მადრიდის "რეალის" გოლკიპერი, ჟოზე მოურინიოსთან წამხდარი ურთიერთობის მიუხედავად, კლუბის დატოვებაზე არ ფიქრობს
მადრიდის "რეალის" გოლკიპერი იკერ კასილიასი კლუბიდან წასვლაზე არ ფიქრობს, მიუხედავად გუნდის ძირითადში მის თამაშთან დაკავშირებული პრობლემებისა.

ბოლო დრომდე ესპანეთის ნაკრების მეკარის "სამეფო კლუბში" ადგილი ურყევი ჩანდა, თუმცა გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობის წახდენის შემდეგ იკერს სათადარიგო სკამზე ჯდომის "სიამოვნების" გაზიარება მოუხდა.

მიუხედავად სირთულეებისა, მეკარე სულით არ ეცემა.

"არ ვიცი, რა გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ. მოურინიოს აქვს კონტრაქტი ისევე, როგორც მე და ვაპირებ, ის ბოლომდე ჩავამთავრო.

ჩვენ ბრწყინვალე და გამორჩეული კლუბი გვაქვს. თავად მადრიდელი ვარ და შესაბამისად, ყველა შესაძლებელი ვარიანტიდან, საუკეთესო გუნდში ვირიცხები. შესაბამისად, მოხარული ვიქნები, თუ კარიერას აქვე დავასრულებ", - თქვა კასილიასმა მადრიდის "რეალის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

"მინდა, გულშემატკივრებს იმ თანადგომისთვის მადლობა გადავუხადო, რომელსაც მათგან მუდმივად ვგრძნობ. საერთოდ კი, ჩემი ამპლუის გამო 17 წლიდან ვიმყოფები მიკროსკოპის ქვეშ", - დასძინა იკერმა.

31 წლის მეკარემ "რეალში", სადებიუტო 1999/2000 წლის სეზონიდან მოყოლებული დღემდე, 600-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.

ასევე იხილეთ:

ლა ლიგა. XVIII ტურის შეჯამება: განსაკუთრებულიდან თავზეხელაღებულამდე

ლა ლიგა, XVIII ტური: ტიტო ბედს ებრძვის, ჟოზე კი ეთამაშება [VIDEO]

იკერ კასილიასი: მადრიდის "რეალის" ქომაგს შეუძლია, ჩვენით იამაყოს

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა