სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯების დაშვებულმა უმძიმესმა შეცდომებმა ვიდეომსაჯის აუცილებლობა თვალსაჩინო გახადა...

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯების დაშვებულმა უმძიმესმა შეცდომებმა ვიდეომსაჯის აუცილებლობა თვალსაჩინო გახადა. ვიდეომსაჯი დროულად რომ დაემონტაჟებინათ, ჯერ კიდევ მსოფლიო პირველობის შესარჩევ პლეი ოფში ტიერი ანრის მიერ ირლანდიის კარში ხელით შეტანილ ბურთს გოლად არ ჩათვლიდნენ, ირლანდიასთან საქართველოს ნაკრებს უმიზეზოდ პენალტს არ დაუდებდნენ, სამხრეთ აფრიკაში არგენტინას მექსიკასთან კარლოს ტევესის თამაშგარედან გატანილ პირველ გოლს არ ჩაუთვლიდნენ, ინგლისს გერმანიასთან მეორე ბურთს არ გაუუქმებდნენ და ა.შ.

ფეხბურთის მთავარი არსი გამარჯვებულის სამართლიანად გამოვლენაა, რასაც ხელს "მსაჯის შეხედულება" ხშირად უშლიდა, უშლის და ყოველთვის შეუშლის, რადგან ძველი წესის მომხრეთა არგუმენტები არადამაჯერებელია და ვერ აბათილებს ეჭვებს, რატომ არ უნდა დაინერგოს ვიდეომსაჯი და რატომ უნდა გაგრძელდეს "შავოსანთა" "შეცდომები".

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მოსაზრება, თითქოს ფეხბურთის ხიბლი ადამიანური შეცდომებია. ადამიანურია სასამართლოც, კანონმდებლობაც, მაგრამ ფეხბურთის და ფიფას გარდა, არსად წერია, რომ დავა განმსჯელის (ამ შემთხვევაში, მსაჯის) შეხედულებისამებრ გადაწყდეს. მსოფლიო იურისპრუდენციის "ფილტრში" რომ გავატაროთ, ფიფას კანონმდებლობიდან მსგავსი მრავალი "შედევრი" ამოტივტივდება. ყველა კანონი და დებულება მკაფიოდ განსაზღვრული არაა.

რეალურად ყველა ხვდება, რომ მსაჯის ეს "შეხედულება" იარაღია, რომელიც ნებისმიერ დროს სასურველი მიმართულებით არასასურველის წინაღმდეგ გამოიყენება. რატომ უნდა ივარაუდოს მსაჯმა, ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა თუ არა, როდესაც ვიდეოგანმეორება უზუსტეს პასუხს გვაძლევს? ესეც მსაჯის "შეხედულებისამებრ" რომ წყდება, ფეხბურთში სამართლიანობის განცდა ამიტომაც დაიკარგა.

ან რა ლოგიკა სჭირდება იმას, რომ ყველაფერი ძველებურად, უსამართლოდ აღარ უნდა წყდებოდეს და რომ, ვიდეორეფერი და სამართლიანი გადაწყვეტილება უსამართლოს და სუბიექტურს ბევრად სჯობია და ვიღაცებს მანიპულაციის საშუალებას უსპობს.

შესაძლებელია, მთელ მსოფლიოში წამოწყებული დისკუსიას წერტილი საქართველოში დაესვას და პირველი ვიდეომსაჯი საქართველოს ჩემპიონატში დაინერგოს.

ეს სენსაციური განცხადება გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გააკეთა.

- ფიფა-უეფასთან მოლაპარაკება დავიწყეთ და ჩვენი დიდი სურვილია, ვიყოთ პირველი ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ, მთელ მსოფლიოშიც, სადაც ექსპერიმენტის სახით, ვიდეომსაჯი დაინერგება.

თუკი "ლოკომოტივის" სტადიონი გადმოგვეცემა, ჩვენი პირველი ნაბიჯი სტადიონზე ვიდეომსაჯის დამონტაჟება იქნება. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა არა მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატისთვის, არამედ, მსოფლიო ფეხბურთისთვისაც.

სამხრეთ აფრიკაში გამართულ ფიფას VI კონგრესზე უეფამ პირველ საკითხად კარის უკან მსაჯების დამატების საკითხი გამოიტანა, მაგრამ ფიფას პრეზიდენტი ბლატერი წამოწყების წინააღმდეგ წავიდა. არადა, რომ დათანხმებულიყო, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ამდენ შეცდომას არ დაუშვებდნენ.

- ეს ექსპერიმენტი მხოლოდ "ლოკომოტივს" სტადიონზე დაინერგება, თუ უმაღლესის ყველა მატჩში გამოიყენებთ?

- ჯერ ორ შეხვედრას "ლოკომოტივზე" ვსინჯავთ, თუმცა უეფას თანხმობას ველით. უეფაში წერილები გაგზავნილია, მათ წარმომადგენელს ველაპარაკე და პასუხს უახლოეს პერიოდში გამოგზავნიან.

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ