ეროვნული სტადიონი. 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო და ელიტრაუნდს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელ კობა ჟორჟიკაშვილს პოლონეთთან მატჩამდე ნაკრების 18-კაციან განაცხადში მოხვედრილი თითოეული ფეხბურთელის დახასიათება ვთხოვეთ. ამავდროულად, გავიზიარეთ ჟორჟიკაშვილის პოზიცია და ამის გამოქვეყნებისგან ტურნირის დაწყებამდე თავი შევიკავეთ. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრებს ახლა წარმოგიდგენთ.

მეკარეები

1. გაბრიელ თებიძე (ოლიმპი)

კარგი სამეკარეო მონაცემები აქვს, გამოირჩევა ტექნიკით, ფეხით კარგი თამაშითა და მოედნის ხედვით. უმჯობესი იქნება, თუ თამაშის დროს თანაგუნდელებს უფრო ხშირად მისცემს მითითებებს.

12. ბაჩო მიქავა (ოლიმპი)

თებიძისგან განსხვავებით, პარტნიორებს სისტემატურად კარნახობს. დასახვეწი აქვს ნახტომი და ბევრი უნდა იმუშაოს რეაქციაზე.

მცველები

2. დავით მთივლიშვილი (ლოკომოტივი)

მარჯვენა მცველი. გამოირჩევა სისწრაფითა და შეტევაში აქტიური ჩართვით. დასახვეწი აქვს შეტევის დამამთავრებელ ფაზაში თამაში.

3. სულხან კახიძე (შუქურა, ქობულეთი)

ცენტრალური მცველი. ტექნიკურია, გამოსასწორებელი აქვს თავით თამაში, უნდა მიხედოს წონას, რაც მის სისწრაფეს საგრძნობლად გაზრდის.

4. ნიკოლოზ სანდოხაძე (დინამოს აკადემია)

ცენტრალური მცველი. გუნდის კაპიტანია. არის ტანმაღალი, რაც ბურთთან "ურთიერთობაში" ხელს არ უშლის. ძლიერია "მეორე სართულზე", უნდა დახვეწოს ერთი-ერთზე თამაში.

5. ცოტნე მონიავა (მერანი, მარტვილი)

მარცხენა მცველი. კლუბში ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობს, ნაკრებში კი – დაცვის ფლანგზე, რაც, ბუნებრივია, მის უნივერსალიზმზე მეტყველებს. არის სწრაფი და გამძლე, მართებს თავით თამაშის გამოსწორება.

13. ლაშა კვარაცხელია (ლოკომოტივი)

მარცხენა მცველი. ნაკრებში ბოლო მომენტში მოხვდა ტრავმირებული ავთო მანაგაძის ნაცვლად. ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა, მაგრამ ახლა ჯანმრთელადაა და გუნდის სამწვრთნელო შტაბს მისი დიდი იმედი აქვს.

15. დაჩი ცნობილაძე (ოლიმპი)

ცენტრალური მცველი. ტაქტიკურად კარგადაა განსწავლული, აზროვნებს და კარგად კითხულობს თამაშს.

18. სანდრო ჭიღვარია (ლოკომოტივი)

ცენტრალური მცველი. გუნდში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია, ძლიერია შეტევაში, აქვს კარგი დრიბლინგი. კარგი იქნება, თუ კოლექტიურ თამაშს უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევს.

ნახევარმცველები

6. გოგი გოგიჩაიშვილი (ტორპედო)

ცენტრალური ნახევარმცველი. ბურთს კარგად ფლობს, გამოირჩევა თამაშის ინტელექტუალური მანერით.

7. ლუკას ჰუფნაგელი (ბაიერნი)

ცენტრალური ნახევარმცველი. მასზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ და მხოლოდ მოკლედ გავიმეორებთ, რომ ერთნაირად ძლიერია როგორც დაცვით, ასევე შეტევით ოპერაციებში მონაწილეობისას.

8. ნიკოლოზ დიასამიძე (ბათუმი)

ფლანგის ნახევარმცველი. შეტევაში დაუღლელად მოძრაობს, გამოირჩევა სისწრაფითა და არაორდინალური გადაწყვეტილებებით.

11. გურამ სამუშია (ბაია)

ფლანგის ნახევარმცველი. შეუძლია ორივე ფრთიდან შეტევა, ძლიერია ერთი-ერთზე თამაშისას, სწრაფია და კარგად ამწვავებს თამაშს.

16. ავთო ენდელაძე (ბაია)

ცენტრალური ნახევარმცველი. აქვს კარგი დრიბლინგი და ძლიერი დარტყმა, კარგად ასრულებს სტანდარტულ მდგომარეობებს.

17. გიორგი სარჯველაძე (35-ე საფეხბურთო სკოლა)

ცენტრალური ნახევარმცველი. კარგად ურტყამს ორივე ფეხით, აქვს პასის კულტურა, საიმედოა დაცვით ფაზაში.

თავდამსხმელები

9. თემურ მარკოზაშვილი (მერანი, თბილისი)

უკანდახეული თავდამსხმელი. თამაშობს მოედნის სიღრმიდან, სწრაფია, აქვს კარგი დრიბლინგი.

10. ბაჩო არაბული (ოლიმპი)

ცენტრფორვარდი. პოლონეთთან მატჩმა დაგვანახა, რომ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ძლიერია როგორც ტექნიკურად, ასევე ფიზიკურად. მეტოქე მისგან ხიფათს ნებისემიერ წამს უნდა ელოდოს.

14. გიორგი ფანცულაია (ოლიმპი)

ცენტრფორვარდი. კარგად თამაშობს ორივე ფეხით, აქვს საგოლე ალღო. მასაც და არაბულსაც უფრო მეტი გუნდური თამაშო მოეთხოვებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა