საქართველოს ქალ ფეხბურთელთა სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები წლევანდელ საფეხბურთო სეზონს აპრილიდან დაიწყებენ
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები წლევანდელ საფეხბურთო სეზონს აპრილიდან დაიწყებენ.

4-9 აპრილს ეროვნული ნაკრები გუნდი ლიტვაში გაემგზავრება, სადაც 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის მატჩებს გამართავს.

ქალ ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი კანადაში გაიმართება და სულ 46 ქვეყნის ნაკრები იქნება წარმოდგენილი.

საქართველო და კიდევ შვიდი ქვეყნის დაბალკოეფიციენტიანი გუნდები ფიფამ ცალკე დააჯგუფა, რითაც საშუალება და შანსი მოგვცა, ვიბრძოლოთ ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად.

როგორც უკვე გითხარით, საქართველოს ნაკრები შესარჩევ მატჩებს ლიტვაში გამართავს და მისი მეტოქეები ლიტვის, ფარერებისა და მონტენეგროს გუნდები იქნებიან.

ჩვენი ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ორი ნაკრები გადის. ასე რომ, კანადაში მოსახვედრად ჩვენს გოგონებს სერიოზული შანსები აქვთ. მეორე ჯგუფში იასპარეზებენ - ალბანეთის, ლუქსემბურგის, მალტისა და ლატვიის ქალთა ნაკრებები.

ეროვნული ნაკრების შემდეგ ივნისში 17 წლამდე გოგონათა ნაკრები ესტონეთში გაემგზავრება, სადაც ოთხგუნდიან საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს.

სექტემბერში კი 19-წლამდელთა ნაკრები 2013/14 წწ. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს გამართავს მაკედონიაში (21-26 სექტემბერს).

19-წლამდელები მე-8 ჯგუფში იასპარეზებენ და ჩვენი გოგონების მეტოქეები მაკედონია, შოტლანდია და რუმინეთი იქნებიან.

gff.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა