"მალიორკას" ფორვარდმა ემილიო ნსუემ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის 2015 წლის ზაფხულამდე ბალეარული კლუბის საკუთრებაა. 21 წლის ნსუემ "ბარსელონასთან" მატჩში ისტორიული გოლი გაიტანა და "კამპ ნოუზე" მიქაელ ლაუდრუპის გუნდს ქულა მოუპოვა.

"მალიორკას" ფორვარდმა ემილიო ნსუემ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის 2015 წლის ზაფხულამდე ბალეარული კლუბის საკუთრებაა. 21 წლის ნსუემ "ბარსელონასთან" მატჩში ისტორიული გოლი გაიტანა და "კამპ ნოუზე" მიქაელ ლაუდრუპის გუნდს ქულა მოუპოვა. მის კონტრაქტს ვადა 2012 წელს უსრულდებოდა, მაგრამ "მალიორკას" ვიცე-პრეზიდენტის, ლორენსო სერა-ფერერის ინიციატივით ახალგაზრდა ტალანტმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"ძალიან გახარებული ვარ იმით, რაც მოხდა. ჩემი ოცნებაც ეს იყო, რომ კარიერის საუკეთესო წლები "მალიორკაში" გავატარო. ახლა გაცილებით თავდაჯერებული გავალ მოედანზე და ვითამაშებ ჩემი კლუბისთვის. ისე, ფეხბურთის თამაშს დიდ ხანს ვაპირებ და არ გაგიკვირდეთ, რომ "მალიორკასთან" კვლავ მომიწიოს კონტრაქტის გაგრძელება. დიდი მადლობელი ვარ გუნდის ხელმძღვანელების და მწვრთნელის, ლაუდრუპმა ძალიან ბევრი შემასწავლა მოკლე ხანში", - განაცხადა ემილიო ნსუემ.

ემილიო ნსუე ლოპესი პალმა დე მალიორკაში დაიბადა. ის "მალიორკას" აკადემიის აღზრდილია. ნსუემ პირველად 2008 წელს მოირგო გუნდის მაისურა. სულ სეზონში 8 თამაშში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც გაიტანა. შემდეგ ნსუემ სათამაშო პრაქტიკისთვის იჯარით სეგუნდადივიზიონის კლუბებში თამაში არჩია, ჯერ "კასტელონში" (38 თ. 7გ), შემდეგ - "რეალ სოსიედადში (33 თ, 5 გ) და არც შეცდა - "მალიორკას" ის უკვე ჩამოყალიბებული ფეხბული დაუბრუნდა. ნსუეს მამა წარმოშობით ეკვატორული გვინეადანაა, თუმცა ემილიომ ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, 2009-ში კი გვინეელებს უარი შეუთვალა, როცა ამ აფრიკული ქვეყნის ეროვნულ გუნდში გამოიძახეს.

კონტრაქტის გაგრძელებით ნსუემ ბოლო მოუღო ჭორებს, რომელთა მიხედვითაც ლონდონის "არსენალი" იანვარში აპირებდა ნიჭიერი ესპანელი ფორვარდის შეძენას. ბრიტანული მედია ნსუეს სავარაუდო სატრანსფერო ფასად 7 მილიონ ევროს ასახელებდა.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა