ტურნირის გამარჯვებულები გიორგი ყაზარაშვილი (54) და გივი მაჭარაშვილი (100) გახდნენ
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებმა 2 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვეს ბაქოში დასრულებულ მუშვიგ ისაევის ხსოვნის მემორიალში.

ტურნირის გამარჯვებულები გიორგი ყაზარაშვილი (54) და გივი მაჭარაშვილი (100) გახდნენ, ტარიელ გაფრინდაშვილი (69) მეორეზე გავიდა, გიორგი პასიკაშვილი (50) - მესამეზე.

ჩვენი ნაკრების აწ უკვე ექსმთავარ მწვრთნელ თამაზ ბენდიანიშვილს ბაქოში გაფართოებული შემადგენლობის წაყვანა სურდა, რაკი იქ მიმოსვლა დიდ ხარჯებთან არაა დაკავშირებული, თუმცა ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ, რომელიც ეს-ესაა, შეუდგა მუშაობას, მხოლოდ 10 კაცი ანუ სრული გუნდი დააფინანსა.

ამას საკუთარი ხარჯით ორი სპორტსმენი დაემატა და რაც ყველაზე საინტერესოა, იმათგან ერთ-ერთი ჩემპიონი გიორგი ყაზარაშვილია. ესეც კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ შანსი ყველას უნდა მიეცეს და წინასწარ ვერავინ გათვლის, ვინ როდის რას გააკეთებს.

ყაზარაშვილის გარჯა მით უფრო დასაფასებელია, რომ ფინალში მასპინძელი არიფ ჰუსეინოვი დაამარცხა, ამას კი იქაურები იოლად არ დაუშვებდნენ, მეტოქეზე რამდენჯერმე ძლიერი თუ არ იქნებოდა.

იმავეს ვიტყვით მაჭარაშვილზეც, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ასევე აზერბაიჯანელ რუსტამ ჰაციბაევს აჯობა.

ანალოგიურ წარმატებამდე ერთი მოგება დააკლდა გაფრინდაშვილს, თუმცა მის მარცხს მასპინძლებს ვერ დავაბრალებთ - გადამწყვეტი შეხვედრა რუს აბუმუსლიმ მუხდინოვთან დათმო.

ტურნირი დიდად მრავალრიცხოვანი არ იყო, თუმცა ძლიერი ქვეყნები მონაწილეობდნენ - საკუთრივ აზერბაიჯანი, რუსეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი.

ვფიქრობ, მათთან პაექრობა ჩვენს მოზარდებს კარგ გაკვეთილად წაადგებათ, ამ ნაკრების მომავალ საწვრთნელ გეგმას კი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნებული ევროპის ჩემპიონი ემზარ ბედინეიშვილი გაგვაცნობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"