ლადო ბურდული: "გიორგი დემეტრაძეს სამომავლო გეგმებზე ციხეში ველაპარაკე..."
ლადო ბურდულმა კარიერა შარშან ცხინვალის "სპარტაკში" დაასრულა. საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა მწვრთნელობა იმ ასაკში გადაწყვიტა, როდესაც თამაში კიდევ შეეძლო, მაგრამ ეს მისი პრინციპული გადაწყვეტილება იყო და 2012 წელს "ბ" კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია მიიღო.

32 წლის ბურდულის გვარმა ამ კონტექსტში გაიჟღერა კიდეც. ჯერ გავრცელდა ხმები, თითქოს, 32 წლის ბურდულის კანდიდატურა ფოთის "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელად განიხილებოდა.

ბოლო ამბავი კი "ლელოს" 10 იანვარს აცნობეს: ბოლნისის "სიონში" ახლა გაუგებარი ვითარებაა. გუნდის დაფინანსების საკითხები დამოკიდებულია იმაზე, ბოლნისის გამგებლად გიორგი დაუშვილი დარჩება თუ მას ახალი ხელისუფლების წარმომადგენელი შეცვლის.

როგორც ამბობენ, კლუბში სწორედ ლადო ბურდულის გამოჩენას ელიან. ოღონდ ამ შემთხვევაში ლაპარაკია მის არა მთავარ მწვრთნელად, არამედ კლუბის ერთ-ერთ მმართველ პირად დანიშვნაზე.

თუ ასე მოხდა, შესაძლოა, 13 იანვრის შემდეგ "სიონში" მუშაობას გიორგი დემეტრაძეც შეუდგესო, ასე იციან კლუბში. იმიტომ, რომ გიორგი ჯერ კიდევ ციხეშია, მაგრამ მას ამნისტია შეეხო და ალბათ, 13 იანვარს ჰაერს უკვე თავისუფლებაზე ჩაისუნთქავს.

ჭორ-მართალში გასარკვევად ლადო ბურდულს დავუკავშირდით:

"ბოლო დროს მეც ბევრი ჭორი მოვისმინე. არ დავმალავ, ფოთში მუშაობაზე "კოლხეთის" ხელმძღვანელობა მართლაც მელაპარაკა, რადგან "ბ" ლიცენზია მაქვს და მწვრთნელობა მსურს.

მაგრამ ეს საქმე შეჩერებულია. დღეს კლუბში სოსო ფილია მუშაობს და ის არავის მოუხსნია. ბოლნისში კი არმაზ ჯელაძეა და როგორც ვიცი, პერსპექტიული სპეციალისტია.

ასე რომ, "კოლხეთსა" და "სიონში" ჩემს მისვლაზე ლაპარაკი ჭორია. თუმცა, გიორგი დემეტრაძე ციხიდან რომ გამოვა, და მჯერა, ეს მალე მოხდება, ცხადია, ფეხბურთს უნდა დაუბრუნდეს.

არ დავმალავ, ციხეში გიორგის გასამხნევებლად ფეხბურთელების ჯგუფი რომ შევედით, პირადად დავინტერესდი და ვკითხე, რას აპირებდა გამოსვლის შემდეგ. ცხადია, ის ფეხბურთში უნდა დასაქმდეს, მაგრამ ალბათ, მოედანს აღარ დაუბრუნდება.

საკმარისი გამოცდილებაც აქვს, ავტორიტეტიც და ცოდნაც, რომ კლუბში დასაქმდეს, მაგრამ სად და რა როლში, კლუბის ხელმძღვანელად თუ მწვრთნელად, მომავალი გვაჩვენებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი დემეტრაძე: სააკაშვილს ციხეში ადგილი გამზადებული აქვს - "საქათმეში"

გიორგი დემეტრაძე პოლიტპატიმრად გამოაცხადეს

გიორგი დემეტრაძე კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში ითამაშებს

კახი კალაძე: გიორგი დემეტრაძე უახლოეს მომავალში გათავისუფლდება

ფეხბურთელებმა ციხეში გიორგი დემეტრაძესთან მატჩი გამართეს

abaaaaa
ამ სურათში მართლა "შპანას" გავს.
geofan
რა სურათი გიდევთ :D:D:D
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!