ქართულ-ტაილანდური დუეტი მასპინძელ წყვილთან დამარცხდა
თბილისელმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ჩინური გუანჩჟოუს საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) ასპარეზობა დაასრულა.

ერთეულთა თანრიგში, როგორც გაუწყეთ, ძირითადი ბადის სტარტზევე დამარცხდა, წყვილებში კი, ტაილანდელ ნოპავან ლერტჩეევაკარნთან ერთად, ორი წრე გაიარა.

10 იანვარს ნახევარფინალშიც ჩინელთა დუეტს (ჩენ ლიანი - შენ-ხან სუნი) პირველი ხელი 6:4 მოუგო და გადამწყვეტ შეხვედრამდეც არაფერი რჩებოდა, მაგრამ მასპინძლებმა მობილიზება შეძლეს - მეორე სეტში 6:1 სძლიეს ქართულ-ტაილანდურ ტანდემს, ტაიბრეიკებში კი 10:6 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.

ანტალიაში 10.000-იანი ტურნირის წყვილთა პაექრობას შემორჩა სოფიო ქვაცაბაია, რომელიც უკრაინელ მარია ზაკარლიუკთან ერთად მე-4 ნომრადაა განთესილი.

პირველი შეხვედრა მათ გერმანელ კლიმოვას და რუმინელ პოსირკას მოუგეს, მეორე წრეში ჰოლანდიელ მარით ბოონსტრასა და უკრაინელ ტაისია ზაკარლიუკთან გაარკვევენ ურთიერთობას.

ამ შეჯიბრების შემდეგ ქვაცაბაია ანტალიაშივე დარჩება და მორიგი 10.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში, ალბათ, მე-5 ნომრად იქნება განთესილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე