გორის მუნიციპალიტეტის საცურაო აუზზე მოვარჯიშე სპორტსმენები აშკარა პროგრესს განიცდიან
გორის მუნიციპალიტეტის საცურაო აუზზე მოვარჯიშე სპორტსმენები აშკარა პროგრესს განიცდიან.

დეკემბერში აუზის დირექტორი შეიცვალა და ხელმძღვანელად მოქმედი სპორტსმენი, ყველაზე წარმატებული ადგილობრივი მოცურავე, 22 წლის გიორგი ბუხრიკიძე დაინიშნა.

იგი თავისუფალი სტილით 50 და 100 მეტრზე ცურვაში ჩვენი ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონია და ბოლო წლებში საქართველოს საუკეთესო სპრინტერია.

ახალ დირექტორს კიევის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ეროვნულ უნივერსიტეტში აქვს განათლება მიღებული. იგი მიიჩნევს, რომ აქტიური სპორტული კარიერისა და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობას ნაყოფიერად შეძლებს.

- რა შეცვალეთ აუზის მუშაობაში?

- პირველ ყოვლისა, დისციპლინა, რომელიც აქამდე ძალიან მოიკოჭლებდა. ბევრი რამ იყო მოუწესრიგებელი.

მთავარი გამოსასწორებელი საკითხი კი აუზის რემონტია. მართალია, წყალი სუფთაა და პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ უშუალოდ შენობის რემონტია საჭირო. პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტისგან უკვე მიღებული თანხით სახურავს განვაახლებთ.

- მოვარჯიშეთა და მწვრთნელთა კონტინგენტზე, შედეგებზე რას იტყვით?

- ოცდაათზე მეტ მოცურავეს ხუთი მწვრთნელი ავარჯიშებს. შარშან 18 პირველი, 17 მეორე და 24 მესამე ადგილი მოვიპოვეთ. ჩემ გარდა, უფროსებში შედეგებით გამოირჩეოდნენ გვანცა ხინჩეგაშვილი, ნინი მეზვრიშვილი, გიგა აფციაური, ვაჟა ჭიოტაშვილი, გიორგი დუდაშვილი, ლადო ტერლეცკი და სხვები.

წლეულს პირველი სტარტი თებერვალში თბილისში, საქართველოს ღია პირველობაზე გვექნება. მარტში უკვე უმცროსი ასაკის მოცურავეთა ქვეყნის ჩემპიონატია, ხოლო შემდეგ "მაქსიმალის" თასზე ასპარეზობა გველის. სულ სეზონში 10 შეჯიბრებაში მონაწილეობა გვაქვს დაგეგმილი.

- შარშანდელი საკუთარი შედეგებით თუ ხართ კმაყოფილი?

- რადგან პირადი შედეგების მხოლოდ გამეორების და 50 მეტრზე გაუმჯობესება შევძელი - კმაყოფილი ვერ ვიქნები. 100 მეტრზე ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლადაც 1,7 წამი დამაკლდა. მიზეზი მხრის ტრავმა იყო.

ახლა საქართველოს ღია პირველობისთვის ვემზადები, სადაც ქართველების გარდა, უკრაინელი და ბელორუსი მოცურავეებიც გამოვლენ. სეზონის მთავარი შეჯიბრება კი ზაფხულში ბარსელონას საერთაშორისო ტურნირია.

- ადრე მუნიციპალიტეტიდან დაუფინანსებლობას უჩიოდით გორელი მოცურავეები...

- შარშან უკეთესი ვითარება იყო. ვიმედოვნებთ, წლეულს უფრო უკეთესი იქნება. მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, მეცადინეობა სპორტულ ჯგუფებში უფასოა, შეჯიბრებებზე გვაფინანსებენ.

საახალწლოდ წარმატებულმა სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა გარკვეული პრემიაც მიიღეს.

ზაფხულისთვის, აუზზე მომსვლელთა რიცხვისა და შემოსავლის ზრდის ხარჯზე ვგეგმავთ, რომ წარმატებული სპორტსმენები პრემიებით კიდევ წავახალისოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა