნულ გიორგი დარასელიასთან კი დვალიშვილი ჰაიფას "მაკაბში" ვარჯიშობდა.

თუმცა დვალიშვილი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში წასვლას არ გეგმავს. ჯუღელს ახლო ურთიერთობები აქვს ვლადიკავკაზის "ალანიასთანაც" და გვითხრეს, რომ ეს და კიდევ რამდენიმე რუსული კლუბის ვარიანტი განიხილება.

თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად რეალურია, ვლადიკავკაზურ კლუბში სამმა ქართველმა ფორვარდმა რომ ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ "ალანიამ" უკვე დაიმატა არმენის "ვიტესის" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია, "დაუგავას" მეგოლე და ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი მამუკა ღონღაძე კი კლუბს ანტალიაში შეკრებაზე გაჰყვება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართველი ლეგიონერები: ცოტა გამორჩეული და რამდენიმე პერსპექტიული

ლადო დვალიშვილმა შესაძლოა "პოლონია" დატოვოს

ლეგიონერები: ვლადიმერ დვალიშვილი პოლონეთში გოლით გამოირჩა [VIDEO]

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე