პორტუგალიელი მწვრთნელი "რეალის" კაპიტნის სკამზე დასმას აღარ აპირებს
"მარკა" იუწყება, რომ მომავალში "რეალში" სამეკარეო კრიზისი მოსალოდნელი აღარ არის - ჟოზე მოურინიომ გადაიფიქრა იკერ კასილიასის სათადარიგოთა სკამზე დასმა.

31 წლის მეკარე აქამდე გუნდში "ხელშეუხებლად" მიიჩნეოდა, თუმცა 2012 წლის ბოლო მატჩში ჟოზემ კაპიტანი სათადარიგოთა სკამზე დასვა და მის მაგივრად "სამეფო კლუბის" კარში ანტონიო ადანი დააყენა. ამის შემდეგ კასილიასისა და მოურინიოს ურთიერთდამოკიდებულება საფეხბურთო ესპანეთის მთავარი თემა იყო.

სამწვრთნელო შტაბი მიიჩნევს, რომ იკერზე ასეთი უცნაური სახით წარმოებულმა ზეწოლამ შედეგი მოიტანა და კასილიასმაც იგრძნო, რომ შეიძლება დაემუქროს კონკურენცია, თუკი მოეშვება. "მარკას" ცნობით, "სელტასთან" მატჩის მეორე ტაიმი გადამწყვეტი იყო კასილიასისთვის. იკერმა ჩვეულ დონეზე ითამაშა და ჟოზეს დაუმტკიცა, რომ ისევ ტოპ-კლასის გოლკიპერია.

"რეალის" უახლოესი მატჩი თასზეა, "ვალენსიას" წინააღმდეგ და კარში კასილიასი ჩადგება. არადა, თავიდან ჟოზე ისევ ადანის დაყენებას აპირებდა, მაგრამ პორტუგალიელს სურს, პირმართალი იყოს კასილიასთან, რადგან კასილიასი სათანადოდ შეხვდა "განსაცდელს" და სწორი დასკვნებიც გამოიტანა, მოურინიოს ნდობაც დაიბრუნა.

ასევე იხილეთ:

ლა ლიგა. XIX ტურის წინ: ჟოზე მოურინიო არ ვიცი, მე კი "რეალში" ვრჩები

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა