პირველ ორ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ არგენტინელები ბოლივიის ნაკრებს ვერ მოუგებდნენ, მაგრამ ყველაფერი სწორედ ასე მოხდა
არგენტინის ახალგაზრდულმა ნაკრებმა სრული ფიასკო განიცადა. პირველ ორ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტურნირის მასპინძლები ბოლივიის ნაკრებს ვერ მოუგებდნენ, მაგრამ ყველაფერი სწორედ ასე მოხდა.

პირველი ტაიმის წაგების შემდეგ "ალბისელესტე" მეორე ტაიმში შედარებით გამოცოცხლდა, მაგრამ მათი თამაში, რბილად რომ ვთქვათ, იდეალურისგან შორს იყო. მასპინძლებს ორივე გოლი ბოლივიელთა კიპერმა, გილერმო ვისკარამ აჩუქა. პირველ შემთხვევაში მას ლუკას მელანოს დარტმის აღება მართებდა, 65-ე წუთზე კი, თანაგუნდელისგან მიღებული პასის შემდეგ, მეკარემ ბურთი ხელში აიღო.

ბუნებრივია დაინიშნა თავისუფალი დარტყმა, რომელიც არგენტინელებმა კარგად გაათამაშეს და დასარტყმელ პოზიციაზე ლუსიანო ვიეტო დატოვეს, რომლის დარტყმაც უზადო იყო. აქვე აღვნიშნოთ, რომ "რასინგის" უნიჭიერესი ფეხბურთელი არგენტინის ნაკრებში ერთადერთი ნათელი წერტილია.

დაწინაურების შემდეგ "ალბისელესტეს" მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ბოლივიის ნაკრების ძელს მოხვდა. დაუწერელი საფეხბურთო კანონი ამჯერადაც ამოქმედდა – მატჩის 86-ე წუთზე "ველესის" მცველმა ლაუტარი ჯანეტიმ რატომღაც საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. არბიტრმა, რა თქმა უნდა, პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად როდრიგო ვარგასმა აქცია და ანგარიში გაათანაბრა.

საბოლოოდ შეხვედრა ასეც დასრულდა და ახლა არგენტინის ნაკრებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სასწაული სჭირდება.

ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩილემ კოლუმბიის ნაკრებს მოუგო და 9 ქულა მოაგროვა. ჩილელთა ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, კრისტიან კუევასმა თავი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით გამოიჩინა. "ოჰიგინსის" 17 წლის ნახევარმცველმა მე-8 წუთზე თავისიანები დააწინაურა, ხოლო ზუსტად ერთ საათში წითელი ბარათი მიიღო და გუნდი კაცნაკლული დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩილემ მატჩი 9 კაცით დაასრულა (81-ე წუთზე მელოც გააძევეს), მარიო სალასის გუნდმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

ამ ჯგუფში ყველაფერი შესაძლოა, მომდევნო ტურში დასრულდეს. კოლუმბია ბოლივიას ხვდება, პარაგვაი კი უმოტივაციო ჩილეს. თუ კოლუმბია და პარაგვაი მოიგებენ, ჯგუფიდან სწორედ ეს ორი გუნდი და ჩილე გავლენ.

I ჯგუფური ეტაპი. III ტური.

A ჯგუფი

ჩილე-კოლუმბია 2:1

გოლები: 1:0 კ. კუევასი (8), 2:0 ლიჩნოვსკი (33), 2:1 კინტერო (84-პენ).

გაძევება: კ. კუევასი (68), მელო (81) - .

არგენტინა-ბოლივია 2:2

გოლები: 0:1 ბეხარანო (12), 1:1 მელანო (49), 2:1 ვიეტო (65), 2:2 რ. ვარგასი (87-პენ).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩილე 3 0 0 0 5-1 9

2. კოლუმბია 2 1 0 1 2-2 3

3. პარაგვაი 2 1 0 1 2-2 3

4. არგენტინა 3 0 1 2 3-5 1

5. ბოლივია 2 0 1 1 2-4 1

ბომბარდირები: 2 – ნ. კასტილიო (ჩილე), კ. კუევასი (ჩილე), ნ. ლოპესი (ურუგვაი), როლანი (ურუგვაი), ვიეტო (არგენტინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

20-წლამდელთა კოპა ამერიკა: არგენტინამ წააგო... ბრაზილიამაც!

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში