ესპანეთის ეროვნული ნაკრები ერთა თასის გათამაშებაში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
ერთა თასის გათამაშებაში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს ესპანეთის ეროვნული ნაკრები. ამ გუნდს სათავეში ახალზელანდიელი ბრაის ბევინი უდგას, რომელიც ესპანეთში თითქმის 20 წელიწადია მუშაობს.

ახლახან ესპანეთის რაგბის კავშირის ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია, დევიზით - "ესპანური რაგბის წარსული, აწმყო და მომავალი", სადაც სიტყვით "ლომების" თავკაცი ბრაის ბევინი გამოვიდა.

დარბაზში საკმაოდ მრავალფეროვან აუდიტორიას მოეყარა თავი. იქ იყვნენ ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ხუან ანტონიო ორენგა, მსოფლიოს ჩემპიონი ხორხე გარბახოსა, ლოს ანჯელესის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ფერნანდო რაომაი; ასევე, ჟურნალისტების ძალიან დიდი ჯგუფი, ყოფილი მორაგბეები, მწვრთნელები, მენეჯერები, კლუბების პრეზიდენტები და მათი სპონსორები.

"ესპანეთში ოცი წლის წინათ, 1993 წელს ჩამოვედი. მაშინ ესპანეთის რაგბის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია მოვაწყვეთ, რომელსაც სულ სამი კაცი დაესწრო. დღეს კი პირთამდე სავსე დარბაზის წინაშე მომიწევს ლაპარაკი.

მაშინ ახალი ზელანდიიდან ვიდეოკასეტებით სავსე ჩანთა ჩამოვიტანე, რათა მესწავლებინა რაგბის თამაში ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის და მათ შორის ნიჭიერი სპორტსმენები აღმომეჩინა. ამჟამად ესპანეთში ბევრი სარაგბო კლუბია, რომლებსაც საბავშვო სკოლებიც აქვს, რაგბის თამაშობენ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.

ამჟამად ესპანეთში 15 ათასი ლიცენზირებული მორაგბე გვყავს. მათთან ერთად ბავშვების უდიდესი რაოდენობაა დაკავებული სპორტის ამ სახეობით. ჩვენი მიზანია, მესამე დონის ქვეყნებიდან მეორეში უახლოეს მომავალში გადავბარგდეთ.

ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს კლასიფიკაციაში ამჟამად მე-18 ადგილზეა. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია, 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზური მოვიპოვოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 2015 წლის მსოფლიოს უდიდეს ფორუმზე თამაშის უფლების მისაღებად არ ვიბრძოლებთ.

ყველანაირად ვეცდებით, რომ 1999 წელს მიღწეული შედეგი გავიმეოროთ. თუმცა მაშინ მსოფლიოს თასზე 24 გუნდი ასპარეზობდა. ამჟამად მათი რიცხვი ოცამდეა შემცირებული, რაც მდგომარეობას საგრძნობლად გვირთულებს.

ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ ნოემბერში აფრიკულ ტურნეში. იქ ნამიბიისა და ზიმბაბვეს ნაკრებები დავამარცხეთ და, ისედაც, შარშანდელი სეზონი შესანიშნავი გვქონდა. ვეცდებით, აკრეფილი სიჩქარე არ შევანელოთ", - თქვა ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ბრაის ბევინმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო