მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის მატჩებს "მილანთან" და "რეალთან" კლასიკოს გამოტოვებს
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ტიტო ვილანოვას საფუძვლიანი მკურნალობა ესაჭიროება.

ამიტომაც გადაწყდა, რომ ის "მალაგასთან" და "რეალ სოსიედადთან" თამაშებზე დაეხმარება "ბარსას", შემდეგ კი ნიუ იორკში გაემგზავრება მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად. ნიუ იორკში კურსი 21 იანვარს დაიწყება და 1 თებერვლამდე გასტანს, შემდეგ ტიტო ბარსელონურ სტაციონარში იმკურნალებს. 18 თებერვალს ის ისევ ამერიკაში წავა, ახლა უკვე 4 კვირით.

შეგახსენებთ, რომ ტიტოს ყელ-ყურის სიმსივნის ხელმეორე ოპერაცია დეკემბერში ჩაუტარეს. ამის მიუხედავად, მან მხოლოდ ორ მატჩში ვერ უხელმძღვანელა გუნდს, თუმცა 44 წლის მწვრთნელის თავგანწირვა დიდხანს ვერ გაგრძელდება - ქიმიოთერაპიის კურსი აუცილებელია.

კურსი მარტის შუამდე გაგრძელდება. ტიტო ვილანოვა "ბარსელონას" 13 მატჩს გამოტოვებს, მათ შორის, "მილანთან" ორ დაპირისპირებას და ისეთ მნიშვნელოვან მატჩებს ესპანეთში, როგორიც "ელ კლასიკოა" "რეალის" სტადიონზე. თუკი "ბარსა" და "რეალი" ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავლენ, ტიტოს იმ ორი დაპირისპირების გამოტოვებაც მოუწევს.

ვილანოვა ნიუ იორკის "მემორიალ სლონ-კეტერინგის" ჰოსპიტალში იმკურნალებს. ბარსელონადან მას ექიმი მარია სოკორო ბესკოსი და ჟორდი პამიესი გაჰყვებიან (ვინც ტიტოს ოპერაცია გაუკეთა).

ტიტომ კლუბისგან ითხოვა კონფიდენციალობის დაცვა, რის გამოც მეტი დეტალი ჟურნალისტებმა ვერ შეიტყვეს. მის არყოფნაში "ბარსელონას" ჟორდი როურა გაუძღვება.

ასევე იხილეთ:

ტიტო ვილანოვა: სეზონის მეორე ნახევრის ასევე ჩატარება გაგვიჭირდება

სენსაციური სიახლე: "მალაგასთან" "ბარსას" ისევ ტიტო ვილანოვა გამოიყვანს!

"ბარსელონამ" ტიტო ვილანოვა ისევ დიდი ხნით დაკარგა

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად