"ვალენსიას" ნულოვანი შანსი?
"რეალის" ერთ-ერთი ბოსი ემილიო ბუტრაგენიო ამბობს, რომ არა 26 წლის ვისენტე გუაიტას გმირობები, ნახევარფინალისტის ვინაობა დღესვე გაირკვეოდაო, თუმცა ვალენსიელები სულ სხვა კაცს ასახელებენ, ასტურიელ არბიტრ მუნის ფერნანდესს, რომელმაც ერთი-ორჯერ მართლაც საოცარი გადაწყვეტილება მიიღო. ასეა თუ ისე, ფაქტია, "რეალმა" 2:0 მოიგო და კოპაზე "სამეფო კლუბს" ასეთი უპირატესობა ჯერ არ გაუფლანგავს - სტატისტიკა "ვალენსიას" ნულოვან შანსს უტოვებს...

ბანეგა ნახევარ რეალს სჯობდა, მაგრამ...

თავიდანვე ვიტყვით, რომ 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ბრაზილიელმა მარსელომ ითამაშა.

პირველ ტაიმში "რეალმა" სწრაფი იერიშით გახსნა ანგარიში, რომელიც დანიელ პარეხოს მორიგ შეცდომას მოჰყვა - ხედირას პასით ბენზემამ იხეირა. მეორე ტაიმში მისი მეწყვილე იგუაინი გაიტანდა, ანდრეს გუარდადოს რომ არ "დაესწრო".

მექსიკელი ტექნიკურ, შემტევ ნახევარმცველად არის ცნობილი და ბუნებრივია, უჭირს დაცვის ფლანგზე თამაში, სადაც ტრავმირებულ ფრანგ ჟერემი მატიოს ცვლის. 23 იანვარს საპასუხო მატჩი "მესტალიაზე" გაიმართება.

მსაჯის შეცდომები შეცდომებად, მაგრამ ჟონასი ვალდებული იყო (0:1-ზე), გოლი გაეტანა, მაგრამ ახლო მანძილიდან ააცილა.

ვალენსიელთა ნათელი მხარე ევერ ბანეგას დამაჯერებელი თამაში იყო. არგენტინელი "სანტიაგო ბერნაბეუს" გმირის სტატუსით დატოვებდა, მის თანაგუნდელებსაც რომ ეყოჩაღათ.

სხვათა შორის, ბენზემა უფრო პროდუქტიული სათასო შეხვედრებშია, ვიდრე ჩემპიონატში - მან უკვე 29 არალალიგური გოლი გაიტანა "რეალის" მაისურით ესპანეთში. ეს კი კრიშტიანო რონალდოს შედეგს სულ 2 გოლით ჩამორჩება.

მუნისის ამბები

და მაინც, რა დააშავა 42 წლის მუნის ფერნანდესმა? სრულიად გაუგებარ სიტუაციაში გააძევა სტუმართა თავკაცი ერნესტო ვალვერდე.

მეორე გოლისას ისე გამოჩნდა, თითქოს იგუაინს ბურთი ხელზე მოხვდა, სანამ მას გუარდადო უშნოდ წაეპოტინებოდა, მისმა თანაშემწემ შეაჩერა კასილიასთან ერთი-ერთზე გასვლა არასწორად შემჩნეული თამაშგარეთი. "მარკამ" არბიტრი 10-ბალიანი სისტემით 3-იანზე შეაფასა.

მოუ - ყველაზე წარმატებული რეალში

ჟოზე მოურინიოსათვის "ვალენსიასთან" მატჩი განსაკუთრებული იყო - როგორც მთავარმა მწვრთნელმა, მან გუნდი მე-600-ედ გამოიყვანა ოფიციალურ მატჩში. აქედან 149 მატჩი "რეალზე" მოდის, 185 - "ჩელსიზე", 127 - "პორტუზე", 108 - "ინტერზე", 20 - "ლეირიაზე" და 11 - "ბენფიკაზე".

პორტუგალიელს მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი 2000 წლის 23 სექტემბერს ჰქონდა "ბენფიკაში". 12 წელიწადზე მეტი მან 6 კლუბში გაატარა. 600 მატჩში მოურინიოს გამარჯვებების საშუალო პროცენტი 67-ს უდრის. "რეალში" (73%) ყველაზე წარმატებულია, "ლეირიაში" წარუმატებელი (45%).

მატჩის შემდეგ

ემილიო ბუტრაგენიო (რეალი): "შედეგი ჩვენთვის ძალიან კარგია. "ვალენსია" ახლოს იყო გოლთან, მაგრამ დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ორივე მეკარე ბრწყინვალე იყო, იკერიც და გუაიტაც. მეტოქის მეკარის თამაშს სენსაციურსაც ვუწოდებდი. მისი წყალობით ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი ჯერ არ გადაწყვეტილა. მეტოქეზე რა შეიძლება ვთქვა? როცა შანსებს ქმნი და ხელიდან უშვებ "ბერნაბეუზე", ეს დასჯადია".

აიტორ კარანკა (რეალი): "შედეგი შეიძლებოდა სულ სხვანაირი ყოფილიყო, რადგან ჩვენც და მეტოქესაც 100%-იანი შანსები გვქონდა. ტრავმის შემდეგ ხედირა დიდებულად დაბრუნდა. ერთი სიამოვნებაა მისი თამაშის ყურება - საჭირო ჩართვები შეტევაში, დროული ართმევები... მოკლედ, გერმანელი ბრწყინვალე ფორმაშია".

ერნესტო ვალვერდე (ვალენსია): "მსაჯობა, რა თქმა უნდა, ცუდი იყო, მაგრამ ჩვენ ამას ვერაფრით ვუშველით. შეიძლება კარგად ითამაშო, მაგრამ მსაჯობის გამო ყველაფერი წყალში ჩაგეყაროს. თუმცა არ ვიტყოდი, რომ "რეალმა" უკვე გაინაღდა ნახევარფინალი. ჩემი გაძევების მომენტი ხომ შაყირი იყო - ვიქტორ რუისი დაიმტვრა და მისი რაც შეიძლება მალე გამოცვლა მსურდა მხოლოდ".

რეალი-ვალენსია 2:0

გოლები: 1:0 ბენზემა (37), 2:0 გუარდადო (73 ს.კ.)

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - ესიენი, ალბიოლი, რ. კარვალიო, მარსელო (46. კოენტრაო) - ხედირა, ჩაბი ალონსო - იოზილი, მოდრიჩი (61. დი მარია), რონალდო - ბენზემა (69. იგუაინი).

ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ჟ. პერეირა, რამი, რუისი (73. რ. კოშტა), გუარდადო - პარეხო, ტინო კოსტა (78. გაგო) - პიატი, ბანეგა (83. ვალდესი), ჟონასი - სოლდადო.

გაძევება: ვალვერდე (მწვრთნელი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთის თასი. 1/4-ფინალი:"რეალმა" "ვალენსიას" პირველი რაუნდი მოუგო

"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე