ლეილა მესხის აკადემიის კორტებზე საქართველოს 27 ქალი და 32 მამაკაცი ჩოგბურთელი ასპარეზობს
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დაიწყო საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც 27 ქალი და 32 მამაკაცი მონაწილეობს.

მანდილოსნებმა გუშინ აიღეს სტარტი. უცხოურ ტურნირებში ასპარეზობის გამო თბილისში სათამაშოდ ვერ ჩამოვიდნენ ქვეყნის საუკეთესო სპორტმენები _ ანა ტატიშვილი, ოქსანა კალაშნიკოვა და მაკა ჩახნაშვილი. ამიტომ პირველ ნომრადაა განთესილი საქართველოს 2009 წლის ჩემპიონი სოფიო შაფათავა, რომელიც დღეს ჩაებმება პაექრობაში და მარიამ მიქელთაძის მძლეველ (6:3, 6:3) ლანა როსტიაშვილს დაუპირსპირდება.

ჩემპიონატზე მე-2 ნომერია თათია მიქაძე, რომელმაც ამას წინათ ბათუმის ნავთობტერმინალის ღია პირველობაზე ერთეულთა თანრიგში მეორე ადგილი დაიკავა, წყვილთა პაექრობაში კი შაფათავასთან ერთად მთავარი პრიზი მოიპოვა. დღეს იგი თამარ ჭალაგანიძეს შეხვდება, რომელმაც გუშინ ელენე ქოქაშვილი დაამარცხა იოლად _ 6:1, 6:2.

ასევე, მეორე წრიდან ითამაშებენ ეკა გორგოძე, ანა ჯიქია და დიანა დავითაია, ტურნირზე მათ, შესაბამისად, III-V ნომრები აქვთ. დანარჩენ ჩოგბურთელთა პირველი წრის შეხვედრები ასე დამთავრდა: თამარ ცხაკაია-მარიამ სხირტლაძე 6:1, 6:0, ბარბარე ერისთავი-მარიამ გოგელაშვილი 6:2, 7:6, თეონა ტატიშვილი-თამარ მილევსკაია 7:6, 7:6, რუსუდან ბებერაშვილი-ესტერ სარქისიანი 7:5, 6:3, თამარ კომახიძე-მარიამ კიკნაძე 6:0, 6:2, თეონა ფიფია-კლეოპატრა ქარუმაშვილი 6:1, 6:4, მარიამ დგებუაძე-ვიქტორ ჟორჟოლიანი 6:0, 6:1, ანი გოგვაძე-მარიამ ქურასბედიანი 6:1, 4:2 (უარი), ეკატერინე ლასარეიშვილი-გვანცა ჯინჭარაშვილი 6:0, 6:2.

ჩემპიონატზე დღეიდან ვაჟებიც მოსინჯავენ ძალებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა