ლეგიონი. ჩემპიონატის შეჯამება. ფინეთი
დასრულდა ქართველ ლეგიონერთათვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩემპიონატი - ფინეთის რანგით მეორე დივიზიონი, ანუ იკონენლიგა. ფინური სუსხის გამო, ამ ქვეყანაში საფეხბურთო სეზონი ოქტომბერშივე მთავრდება.

მაშ ასე, 14-გუნდიანი იკონენლიგა (უკიონენ - ფინურად პირველს ნიშნავს) "როვანიემენ პალოსეურამ" (როპს) მოიგო 54 ქულით და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. ამ გუნდში ტყუპი ძმები, პავლე და ვალტერ ხორგუაშვილები თამაშობენ. 23 წლის ქართველი ნახევარმცველებისთვის ეს სეზონი მათ საფეხბურთო კარიერაში ყველაზე წარმატებული გამოდგა, განსაკუთრებით ეს პავლეზე ითქმის, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო - 24 თამაშში (სეზონის 26 მატჩიდან) 10 გოლი გაიტანა (პლუს სამი საგოლე პასი).

გოლებით ის მხოლოდ როპს-ის ზამბიელ ფორვარდ ნჩიმუნია მვეეტვას (13) ჩამორჩა, ხოლო მთელ ლიგაში მე-5 ადგილზე გავიდა. შეგახსენებთ, რომ 2009/10 წლების სეზონში პავლე უმაღლესი ლიგიდან გავარდნილ "გაგრაში" თამაშობდა. ტყუპისცალისგან განსხვავებით, ვალტერი უფრო ხშირად სათადარიგო სკამიდან ერთვებოდა თამაშში (ხშირად სწორედ ძმას ცვლიდა) - 16 თამაშში ერთი გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ვალტერს მწვრთნელი უფრო დაცვით ფუნქციებს ავალებდა.

მართალია, ხორგუაშვილების გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდა, მაგრამ ჯერ უცნობია ითამაშებენ თუ არა ჩვენებურები გაისადაც ამ კლუბში, კონტრაქტის ვადა მათ წლის ბოლოს უსრულდებათ. სხვათა შორის კლუბის პრეზიდენტი რისტო ნივა ბიუჯეტის 300 ათასი ევროთი გაზრდას აპირებს, რომ გაისად უმაღლესში კონკურენტუნარიანი გუნდი გამოვიდეს. ბრიტანელი მწვრთნელის ჯონ ალენის აზრით კი "როვანიემი" 3-4 ახალი ფეხბურთელით უნდა გაძლიერდეს.

2010 წლის იკონენლიგას ქართველი ბომბარდირი ჰყავს - "კოკოლან პალოვეიკოტის" (კპვ) ფორვარდი ირაკლი სირბილაძე. კპვ-მ 47 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი და უმაღლესის საგზური ვერ მოიპოვა, სამაგიეროდ ქართველმა 16 გოლით (სხვათა შორის, გუნდში 16-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა) ყველას გაასწრო. 28 წლის ფორვარდმა ლიგის ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა. "ტრანსფერმარკტის" ცნობით, სირბილაძესაც წლის ბოლოს უსრულდება კონტრაქტი.

ძალიან ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ საბოლოოდ 50 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა ანზორ კალაძის "პორინ პალოილატი" (პოპა). 25 წლის ქართველმა, რომელსაც დაცვითი სტილის ნახევარმცველობით უფრო ვიცნობთ პოპა-ში ფორვარდობა შეითავსა და 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ქართველებმა ითამაშეს "კოტეპეშიც", გუნდში, სადაც ადრე გოლკიპერ გიორგი ნიკურაძეს უთამაშია. "კოტეპე" 35 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა. გუნდის ძირითადი მცველი იყო 25 წლის გიორგი ოსიტაშვილი, რომელიც აქ მეორე სეზონია თამაშობს. მან 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა (ყველა ძირითადში). გიორგის კიდევ ერთი წელი აკავშირებს ქალაქ კოტკას კლუბთან. 21 წლის ბექა ტუღუში აგვისტოდან გამოჩნდა "კოტეპეში" და 6 თამაშში 2 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა