მაინც როგორი შეიძლება გამოდგეს ბალოტელი ახალი კლუბისთვის
სილვიო ბერლუსკონიმ უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ მარიო ბალოტელის "მილანში" გადაბარგება არ იგეგმება.

"როსონერის" პრეზიდენტს იმდენჯერ ჰკითხეს სუპერ-მარიოს შესახებ, რომ ერთხელაც ნერვებმა უმტყუნა და 22 წლის ფორვარდს დამპალი ვაშლი უწოდა, რომელსაც ნებისმიერ გუნდში შეუძლია ატმოსფეროს გაფუჭება.

იტალიელმა ჟურნალისტებმა ეს ამბავი უმალ აიტაცეს და თავად მარიოსთან მოისურვეს დაკავშირება... ბალოტელიმ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა პრესას მისი აგენტი მინო რაიოლა გაესაუბრა:

"სილვიო ბერლუსკონი აშკარად შეცდა, როდესაც ასეთი არაეთიკური განცხადება გააკეთა. მარიო ბალოტელი არა დამპალი ვაშლი, არამედ ალუბალია... დიახ, მარიო ისევე მოუხდებოდა ნებისმიერი კალიბრის გუნდს, როგორც ალუბალი ტორტს. დღეს, მარიოს იტალიაში დაბრუნების შანსი 0.1%-ია და "მილანში" რომ არ გადაბარგდება, მაგას წყალი არ გაუვა",

შეგახსენებთ, რომ მინო რაიოლა კიდევ არაერთი ცნობილი ფეხბურთელის აგენტია, მათ შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩის - მინომ 31 წლის შვედის შესახებაც გააკეთა საინტერესო განცხადება:

"დაბრუნდება თუ არა ზლატანი იტალიაში? - იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთში კარგად გრძნობს თავს და არა მგონია, რომ უახლოეს მომავალში იტალიაში დაბრუნდეს. ისე, ერთხელ პირად საუბარში მითხრა, რომ დიდი სიამოვნებით ითამაშებდა "ნაპოლიში". იბრას თქმით, "სტადიო სან პაოლოზე" საოცარი, ყველაზე გამორჩეული ატმოსფეროა - ნეაპოლი მას ნამდვილად იზიდავს. ვფიქრობ, თუ ზლატანი ოდესმე იტალიაში დაბრუნდა, "ნაპოლიში" ითამაშებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"მანჩესტერ სიტი" მარიო ბალოტელის 30 მლნ ევროდ აფასებს

ვალტერ მაცარი: მარიო ბალოტელის იოლად გავუგებდი

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...