საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა თავის ახალ გუნდში პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ნიკა მეტრეველმა თავის ახალ გუნდში პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა.

"ნასიონალ A"-ს მორიგ ტურში მეტრეველის "პაფონი ომენამ" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში - 92:90 დაამარცხა "კიეტა" და ამ უკანასკნელს ცხრილში გადაასწრო.

მეტრეველი "პაფონში" დეკემბრის ბოლოს გადავიდა და ახალი გუნდის შემადგენლობაში მეორე მატჩი ჩაატარა.

ნიკამ პირველ მატჩში მხოლოდ 18 წუთი ითამაშა და თავის გუნდში საუკეთესო იყო; "კიეტისთან" კი მეტრეველი სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 34 წუთი გაატარა და კვლავ გამოირჩა.

მეტრეველმა 12-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

მთლიანობაში ქართველმა ფორვარდმა 15 ქულა, 16 მოხსნა, 2 ჩაჭრა და თითო პასი-დაფარება მიითვალა.

მეტრეველი თავის გუნდში იყო ერთადერთი, რომელმაც მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა.

"პაფონის" შემადგენლობაში ბომბარდირი 23 ქულით ანდრეა საზაჯი გახდა, ხოლო სტეფანო მასკიარდიმ 22 მოინაგრა.

9 მოგებითა და 8 წაგებით "პაფონი ომენა" მე-8 ადგილზეა. ამ გამარჯვებით მეტრეველის გუნდმა ცხრილში სწორედ "კიეტას" გადაასწრო. ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში, 19 იანვარს, "პაფონი ომენა" "მატერას" უმასპინძლებს.

gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე