2013 წლის აფრიკის ერთა თასი, წინა გათამაშებიდან ერთი წლის თავზე იმართება

2013 წლის აფრიკის ერთა თასი, წინა გათამაშებიდან ერთი წლის თავზე იმართება, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციას, ერთა თასის გამართვა კენტ წლებში სურს.

სამხრეთ აფრიკაში გასამართ ტურნირზე, ახლაც უამრავ ნაცნობ სახეს და ვარსკვლავს ვიხილავთ, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჯერადაც, ისივე როგორც ყოველთვის, აღმოჩნდებიან ახალგაზრდა ფეხურთელები, ვინც ყველას გააოცებენ. მოდი, ერთად ვნახოთ, ვინ შეიძლება გახდეს წლევანდელი ერთა თასის აღმოჩენა და აფრიკული ფეხბურთის ახალი ამომავალი ვარსკვლავი...

კრისტიან ატსუ (განა)

ბოლო წლებში, მსოფლიომ უამრავი ნიჭიერი განელი ფეხბურთელი გაიცნო. მორიგი ასეთი ტალანტი 21 წლის კრისტიან ატსუ გახლავთ, რომელიც "პორტუს" ღირსებას იცავს და პორტუგალიაში მას უკვე ლიონელ მესისაც ადარებენ. ატსუ მარცხენა გარემარბია, რომელსაც განის ნაკრებში ანდრე აიუს შეცვლა შეუძლია და იმის პოტენციალიც აქვს, რომ პრეტენზია ძირითადში მოხვედრაზეც განაცხადოს.

განის სამხრეთში მდებარე ქალაქ კასოაში დაბადებული მოთამაშე, "პორტუში" ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა და მას შემდეგ, ამ კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი გამოიარა, შარშან კი გამოცდილების მიღების მიზნით "რიო ავეში" იყო განათხოვრებული, სადაც 27 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

ფაუზი გულამი (ალჟირი)

"სენტ ეტიენის" 21 წლის მარცხენა მცველი გამორჩეულ სეზონს ატარებს. ფაუზი გულამი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა და მისი შეძენით უკვე არაერთი გრანდი დაინტერესდა. სხვათა შორის, გულამი აფრიკის თასზე დებიუტანტის რანგში მიემგზავრება, რადგან მას ალჟირის ნაკრებში ჯერ არც ერთი მატჩი არ უთამაშია, ის კი არა, აქამდე გულამი საფრანგეთის ღირსებას იცავდა და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში ორი მატჩიც აქვს ჩატარებული.

გულამის ორივე მშობელი ალჟირელია, თავად ტანმაღალი მცველი კი საფრანგეთში გახლვათ დაბადებული, მაგრამ როგორც ჩანს, გენებმა მაინც თავისი ქნა და გულამმა ისტორიული სამშობლოს ღირსების დაცვა გადაწყვიტა.

აბდელჰამიდ ელ კაუტარი

22 წლის მცველისთვის წინა წელი მართლაც განსაკუთრებული გამოდგა – ელ კაუტარიმ "მონპელიესთან" ერთად საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ზაფხულში კი მაროკოს 23-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადაზე იასპარეზა.

ელ კაუტარი მონპელიეში დაიბადა და მთელი კარიერა მშობლიურ კლუბში გაატარა. 2009 წელს მან ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების რიგებში ითამაშა, მაგრამ შემდეგ დედ-მამის სამშობლოს ღირსების დაცვა გადაწყვიტა და 2011 წელს მაროკოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.

რაიან მენდესი (კაბო ვერდე)

რაიან მენდესი "ლილში" მიმდინარე სეზონის დაწყების წინ გადავიდა და ლიგა 1-ის 9 შეხვედრაში 2 გოლიც გაიტანა. 23 წლის ფლანგის შემტევს, საფრანგეთში აქამდეც საკმაოდ კარგად იცნობდნენ, რადგან კაბო ვერდელი ბოლო 3 წლის განმავლობაში ლიგა 2-ის წარმომადგენელ "ლე ავრში" ბრწყინავდა და ამ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.

შარშანდელ სეზონში მენდესმა 34 შეხვედაში 13 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც, "ლილის" თავკაცმა რუდი გარსიამ, მასში 3 მილიონი ევროს გადახდა გადაწყვიტა.

აბდელკადერ უესლატი (ტუნისი)

21 წლის ფლანგის შემტევმა, ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი 2012 წლის 13 ოქტომბერს, აფრიკის თასის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ჩაატარა და თავი იმდენად კარგად წარმოაჩინა, რომ ადგილი ნაკრების საბოლოო განაცხადშიც დაიბევა. უესლატი საფრანგეთში დაიბადა, ფეხბურთის თამაში კი მადრიდის "ატლეტიკოს" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. ტუნისელს პრიმერაში დებიუტი აგვისტოში, "ლევანტესთან" ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ მან საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც 2 თვე გამოტოვა.

ტულანი სერერო (სამხრეთ აფრიკა)

22 წლის ნახევარმცველი წელს ტრავმებმა გააწამეს, არადა სეზონი სერერომ საკმაოდ კარგად დაიწყო. სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელი, ამსტერდამის "აიაქსში" კეიპტაუნის "აიაქსიდან" 2011 წლის ზაფხულში მას შემდეგ გადავიდა, რაც სამხრეთ აფრიკის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიიღო. პირველი სეზონი სერეროსთვის მაინც და მაინც კარგი არ გამოდგა, სამაგიეროდ წელს პირველ 4 ტურში, ახალგაზრდა ფეხბურთელმა 3 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც სერიოზული ტრავმა მიიღო.

მართალია, სერერო ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა და ფორმაში არ არის, მაგრამ "ბაფანა ბაფანას" მთავარი მწვრთნელი გორდონ იგესუნდი მას გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ მიიჩნევს და ახალგაზრდა ფეხბურთელზე დიდი იმედებს ამყარებს. "აიაქსის" ნახევარმცველს ნაკრებში 8 თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ აქედან ოფიციალური მხოლოდ ერთი შეხვედრა იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის" ნომინანტები ცნობილია

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"