ავსტრალიის ღია პირველობის წინ, გთავაზობთ სეზონში "დიდი სლემის" პირველი ტურნირის შესახებ საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს საჩემპიონო ტიტულებზე

ავსტრალიის ღია პირველობის წინ, გთავაზობთ სეზონში "დიდი სლემის" პირველი ტურნირის შესახებ საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს საჩემპიონო ტიტულებზე, ხანგრძლივ მატჩებზე, რეკორდებზე და ა. შ.

კაცები

პირველი ჩემპიონი - როდნი ჰიტი (ავსტრალია, 1905 წელი)

ყველაზე მეტი ტიტული ერთეულებში (ისტორიაში) – 6, როი ემერსონი (ავსტრალია, 1961, 1963-67)

ყველაზე მეტი ტიტული ერთეულებში (ღია ერა) – 4, ანდრე აგასი (აშშ, 1995, 2000, 2001, 2003) და როჯერ ფედერერი (შვეიცარია, 2004, 2006, 2007, 2010)

ყველაზე გრძელი სერია – 5, როი ემერსონი (ავსტრალია, 1963-67)

ყველაზე გრძელი მატჩი – 5 საათი, 53 წუთი, ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)-რაფაელ ნადალი (ესპანეთი), 2012 წელი, ფინალი

ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი – 19 წლის და 3 თვის, მატს ვილანდერი (შვედეთი, 1983)

ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი – 37 წლის და 2 თვის, კენ როზუოლი (ავსტრალია, 1972)

1976 წელს, ავსტრალიელი მარკ ედმონდსონი გახდა ჩემპიონი იმ დროს, როცა ATP-ის რეიტინგში 212-ე ადგილზე იმყოფებოდა. ეს აბსოლუტური რეკორდია "დიდი სლემის" ტურნირებისთვის.

სხვათა შორის, ედმონდსონი ბოლო ავსტრალიელი მამაკაცია, რომელსაც ავსტრალიის ღიაზე გაუმარჯვია.

"დიდი სლემის" ტურნირების ისტორიაში იყო რვა ტურნირი, როცა ფინალში ორი ცაცია ჩოგბურთელი თამაშობდა. ორჯერ ასეთი ფინალი ავსტრალიის ღიაზე ჩატარდა: 1977 წელს ამერიკელმა როსკო ტანერმა მოუგო არგენტინელ გილერმო ვილასს, 1998 წელს ჩეხმა პეტრ კორდამ ჩილელი მარსელო რიოსი დაამარცხა.

ამასთან, კორდამ 1998 წელს პირველი ტიტული მოიგო "დიდ სლემზე". ჩეხმა ეს 37-ე ცდაზე მოახერხა. ეს მეორე მაჩვენებელია "დიდი სლემის" ტურნირების ისტორიაში. უფრო მეტი ცდა დასჭირდა ხორვატ გორან ივანიშევიჩს, რომელმაც 2001 წელს მოიგო უიმბლდონი.

2004 წელს, რუსმა მარატ საფინმა წააგო ავსტრალიის ღიას ფინალი შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან. გადამწყვეტ მატჩამდე, საფინმა წააგო 129 გეიმი, რაც აბსოლუტური რეკორდია "დიდი სლემის" ისტორიაში.

ერთ მატჩში ეისების რაოდენობით ავსტრალიის ღიას რეკორდსმენია შვედი ტომას იოჰანსონი, რომელმაც 2005 წლის გათამაშებაში ანდრე აგასის წინააღმდეგ 51 ეისი ჩააწოდა. ის მატჩი იოჰანსონმა ოთხ სეტში მოიგო.

ავსტრალიის ღიას ფინალების ისტორიაში იყო სამი მატჩი, როცა მომავალ ჩემპიონს მოუწია თამაშის მსვლელობისას მატჩბოლების მოგერიება.

როდ ლეივერმა 1960 წელს და დინი პეილზმა 1947 წელს თითო მატჩბოლი მოიგერიეს, ჯერალდ პატერსონმა 1927 წელს ჯონ ჰოუქსთან ფინალში ერთბაშად ხუთჯერ გადაარჩინა მატჩი.

ქალები

პირველი ჩემპიონი – მარგარეტ მოულსუორტი (ავსტრალია, 1922 წელი)

ყველაზე მეტი ტიტული ერთეულებში (ისტორიაში) – 11, მარგარეტ კორტი (ავსტრალია, 1960-66, 1969-71, 1973)

ყველაზე მეტი ტიტული ერთეულებში (ღია ერა) – 5, სერენა უილიამსი (აშშ, 2003, 2005, 2007, 2009, 2010)

ყველაზე გრძელი სერია – 7, მარგარეტ კორტი (ავსტრალია, 1960-66)

ყველაზე გრძელი მატჩი – 4 საათი, 44 წუთი, ფრანჩესკა სკიავონე (იტალია)-სვეტალანა კუზნეცოვა (რუსეთი), 2011 წელი, IV რაუნდი

ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი – 16 წლის და 3 თვის, მარტინა ჰინგისი (შვეიცარია, 1997)

ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი – 35 წლის და 8 თვის, ტელმა კოინ ლონგი (ავსტრალია, 1954)

2003 წელს, ამერიკელმა სერენა უილიამსმა მოიგო ავსტრალიის ღიას პირველი ტიტული და გაიფორმა ე. წ. Serena Slam. იმ მომენტისთვის სერენა "დიდი სლემის" ოთხივე ტიტულის მფლობელი იყო.

ავსტრალიელი კრის ო’ნილი, რომელმაც 1978 წელს გაიმარჯვა, პირველი და ერთადერთი განუთესავი ქალი ჩემპიონი იყო. გარდა ამისა, ო’ნილი გახდა ბოლო ავსტრალიელი ქალი, რომელმაც საშინაო "მეიჯორზე" გაიმარჯვა.

1962 წელს, ავსტრალიელმა მარგარეტ კორტმა გაიმარჯვა ფინალში თავისი თანამემამულის იან ლეიენის წინააღმდეგ – 6:0, 6:2. 1994 წლამდე ეს იყო ყველაზე მოკლე ფინალი გეიმების მიხედვით.

1994 წელს, გერმანელმა შტეფი გრაფმა იგივე ანგარიშით დაამარცხა ესპანელი არანჩა სანჩეს-ვიკარიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ისინი ჩოგბურთს დააკლდებიან

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა