"ბაია" ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და შეპირებულ სპონსორს ვინ ჩივის - ჰაერშია გამოკიდებული და ფონს ნიჭით გადის

ბოლო უქმეებზე ზუგდიდის "ბაიას" ბოლნისური გამარჯვება (3:1) იმითია აღსანიშნავი, რომ სტუმართა შორის ოთხი დებიუტანტი იყო - თამაზ აკობია, დათა რიგვავა, ზვიად კუკავა და მურთაზ ჩანგელია. განსაკუთრებით სასარგებლო იყო რიგვავა გამოდგა - ფამაგუსტას "ანორთოსისის" დუბლების ყოფილმა მარჯვენა ნახევარმცველმა უმაღლესი ლიგის სადებიუტო შეხვედრა დუბლით აღნიშნა.

დათა რიგავავა: "19 წლის ვარ და უმაღლეს ლიგაში პირველად ვითამაშე. შეიძლება, ბედმაც გამიღიმა, რადგან ასეთ დებიუტზე ბევრი იოცნებებდა. ძალიან მიხარია, რომ ასეთ რთულ ვითარებაში გამოუცდელმა ფეხბურთელებმა მწვრთნელის ნდობა გავამართლეთ და გასვლაზე ძალიან რთული გამარჯვეა მოვიპოვეთ. არადა, "სიონი" წელს კარგად თამაშობს, რაზეც ბოლნისში მათ მიერ თბილისის "დინამოს" დამარცხებაც მეტყველებს".

17 წლის მურთაზ ჩანგელია შეცვლაზე გამოჩნდა და გონივრული თამაშით "სიონის" დაცვას უამრავი თავსატეხი გაუჩინა: "უმაღლესში დებიუტზე ვოცნებობდი, მაგრამ ასეთ გამარჯვებას ძნელად წარმოვიდგენდი. "ბაიამ" დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო. უფრო სასიხარულო ისაა, რომ დიდი ანგარიშით წაგებას გვიწინასწარმეტყველებდნენ, ჩვენმა ახალგაზრდულმა გუნდმა კი დამაჯერებლად გაიმარჯვა. ახლა ისეთი გახარებულები ვართ, ვეცდებით, მომდევნო შეხვედრები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩავატაროთ".

"ლელო" კიდევ ერთხელ დაინტერესდა, რა ხდება ზუგდიდის "ბაიაში"? გუნდის მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი დარწმუნებულია, რომ ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში, გუნდსა და მის ახალგაზრდობას მომავალი აქვს.

- დღევანდელი თამაშის შემდეგ ხომ არ ფიქრობთ, რომ მომავალში სათადარიგოებს დაეყრდნოთ?

- სხვათა შორის, ასეთი მოსაზრება მატჩამდეც არსებობდა და შესაძლოა, მალე ასეც მოხდეს. თუ ფინანსური მხარდაჭერა იქნება და გუნდი არ დაიშლება, ყველას დავარწმუნებ, რომ ზუგდიდში მოიძებნებიან საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც უმაღლეს ლიგაში საკუთარ სიტყვას იტყვიან. "სიონთან" გამარჯვება სწორედ ამის დასტურია.

- დღეს ბევრი საინტერესო ახალგაზრდა ვიხილეთ - რიგვავა, თამაზ აკობია, ჩანგელია, კუკავა... ეხვაიასა და წურწუმიას ისედაც ვიცნობდით. მათ თავი მშვენივრად გამოავლინეს.

- დავრწმუნდი, რომ ამ ახალგაზრდებზე დაყრდნობა შეიძლება. 19-წლამდელებიდან მალე კვეკვესკირი და აფაქიძეც დაგვემატებიან და ვფიქრობ, "ბაია" ზუგდიდს არ შეარცხვენს.

- დღეს გამოცდილი ფეხბურთელებიდან მხოლოდ ლევან აკობიამ, მალიჩავამ და ონიანმა ითამაშეს. მათ რა ბედი ელით?

- კანდელაკის გარდა, დღეს ყველა ჩამოსული ფეხბურთელი გვაკლდა: მეკარეები - ზუხბაია და სომხიშვილი, აგრეთვე, წინა ხაზის ფეხბურთელები - ჩხეტიანი, კვესიეშვილი, ჭიჭვეიშვილი, გოგობერიშვილი, დოლიძე და მეგრელაძე. ფინანსური გაჭირვების გამო, ჯერჯერობით, მათ ვერაფერს ვუხდით და საქმე იქითკენ მიდის, რომ საბოლოოდ გუნდს დატოვებენ. ელემენტარულად, საცხოვრებლით ვერ ვუზრუნველყობთ და როგორ დავაბრუნებთ? თავად ფეხბურთელებსაც ვერ გავამტყუნებთ - ძნელია, ასეთ პირობებში დარჩენა მოვთხოვოთ. თამაში ყველას უნდა, გაქცევაზე არავინ ფიქრობს, მაგრამ ბინის ფულს ვერ ვუხდიდით და სად უნდა იცხოვრონ? არადა, დასანანია - კარგი გუნდი შეიკრიბა და ვერ ვინარჩუნებთ. გამოცდილ ბიჭებს ჩვენი ახალგაზრდები შეეშველებოდნენ და "ბაია" ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდებოდა. იმედს მაინც ვიტოვებ, რომ ზუგდიდში მოიძებნება ვინმე ისეთი, ვინც გუნდს დაშლისგან იხსნის. ელემენტარულად, ტრანსპორტის ფულიც არ გვქონდა...

- ბოლნისამდე როგორ ჩააღწიეთ?

- მეგობრების დახმარებითა და ბიჭების ენთუზიაზმით. მათ ზუგდიდური ფეხბურთის გაჭირვებაში მიტოვება არ სურდათ...

...გუნდი, რომელსაც ფინანსურად მეტისმეტად უჭირს, ნიჭიერი ბავშვებითაა დაკომპლექტებული და მისი უპატრონოდ დატოვება არა მხოლოდ ზუგდიდის, მთელი ქართული ფეხბურთის სირცხვილი იქნება. ერთ თვეზე მეტია, "ბაია" ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და შეპირებულ სპონსორს ვინ ჩივის - ჰაერშია გამოკიდებული და ფონს ნიჭით გადის. ტრანსპორტირების პრობლემა გაზვიადებულად რომ არ გეჩვენოთ, გეტყვით - ზუგდიდიდან ბოლნისში მგზავრობა ყველაზე ძვირადღირებულად მიიჩნევა. მინიმალური გათვლით, როცა მატჩის წინა დღეს გუნდი სასტუმროში არ ჩერდება, მხოლოდ ერთი ასეთი მივლინება გუნდს 1 200 ლარი უჯდება. როცა კლუბს ფული არ აქვს, ამხელა ხარჯის ვალად აღება იოლი არ არის. არავინ უწყის, როდემდე გაგრძელდება "ბაიას" გასაჭირი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა