ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფავორიტი ამერიკელი ჩოგბურთელია
ავსტრალიის ღია პირველობის წინ ქალთა ბადეში მთავარ ფავორიტად ისევ სერენა უილიამსი მოიაზრება.

ამერიკელს აქ ხუთჯერ გაუმარჯვია - თანაც ტიტული მოპოვებული აქვს როგორც მთავარი ფავორიტის რანგში, ასევე რეიტინგის დაბალ ადგილზე მყოფს. ამჯერად ბუკმეიკერები მას ყველაზე დიდ შანსს აძლევენ, ვისაც კი ოდესმე ჰქონია. არადა, სერენა სულაც არ იმყოფება რეიტინგის პირველ პოზიციაზე. რა თქმა უნდა, ამერიკელმა სრულიად დაიმსახურა მთავარი ფავორიტის სტატუსი, თუნდაც შარშანდელი წარმატებებისთვის.

გასულ წელს უილიამსმა მოიგო ოთხი დიდი ტურნირი - უიმბლდონი, ოლიმპიადა, აშშ-ის ღია პირველობა და WTA-ს შემაჯამებელი ტურნირი და ახლა ის კლასიფიკაციის უმაღლეს საფეხურზე დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. წარმატების შემთხვევაში, სერენა გახდება ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პირველი ნომერი ერთეულთა თანრიგში. ამჟამად რეკორდსმენი კრის ევერტია, რომელიც ბოლოს მსოფლიოს რეიტინგს სათავეში 1985 წლის 24 ნოემბერს ედგა, 30 წლისა და 11 თვის ასაკში.

სერენა კი უკვე 31 წლის გახლავთ. სერენას მდგომარეობა კომფორტულია - მისთვის ფინალში გასვლაც საკმარისი იქნება კლასიფიკაციაში პირველობის გასანაღდებლად. ქალთა ბადის კენჭისყრას უნდა გაერკვია - სავარაუდოდ, ვინ გადაეღობებოდა ამერიკელს ნახევარფინალში - მარია შარაპოვა თუ ვიქტორია აზარენკა. თუმცა, რა თქმა უნდა, ნახევარფინალამდე ნებისმიერი ჩოგბურთელისგან მოსალოდნელია საფრთხე, რადგან ბოლო წლებში ქალთა ჩოგბურთის ლიდერები ისე სტაბილურები არ არიან, როგორც მამაკაცების ტურში.

მაგრამ მაინც სერენას ყველაზე სახიფათო მეტოქეები უკვე ნახსენები შარაპოვა და აზარენკა არიან. თუ ოლიმპიადას გავიხსენებთ, ამერიკელმა იქ არც ერთს შანსი არ დაუტოვა. საბოლოოდ, შარაპოვამ ვერცხლი აიღო, აზარენკამ - ბრინჯაო, მაგრამ იქ უილიამსი ბადეში მარიას მხარეს რომ აღმოჩენილიყო, სავარაუდოდ, ვერცხლი ბელორუსს დარჩებოდა.

ამჟამად კენჭისყრამ უილიამსი ბადის ზედა მხარეს გაუშვა - აზარენკასთან, ხოლო შარაპოვას ნახევარში აგნიეშკა რადვანსკა მოხვდა. პოლონელმა 2013 წელს ორი ტურნირის მოგება მოასწრო და შემთხვევით არ უკავია მეოთხე ადგილი, მაგრამ უილიამსის ფონზე ნამდვილ საჩუქრად მოჩანს.

მაგრამ თუ აზარენკას არ გაუმართლა ნახევარფინალში, პოტენციური მეტოქის მხრივ, სამაგიეროდ, მის მეოთხედში აღმოჩნდა ყველაზე ნაკლებად სახიფათო მოწინააღმდეგე. როლან გაროსის ფინალისტი და აშშ-ის ღიას ნახევარფინალისტი სარა ერანი გასული წლის ბოლოს ვეღარ ბრწყინავდა და ეს სეზონიც არც ისე კარგად დაიწყო - ბრისბენსა და სიდნეიში ადრეულ ეტაპზე დამარცხდა, შესაბამისად, დანიელ ჰანტუხოვასთან და დომინიკა ციბულკოვასთან. უილიამსის მეოთხედში აღმოჩნდა წლის პირველ ტურნირებში ჩავარდნილი პეტრა კვიტოვა; რადვანსკას მეოთხედფინალში შეიძლება შეხვდეს ნა ლი. შარაპოვას კი, შესაბამისად, ანჟელიკ კერბერი ერგო.

რაც შეეხება განთესვის ლიდერთა საწყის მატჩებს, აქაც განსხვავებული სიტუაციაა, თუმცა ტურნირის პირველ კვირას არც ერთ მათგანს სერიოზული გამოცდა არ ელოდება. აზარენკა მეორე წრეში შეიძლება შეხვდეს ნიჭიერ კაროლინა პლიშკოვას, მესამეში კი რადვანსკას, ოღონდ არა აგნიეშკას, არამედ ურსულას, რომელმაც განთესვის 31-ე ნომერი მიიღო. სერენას მეტოქეებიდან, იაროსლავა შვედოვას გარდა, არავის გამოყოფა არ ღირს.

აგნიეშკას პოტენციური მეტოქე 1/16-ფინალში მონა ბარტელია, რომელიც ამ სეზონში კარგად გამოდის საშუალო დონის ტურნირებზე. თავდაპირველად გერმანელი ოკლენდში გახდა ნახევარფინალისტი, გასულ კვირას კი ამავე სტადიაზე მიაღწია ჰობარტში.

დაბოლოს, მარია შარაპოვას მესამე წრეში ვენუს უილიამი ემუქრება. რა თქმა უნდა, თავის უმცროს დასთან შედარებით, ის ძველებურად სახიფათო არ არის, მაგრამ ცალკე აღებული ტურნირისთვის ან მატჩისთვის სერიოზულად მომზადება შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანა ტატიშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე იაპონელს დაუპირისპირდება

odala
სათაური წაიკითხეთ ამ სტატიას რომ წერდით?
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად