"რეალმა" თურქი "ბორუსიაში" წლინახევრით გაანათხოვრა

ნური შაჰინის დორტმუნდის "ბორუსიაში" დაბრუნებაზე ვწერდით და მოსალოდნელი ტრანსფერი პარასკევს შედგა:

მადრიდის "რეალში" და "ლივერპულში" წარუმატებელი ცდების შემდეგ, 24 წლის თურქი საყრდენი ნახევარმცველი იმ კლუბში დაბრუნდა, საიდანაც საფეხბურთო მსოფლიომ გაიცნო. შაჰინი დორტმუნდში ოფიციალურად , სპეციალურ პრესკონფერენციაზე წარადგინეს.

"დორტმუნდმა" და "რეალმა" 18-თვიანი საარენდო ხელშეკრულება გააფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შაჰინი "ბორუსიაში" განათხოვრების წესით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 2010/2011 წლების სეზონში ნური შაჰინი "ბორუსიას" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და დორტმუნდული კლუბის ჩემპიონობაში ლომის წვლილი შეიტანა. შაჰინმა, რომელსაც თურქეთის ნაკრებში 37 მატჩი აქვს ჩატარებული, იმ სეზონში "ბორუსიას" რიგებში ბუნდესლიგის ეგიდით ჩატარებულ 30 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. როგორც ხედავთ, იმ სეზონში მას ბუნდესლიგაში მხოლოდ 4 მატჩი გაუცდა და ისიც ტრავმის გამო, რომელიც სეზონის მიწურულს მიიღო. მოგვიანებით, "კიკერის" გამოკითხვაში კოლეგებმა შაჰინი ბუნდესლიგის იმ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ბრწყინვალე სეზონს "რეალის" დაინტერესება მოჰყვა და თურქმა მადრიდში გადასვლაზე უარი, რა თქმა უნდა, ვერ თქვა. მის კონტრაქტში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვით 2011 წლის ზაფხულში "ბორუსიადან" წასვლა 10 მილიონ ევროდ შეეძლო და მადრიდულმა გრანდმა სწორედ ამ პუნქტის მეშვეობით შეიძინა. "რეალში" მას კონტრაქტი 2017 წლამდე გაუფორმეს, მაგრამ ნურის მადრიდული კარიერა მორიგი ტრავმით დაიწყო, რის შემდეგაც "სამეფო გუნდში" ადგილი ვერაფრით დაიმკვიდრა და მხოლოდ 4 შეხვედრაში იასპარეზა.

შესაბამისად, გასულ ზაფხულს "რეალის" თავკაცი ჟოზე მოურინიო მის "ლივერპულში" განათხოვრებას დათანხმდა. მაგრამ თურქი ვერც "ლივერპულში" გასცდა რეზერვისტის როლს. მართალია, ლიგის თასზე, "ვესტ ბრომვიჩთან" (2:1) დუბლი შეასრულა, მაგრამ მერსისაიდელთა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ის არც ამის შემდეგ დააფასა. საბოლოოდ, შაჰინმა "ლივერპულის" ფორმა პრემიერლიგაში მხოლოდ შვიდ მატჩში მოირგო, მოედანზე 90 წუთი კი არცერთხელ არ გაუტარებია.

ბუნდესლიგის რეკორდსმენი

შეგახსენებთ, რომ შაჰინი დღემდე ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია – მისი დებიუტი გერმანიის ჩემპიონატში 2005 წლის 6 აგვისტოს, "ვოლფსბურგთან" შეხვდრაში შედგა და მაშინ ნური 16 წლისა და 335 დღის გახლდათ. იმავე სეზონში, ნოემბერში მან "ნიურნბერგთან" პირველი ბუნდესლიგური გოლი გაიტანა და ბუნდესლიგაში ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მეგოგე გახდა (17 წლის და 82 დღის). 2007/2008 წლებში ნური როტერდამის "ფეიენოორდში" გახლდათ განათხოვრებული, დორტმუნდში კი მაშინ დაბრუნდა, როცა "ბორუსიას" თავკაცად იურგენ კლოპი დაინიშნა. ამ უკანასკნელის ხელში შაჰინს აღმასვლა დაეწყო და გუნდის ლიდერი გახდა.

საერთო ჯამში მას ბუნდესლიგის 135 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი (28 პასი).

"ბორუსიაში" ახლა მას სერიოზული კონკურენცია ხვდება: კლოპს ნახევარდაცვის ცენტრისთვის შემდეგი ფეხბურთელები ჰყავს: ილქაი გიუნდოგანი (რომელიც დორტმუნდელებმა სწორედ შაჰინის შემცვლელად იყიდეს და ძალიან კარგად გამოიყურება), კაპიტანი სებასტიან კელი, სვენ ბენდერი და მორიტც ლაიტნერი. ასე რომ, ნურის გერმანიის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"დორტმუნდი" ნური შაჰინზე ფიქრობს!

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"