წლეულს, 10 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით, ნორვეგიულ ტრომსიოში მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასი გათამაშდება
წლეულს, 10 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით, ნორვეგიულ ტრომსიოში მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასი გათამაშდება, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ახალი ციკლის შესარჩევი ტურნირიცაა.

შეჯიბრებაში სხვადასხვა კონტინენტის 128 წარმომადგენელი იასპარეზებს. მოჭადრაკეთა ერთ ნაწილს უკვე განაღდებული აქვს თასზე გამოსვლის უფლება.

მათ შორის გახლავთ გალელი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (2702). მან ეს უფლება შარშან ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა.

ტრომსიოში ასევე იასპარეზებენ: მსოფლიოს ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი), 2011 წლის მსოფლიოს თასის ნახევარფინალისტები - პიოტრ სვიდლერი, ალექსანდრ გრიშჩუკი (ორივე - რუსეთი), ვასილი ივანჩუკი, მსოფლიოს ექსჩემპიონი რუსლან პონომარიოვი (ორივე - უკრაინა), ქალთა მსოფლიოს ჩემპიონი ანა უშენინა (უკრაინა), ასევე, მაღალი რეიტინგის მქონე დიდოსტატები - მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2861), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2810), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2802), თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2793), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2780), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2781), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2769), ალექსანდრ მოროზევიჩი (რუსეთი, 2758), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2771), გატა კამსკი (აშშ, 2740), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2766), ვან ჰაო (ჩინეთი, 2752) და სხვები.

ქართველთაგან მსოფლიოს თასზე მოხვედრის შანსი, ჯობავას გარდა, სხვა მოჭადრაკეებსაც შეუძლიათ, თუ წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე 23 ვაკანტური ადგილიდან ერთ-ერთს დაიკავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?