10 რამ შვედი სპეციალისტის შესახებ
სვენ-გორან ერიქსონი მრავლისმნახველი სპეციალისტია.

ერთ დროს მსოფლიო ფეხბურთის ყურადღების ცენტრში, სამწვრთნელო კარიერის ზენიტშიც იყო, მერე ჩავარდნა დაეწყო და ბოლო დროს დიდ ასპარეზზე აღარ ჩანდა. ახლა კი 64 წლის შვედი "მიუნხენ 1860-ში" დაინიშნა და მეორე ბუნდესლიგაში იმუშავებს.

გერმანული პრესის ცნობით, "1860-ის" შეფებს ერიქსონის მიწვევა ინვესტორმა აიძულა - ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სვენი მეორე ბუნდესლიგაში იმუშავებს. შევეცდებით, ერიქსონი გაგახსენოთ ან, თუ არ იცნობთ, ახლა გაგაცნოთ. მაშ ასე: ათი რამ სვენის შესახებ:

1. სვენის რეკორდები

რეკორდებით დავიწყოთ: შვედი ერთადერთი მწვრთნელია პლანეტაზე, რომელმაც დუბლი (ანუ ჩემპიონობა და თასი ერთ სეზონში) სამ სხვადასხვა ლიგაში (შვედეთი, პორტუგალია, იტალია) შეასრულა. ამასთან, ერიქსონმა მწვრთნელის რანგში ოთხჯერ შეძლო იტალიის თასის მოგება, რაც აპენინებზე ამ ტურნირის საუკეთესო შედეგია.

და ეს ყველაფერი არ არის: სვენი პოლიგლოტი კოსმოპოლიტია - საუბრობს შვედურად, პორტუგალიურად, იტალიურად, ესპანურად და ინგლისურად. აი, გერმანულად კი ერთი სიტყვაც არ იცის... ან არ იცოდა, რადგან შესაძლოა, უკვე სწავლობდეს.

2. როცა სვენი ინგლისის ნაკრებში დაინიშნა...

ერიქსონი ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2000 წელს დანიშნეს და ცხადია, ეს ბრიტანეთში ბევრს არ გაუხარდა. ბრიტანული საფეხბურთო საზოგადოების პრეზიდენტმა გორდონ ტეილორმა თქვა, ეს ინგლისური ფეხბურთისთვის სამწუხარო ამბავიაო. გაზეთი "დეილი მეილი" კი წერდა:

"ფეხბურთის სამშობლომ თავისი ეროვნული ნაკრები იმ ნაციის წარმომადგენელს ჩააბარა, სადაც შვიდი მილიონი მოთხილამურე და უროსმტყორცნელია და სადაც ცხოვრების ნახევარს სიბნელეში ატარებენ.

3. სვენის კანონები

ტონი ადამსისა და პოლ გასკოინის გადამკიდე ინგლისელებს, ცხადია, ეჭვი შეეპარათ ერიქსონის ახალი იდეის განხორციელებაში - შვედმა ინგლისის ნაკრებში ალკოჰოლი საერთოდ აკრძალა.

სვენი ამბობდა, მე საერთოდ არ ვსვამ და არც ფეხბურთელებმა უნდა დალიონო. არც ქალები, არც სასმელი და არანაირი ექსცესი - რაკი ინგლისელი ფანებიც უცნაურად კარგად იქცეოდნენ, ერთ-ერთმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა თავის სვეტში დაწერა:

"უკვე აღარ ვიცით, რაზე ვწეროთ. აქამდე მხოლოდ 12 ინგლისელი ფანი დააკავეს, რაც მსოფლიოს მერვე საოცრებაა და ეს სწორედ ერიქსონის ბრალია!

4. წიგნი სვენზე

რაკი შვედმა ინგლისის ნაკრებში მოღვაწეობა ძალიან წარმატებულად დაიწყო, ცნობილმა ავტორებმა ჯულიან ბირკინშოუმ და სტიუარტ კრაინერმა გადაწყვიტეს, სვენის შესახებ წიგნი დაეწერათ.

დაწერეს კიდეც და ასეთი სათაური უძღვნეს: "სვენ-გორან ერიქსონის გზა". წიგნში აღწერილი იყო შვედი მწვრთნელის უცნაური და განუმეორებელი მიდგომები, რომლითაც დამწყებ ინგლისელ მენეჯერებს ბევრი რამ უნდა ესწავლათ, მაგრამ ტირაჟის უდიდესი ნაწილი მაღაზიების დახლებს ვერ გასცდა...

5. აღვირახსნილი სვენი

სამაგიეროდ, ბესტსელერი გახდა სვენის შესახებ დაწერილი სულ სხვა წიგნი, რომელშიც ერიქსონის საფეხბურთო ფილოსოფიაზე ერთი სიტყვაც კი არ იყო დაწერილი.

ეს გახლდათ ვინმე ულრიკე იონსონის შემოქმედება, რომელიც სვენთან სასიყვარულო ისტორიებს აღწერდა. ულრიკე ერიქსონის ერთ-ერთი გერლფრენდი იყო და ერთი შეხედვით, მოკრძალებული, წესიერი სვენი საფეხბურთო სამყაროს სულ სხვა კუთხით გააცნო.

იონსონი წერდა, სვენი ჯგუფურ სექსზე ოცნებობს და ერთდროულად ორ ან ორზე მეტ ქალთან ნებივრობა უნდაო; ყვებოდა ისტორიებს სხვადასხვა სათამაშოზე, რასაც ერიქსონი მასთან ურთიერთობისას იყენებდა; როგორ შეასწრო და შეუერთდა მათ დამლაგებელი გოგონა სექსის დროს და ა.შ.

ციტატა წიგნიდან: "ერთხელ სვენი და მე სახლში ჩემს ძმასთან ერთად ვვახშმობდით. სვენმა ფეხსაცმელი გაიხადა და ფეხით ინტიმურ ადგილზე მეფერებოდა; მოგვიანებით კი ჩვენ მაგიდაზე გვქონდა სექსი."

რა გასაკვირია, რომ ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ ერიქსონმა ახალი მეტსახელი მიიღო: "ვნებიანი სვენი".

6. სვენის ბამბის პიჟამა

2004 წელს ერიქსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა, ქალებზე მართლა არანორმალურად ვგიჟდებიო. იმ დროისთვის მას ურთიერთობა ჰქონდა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მდივან ფარია ალამთან, რომელმაც ერიქსონთან სასიყვარული ისტორიების პიკანტური დეტალები ბულვარულ გაზეთებს 600 000 ფუნტად მიჰყიდა.

ამონარიდი სტატიიდან: "ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ სვენმა შვედეთში, თავის აგარაკზე დამპატიჟა. ახალი მისულები ვიყავით, კიბეზე ავდიოდი, როცა უცებ მეცა და იქვე გვქონდა სექსი. მიუხედავად იმისა, რომ მუხლი კიბეს მაგრად დავარტყი, ძალიან ვისიამოვნე."

ფარია ალამმა არაერთი ასეთი ისტორია გამოაქვეყნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერიქსონი სრულყოფილი მექალთანეც არ იყო, რადგან ალამი ასეთ რამესაც წერდა: "ცხადია, ყველაფერი კარგად არ ყოფილა. მაგალითად, მე ძალიან არ მსიამოვნებდა ის, რომ სექსის შემდეგ სვენი ყოველთვის ბამბის პიჟამას იცვამდა და ისე იძინებდა. სექსის მერე ბამბის პიჟამაში გამოწყობილ კაცთან დაძინება საშინელებაა."

7. ანტირეკორდი სამოთხეში

საბოლოო ჯამში, ერიქსონმა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 5 წელი იმუშავა და აღსანიშნავია, რომ ეს მისი სამწვრთნელო კარიერის ყველაზე ხანგრძლივი თანამდებობა გახლდათ. მას მერე კი დიდხანს აღარსად უმუშავია.

"მანჩესტერ სიტის", მექსიკისა და კოტ დ’ივუარის ნაკრები გუნდების, ასევე, "ლესტერ სიტის" შემდეგ მან ტაილანდური კლუბი "ბეკ-ტერო სასანა" ჩაიბარა, თუმცა ტაილანდში მხოლოდ ორი თვე გაძლო, რაც მისი ანტირეკორდია. არადა, თუ სვენის მისწრაფებებს გავითვალისწინებთ, წესით, ტაილანდში ყველაზე დიდხანს უნდა ემუშავა...

8. სპექტაკლი სვენის შესახებ

2005 წელს სვენ-გორან ერიქსონის თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება ერთ-ერთი რეჟისორის მუზა გახდა.

სტოკჰოლმის ეროვნულ თეატრში დაიდგა სპექტაკლი, რომელშიც მექალთანე საფეხბურთო მწვრთნელის სასიყვარულო ისტორიები იყო აღწერილი. "მწვრთნელი მიძვრება ქალის სხეულზე და როდესაც მიზანს მიაღწევს, რჩება მარტო, სრულიად მარტო," - წერდა "სვენსკა დაგბლადეტი" ამ უცნაური ბრიტანული კომედიის შესახებ.

9. სვენი და "შეიხი"

ინგლისურმა მედიამ ერიქსონი ყველაზე მაგრად 2006 წლის იანვარში გაკენწლა. სვენი ერთ-ერთმა შეიხმა დუბაიში დაპატიჟა და უძვირფასესი იახტა ათხოვა.

მოლაპარაკებების დროს შეიხმა სვენისგან მიიღო დასტური იმაზე, რომ ერიქსონი მზად იყო, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შემდეგ ინგლისის ნაკრებიდან წასულიყო და "ასტონ ვილა" ჩაებარებინა.

შეიხს სწორედ "ასტონ ვილას" შეძენა და კლუბის მილიონებით დაფინანსება სურდა. ერიქსონი შეიხს იმასაც დაჰპირდა, რომ დევიდ ბექჰემს "ასტონ ვილაში" გადაიყვანდა...

ამ ისტორიაში საინტერესო ისაა, რომ შეიხი სინამდვილეში გაზეთ News of the world-ის ჟურნალისტი გახლდათ...

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ერიქსონი ინგლისის ნაკრებიდან გაათავისუფლეს.

10. ჩავარდნილი პროექტი

ერიქსონს სამწვრთნელო კარიერის ყველაზე წარუმატებელი ეპოქა მეოთხელიგელ "ნოთს ქაუნთიში" ჰქონდა, სადაც შვედი 2009 წელს დაინიშნა. მას ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და წელიწადში 2 მილიონი ფუნტი დაუნიშნეს.

"ნოთს ქაუნთის" ბევრი ფული უნდა ჰქონოდა და 5 წელიწადში პრემიერლიგაში უნდა გადასულიყო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, რადგან დაპირებული მილიონები "ნოთს ქაუნთისთვის" არავის მიუცია და სვენმა ზუსტად რვა თვეში დაიხურა ქუდი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სვენ-გორან ერიქსონმა ინგლისს არჩევანი მოუწონა

მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] ესპანეთმა ფავორიტად მიჩნეული საფრანგეთი დაჯაბნა და ფინალში გავიდა
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ