როგორც ჩანს, ლეგენდარული ველომრბოლი მართლაც იღებდა დოპინგს
ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტო ახალახალ კომპრომატებს აქვეყნებს სკანდალურად ცნობილი ამერიკელი ველომრბოლის ლენს არმსტრონგის წინააღმდეგ.

ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ტრევის ტაიგარტმა ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, რომ 2002 წელს, ლოზანაში მდებარე ლაბორატორიის შეფმა მარტიას სოჟიმ დეტალურად აუხსნა არმსტრონგს, თუ როგორ მუშაობს ტესტი ერითროპოეტინზე.

"2010 წელს, სოჟი გამომელაპარაკა და ასეთი რამ მითხრა:

"ტრევის, ჩვენ გვაქვს არმსტრონგის ძველი დოპინგ-სინჯი 2001 წლის შვეიცარიის ტურიდან, რომელიც აჩვენებს, რომ ის ერითროპოეტინს იყენებდა". მან აგრეთვე მითხრა, რომ ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირის მითითებით, ის შეხვდა არმსტრონგსა და იოჰან ბრიუნელს, რათა აეხსნა მათთვის, თუ როგორ მუშაობს ტესტი ერითროპოეტინის გამოსავლენად.

მე მას ვკითხე: "შენ მოუყევი არმსტრონგსა და ბრიუნელს იმის შესახებ, როგორ აუარონ გვერდი ერითროპოეტინის ტესტს?" სოჟიმ ტესტის შესახებ მხოლოდ ამ ორ ადამიანს მოუყვა. რამდენადაც ვიცი, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. ეს არასწორი საქციელია – შეხვდე სპორტსმენს, რომელიც დოპინგის მიღებაშია ეჭვმიტანილი და აუხსნა მას დოპინგ-ტესტის მოწყობილობა", - ამბობს ტაიგარტი "ლე მონდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აღიარე, ლენს!

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა