"მანჩესტერ სიტის" ბოსნიელი ფორვარდი მიიჩნევს, რომ ლორან კოშელნის მიერ თამაშის წესების დარღვევისთვის "არსენალი" სამართლიანად დაისაჯა
"მანჩესტერ სიტის" ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო მიიჩნევს, რომ ლორან კოშელნის მიერ თამაშის წესების დარღვევისთვის "არსენალი" სამართლიანად დაისაჯა.
ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად ლონდონის "არსენალს" 1975 წლის შემდეგ პირველად აჯობა. შეხვედრის მეცხრე წუთზე მატჩის არბიტრმა მაიკ დინმა ედინ ჯეკოზე ფოლისთვის მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა და თანაც, კოშელნიც გააძევა.
ბოსნიელმა თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, თუმცა მოგვიანებით ანგარიში ჯეიმს მილნერმა მაინც გახსნა.
"სიტის" სტუმრად "არსენალი" დამარცხებული დიდი ხანი არ ჰყავდა. ლონდონში თამაში ძალიან ძნელია. სამი ქულის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევის გაღება დაგვჭირდა.
უზომოდ კმაყოფილი ვარ იმით, რომ გავიტანე. თავისუფალ ზონაში შევიჭერი, სადაც კარლოს ტევესმა დროულად შემნიშნა. მისი პასის შემდეგ გავიფიქრე - ვითომ რატომ არ უნდა დავარტყა? საბედნიეროდ, ბურთი კარში აღმოჩნდა", - აქვეყნებს მილნერის ნათქვამს "მანჩესტერ სიტის" ოფიციალური საიტი.
არსენალი - მანჩესტერ სიტი 0:2
გოლი ლონდონელთა კარში ედინ ჯეკომ მაინც შეაგდო. იმავე მილნერის დარტყმის შემდეგ "არსენალის" მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ ბურთი კარგად ვერ მოიგერია, რითაც ჯეკომ უმალ ისარგებლა და დაამატა.
"მიმაჩნია, რომ პენალტი და წითელი ბარათით ლორან კოშელნის დასჯა სავსებით გასაგები გადაწყვეტილება იყო. დასანანია, რომ თერთმეტმეტრიანიდან ვერ შევაგდე, თუმცა ამან მაიძულა, უფრო მეტი მონდომებით მეშრომა.
ის, რომ გატანა მაინც შევძელი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო ოთხ თამაშში ოთხი გოლი გავიტანე და ვფიქრობ, დავიმსახურე მომდევნო მატჩში თამაში.
რა თქმა უნდა, თავად კმაყოფილი ვარ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუნდმა გაიმარჯვა", - თქვა ჯეკომ.
მომდევნო ტურში რობერტო მანჩინის შეგირდები შინ "ფულჰემს" მიიღებენ.
ასევე იხილეთ:
ინგლისის პრემიერლიგა. XXII ტური: გამარჯვება 37 წლის შემდეგ [VIDEO]
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე