საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი კასპის გამგებელს ნუცუბიძის №21-ში ელოდება
კასპის გამგებელი ოლეგ იაძე კვლავ ყურადღების ცენტრშია. კასპელ ქალებთან დაპირისპირებამ ის საქართველოში ყველაზე პოპულარულ კაცად აქცია. ისე, პოპულარობა მას არც აქამდე აკლდა, მაგრამ ახლა სულ სხვაა. დღეს ყველა მასზე ლაპარაკობს.

საახალწლო სამზადისმა მისი პერსონა ოდნავ უკან გადასწია, მაგრამ რამდენიმე განცხადება გააკეთა და კვლავ ყურადღების ცენტრშია.

ამჯერად მისი სამიზნე სპორტის ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილია, რომელიც იმითაც არის ცნობილი, რომ სპორტულ სამყაროს "ნაციონალების" მხარდაჭერას აიძულებდა. ის და მმართველი პარტია სპორტულ ფედერაციებში არანაციონალებს არ აჭაჭანებდნენ.

ოლეგ იაძე წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო სამბოში. მისმა აღზრდილებმა საქართველოს უამრავი მედალი მოუტანეს და რაკი "ნაციონალები" არ უყვარდა, თანამდებობიდან გაუშვეს.

"ქართლი.გე"-ს ცნობით, უახლოეს მომავალში იაძეს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტად აირჩევენ. ამ ინფორმაციას თავად ოლეგ იაძე, იგივე "პატარა ბიძინა" ადასტურებს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს იაძემ განუცხადა, რომ ის სპორტის სფეროს 2011 წელს მაშინდელმა სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ჩამოაშორა.

"ყაჩაღურად წამიყვანეს სამინისტროში და შემიყვანეს შვილის ტოლა მინისტრთან. ორი იარაღი დამიდო მაგიდაზე და დამემუქრა. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოღალატე მიწოდა.

საქმე ეხება იმას, რომ იმ პერიოდში სამბისტების ჯგუფი მოსკოვში შეჯიბრებაზე წავიყვანე. იქ საბრძოლველად და საომრად წავედი. თასის ჩამოსატანად წავედით.

მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოს უძლიერესი გუნდები იკრიბებოდნენ და მიგვიწვიეს ჩვენც. ეს იყო ჩემი ჩამოშორების მიზეზი. სინამდვილეში ერთადერთი ფედერაცია მქონდა ჩაბარებული, რომელიც არ გავაპოლიტიკურე და "ნაციონალების" სასარგებლოდ ავტობუსებით არ დამყავდა აქეთ-იქით.

დღემდე შეურაცხყოფილი ვარ დამცირებით. ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა", - აცხადებს იაძე.

მან პირობა დადო, რომ ვარძელაშვილს სადაც შეხვდება, იქვე გაუსწორდება ქართლურად.

რას ნიშნავს ქართლურად გასწორება, ეს იაძეს არ დაუკონკრეტებია და მთელი ერი გაფაციცებით ელოდება, რას იზამს "პატარა ბიძინა".

ჟურნალისტები მოუთმენელი ხალხი ვართ და დროზე ადრე გადავწყვიტეთ იმის გაგება, თუ რას აპირებს იაძე. კასპის ტატამად მქცეველმა "პირველი რადიოს" ეთერში ისეთი განცხადებები გააკეთა, ვარძელაშვილი წყობილებიდან გამოიყვანა.

"შემოვიდა აივნიდან და წამოვიდა შეურაცხყოფის მეორე ტალღა. ცხვირწინ მიტრიალა პისტოლეტი და მითხრა, "ღირსი ხარ, ცხვირ-პირი მიგინგრიოო", - ესეც კი მითხრა ამ ხალათიანმა ქეთინომ!

ცხვირ-პირის მინგრევა მაშინ ნახე, თუ სადმე გადავეყარე. ეს, გინდა, მუქარად მიიღოს: მე მას მივეცი კაცურად საქმის გარკვევის საშუალება და შევთავაზე, მოებოდიშებინა ჩემთვის და მაშინ შეიძლებოდა, მეც ეს აგრესია დამეოკებინა, მაგრამ მობოდიშება კაცების ხვედრია, ის კიდევ არაკაცია. ადრე ლომი იყო - ახლა კურდღელია. ხან სად იმალება, ხან - სად. არ მიძებნია, მაგრამ თუ გადავეყარე, მაშინ..."  - განაცხადა ოლეგ იაძემ რადიოეთერში საუბრისას.

სააგენტო "ივერონის" ცნობით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი კასპის გამგებლის მხრიდან შეურაცხყოფის უპასუხოდ დატოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ოლეგ იაძეს ნუცუბიძის №21-ში ელოდება.

როდის გაიმართება "სხვატკა", ცნობილი არ არის. არც ისაა გარკვეული, დაასწრებენ თუ არა მედიის წარმომადგენლებს ამ ღონისძიებას. აქამდე მარტო კასპი იყო ტატამი (იაძის ოპონენტი ქალი ამბობს, ამ კაცმა კასპი ტატამად აქციაო) და ახლა გატატამება თბილისსაც ემუქრება. არადა, იაძეს კასპში რამდენი საქმე აქვს.

(იხილეთ სრულად)

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი "ახალი თაობა"

ასევე იხილეთ:

ოლეგ იაძე: სადაც გადავაწყდები ლადო ვარძელაშვილს, კაცურად გავუსწორდები [VIDEO]

Giorgipirweli
როცა ერთი ადამიანი მეორეს სხეულის დაზიანებით ემუქრება, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ეს ადამიანი გასამართლდეს!
dato
ისე რა არის ამაში ცუდი, გადაუხადოს სამაგიერო თუ ასე სურს და დაამტკიცოს რომ არაა "ბუმბულის ზარბაზანი" ისე ვარძელაშვილსაც(ხალათიან ქეთინოს) შეუძლია ხალხში ვაჟკაცი ტიპის შთაბეჭდილება შექმნას, თუ მართლა ერთი ერთზე დაუდგება "პატარა ბიძინას".
Tornike
სამარცხვინო ხალხი, ორივე!
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო