კლივლენდი, ჩიკაგო, დეტროიტი, მილუოკი და ინდიანა სეზონის წინ

როგორ აპირებს "კლივლენდი" ლებრონ ჯეიმსის გარეშე მატჩებს მოგებას? გადაურჩება თუ არა დივიზიონის ფავორიტი "ჩიკაგო" ტრავმების ეპიდემიას? გაამართლებს თუ არა გაცემულ ავანსებს ბრენდონ ჯენინგსი, რომელიც ახალი კომპიუტერული თამაშის გარეკანზე გამოსახეს? ასეთი კითხვებით ხვდებიან ახალ სეზონს ცენტრალური დივიზიონის ბინადარი გუნდები.

კლივლენდი

მას შემდეგ, რაც ლებრონ ჯეიმსი "მაიამიში" გადავიდა, "კლივლენდს" დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა - ის "მეფის" ჯინაზე "ჰიტზე" ადრე უნდა გახდეს ჩემპიონი. მაგრამ თავიდან გუნდმა უნდა გაარკვიოს - როგორ მოიგოს მატჩები ლებრონის გარეშე? "მეფე" დიდსულოვნად მოიქცა - "მაიამიში" მხოლოდ ჟიდრუნას ილგაუსკასი წაიყვანა. "კავალიერზს" დაცვა ისევ ძლიერი ეყოლება. ამ გუნდს ლებრონის გარეშეც შეუძლია ასოციაციის ნებისმიერ გუნდს გაურთულოს ცხოვრება. გასულ ჩემპიონატში "კავსი" პირველ ექვსეულში შედიოდა გაშვებული ქულებისა (95.9) და დაფერებებში სხვაობის (+3,94) მიხედვით. თუ მოხსნებს ავიღებთ, ოჰაიოს გუნდი აქ საერთოდ უკონკურენციოდ იყო - საშუალოდ მეტოქეზე 3.59 მოხსნით მეტს აკეთებდა. მოთამაშეთა ხუთეული ვარეჟაოთი, ჰიქსონითა და პარკერით მზად არის ახალ სეზონში მორიგი დაცვითი გმირობებისთვის.

საინტერესოა, ლებრონის არყოფნაში ვინ უნდა იტვირთოს ლიდერის როლი? ბევრი ამ პასუხისმგებლობას ჯეი ჯეი ჰიქსონს ანიჭებს. მას ჯიუტად არ უშვებდნენ ზამთარში სხვა კლუბში, რადგან ჰიქსონში პოტენციალს ხედავდნენ და ახლა მან უნდა გაამართლოს ავანსები. ახალ მწვრთნელს ბაირონ სკოტს უბრალოდ არჩევანი არ ექნება: ის ჰიქსონს დიდ სათამაშო დროს მისცემს და ფორვარდმაც თავისი საქმე უნდა გააკეთოს. თუ მის შარშანდელ შედეგებს 36 წუთ სათამაშო დროზე გადავიყვანთ, შთამბეჭდავ სტატისტიკას მივიღებთ - 15.8 ქულა და 8.5 მოხსნა. მოკლედ, ახალ "კლივლენდში" ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჰიქსონის თამაშზე.

ჩიკაგო

ახალგაზრდა "ხარების" მთავარი ამოცანაა - ბრძოლა მოახვიონ თავს კონფერენციის ფავორიტებს - "მაიამისა" და "ბოსტონს".

"ჩიკაგოს" ახალი გუნდი ჰყავს - 14 კალათბურთელიდან მხოლოდ ხუთი თამაშობდა შარშან "ბულზის" შემადგენლობაში. ახალია მწვრთნელიც - ტომ ტიბოდო, რომელიც გაუვალი დაცვის დაყენებით არის ცნობილი, მაგრამ "ჩიკაგოს" ფანები მოედნის მეორე ნახევარზე ელიან პროგრესს. პირველ რიგში, ეს სამქულიანებს ეხება.

გასულ სეზონში "ხარებს" მარტივი შეტევითი სისტემა ჰქონდათ - აქცენტი არაეფექტურ ელემენტზე - დისტანციიდან ორქულიანების სროლაზე კეთდებოდა. თუ დენგს, ჰაინრიხსა და მილერს სროლა არ მისდიოდათ, როუზი მეტოქის პირისპირ მარტო რჩებოდა და მუდმივად ფარქვეშ შესვლაზე ზრუნვა უწევდა. სამქულიანებს "ჩიკაგო" ცუდად ისროდა (33 პროცენტი), ხოლო ჰაინრიხის წასვლის შემდეგ შორეული ტყორცნები საერთოდ დაივიწყეს.

ამ ზაფხულს ფანებს ოპტიმიზმის საფუძველი გაუჩნდათ. როუზი ირწმუნება, რომ იმუშავა თავის ტყორცნაზე, გუნდს შეუერთდა ორი სნაიპერი - კორვერი და ბოგანსი, კარლოს ბუზერის მისვლით კი სამწამიანში მოგვარდება საქმე.

მეორე პრობლემა ტრავმიანობა და მოკლე სათარიგოთა სკამია. წინა მწვრთნელს - ვინი დელ ნეგროს ძლიერი სასტარტო ხუთეული ჰყავდა, მაგრამ ჩემპიონატის მეორე ნახევარში ხშირ შემთხვევაში, რეზერვით უწევდა შედეგის მიღწევა.

ამ სეზონში "პაციენტების" რიცხვი გაიზარდა. ცნობილია კარლოს ბუზერის ტრავმებისადმი მიდრეკილება, ხოლო კიტ ბოგანსის, კურტ ტომასისა და ბრაიან სკალაბრინის საერთო ასაკი 100 წელს აღწევს. შესაბამისად, ამ მოთამაშეებს ხშირად დასჭირდებათ დასვენება და აღდგენითი პროცედურები.

ჟოაკიმ ნოას ყოველი ტრავმა "ხარებისთვის" ნამდვილ კატასტროფად შეიძლება იქცეს. გასულ სეზონში ცენტრმა 18 მატჩი გამოტოვა და ამ დროს "ჩიკაგო" ფარზე ვეღარ იბრძოდა. დერიკ როუზის ტრავმის წარმოდგენა კი "ბულზის" გულშემატკივარს შიშის ზარს სცემს.

დეტროიტი

ჯონ კუესტერს შარშან თავის გასამართლებლად კარგი საბაბი ჰქონდა - გუნდის ოთხმა ლიდერმა - ჰემილტონმა, სტაკიმ, გორდონმა და პრინსმა - ჯამში 98 მატჩი გამოტოვა. ამის გამო

"პისტონზის" გუნდი თავიდანვე აუთსაიდერის როლში აღმოჩნდა და კონფერენციის ქვედა ნაწილიდან ამოსვლა ვეღარ მოახერხა.

ახალი სეზონი ჯერ არ დაწყებულა და ტრავმირებულთა სიაში უკვე მოათავსეს იონას ჟერებკო და ტრეისი მაკგრეიდი. ტი-მაკის პრობლემებს მიჩვეული ვართ, მაგრამ ახალგაზრდა შვედი ფორვარდის ტრავმა უსიამოვნო სიუპრიზი აღმოჩნდა - მყესის გაწყვეტის გამო იონასი მთელს სეზონს გამოტოვებს. ამის გამო სასტარტოში დაიკავებს ადგილს შარშანდელი სეზონის ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირი - ჩარლი ვილანუევა, გულშემატკივრებს კი ისევ მოუწევთ მარჩიელობა - რას მიაღწევდა "დეტროიტი", მისი ყველა წევრი მწყობრში რომ იყოს?

"დეტროიტს" საინტერესო ახალწვეული ჰყავს - მოხერხებული, სწრაფი, მოძრავი გრეგ მონრო. "ჯორჯთაუნის" კურსდამთავრებულს უყვარს სწრაფი გარღვევები, მაყურებლზე თამაში, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევს დაცვას. ამიტომაც "დეტროიტი" მისთვის საუკეთესო ვარიანტი არ უნდი იყოს - ეს გუნდი ხომ კარგი დაცვითა და ნელი პოზიციური შეტევით არის ცნობილი. მაგრამ დაიწყო წინასასეზონო მატჩები და ვხედავთ, რომ მონრო 27 წუთს თამაშობს და კარგ სტატისტიკას აგროვებს - 9 ქულა, 4.6 მოხსნა, 2.4 პასი, 1.6 ჩაჭრა. ის ჯერ პოზიციურად აგებს მეტოქეებთან და იშვიათად იღებს ინიციატივას საკუთარ თავზე, მაგრამ გონების ხარჯზე ახერხებს იყოს გუნდისთვის სასარგებლო.

"დეტროიტის" სატელევიზიო რეიტინგი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ლიგაში. შარშან მასზე ნაკლებ ქულებს მხოლოდ "ნიუ ჯერსი" აგროვებდა, ხოლო თამაშიდან და საჯარიმოებიდან ტყორცნების გამოყენების პროცენტული მაჩვენებლით 27-ე იყო.

სეზონის წინ ჯო დუმარსმა გუნდისთვის ინტერესის დაბრუნება გადაწყვიტა და ტრეისი მაკგრეიდი შეიძინა. მაგრამ გუნდის შედეგი და სანახაობა მაინც სტაკის შედეგიანობაზე, გორდონის სტაბილურობასა და პრინსის შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული.

მილუოკი

შარშანდელი სეზონის წინ ყველას ეგონა, რომ "მილუოკი" ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი გუნდი იქნებოდა, რადგან შემადგენლობა მეორეხარისხოვანი კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული. სკოტ სკაილზმა კი გადაწყვიტა, რომ ამ კონტინგენტით მყარ ფუნდამენტს ააშენებდა. მან თითოეულ კალათბურთელს თავისი როლი მიუჩინა და მოულოდნელად გუნდი პლეი ოფში გაიყვანა. ენდრიუ ბოგუტის ტრავმის გამო პლეი ოფში "ირმები" "სასიამოვნო მოულოდნელობის" როლით დაკმაყოფილდნენ, უფრო მეტის გაკეთება კი მომავალი წლისთვის გადადეს. უახლოესი მიზანია - შორს არ გაუშვან "მაიამის", "ბოსტონის", "ორლანდოსა" და "ჩიკაგოს" კვარტეტი. მას შემდეგ, რაც ბოგუტი მწყობრში ჩადგება, "ბაქსს" ისღა დარჩება გააუმჯოსოს შარშანდელი შედეგი (46 მოგება) და 50 გამარჯვებით ელიტაში დაიმკვიდროს ადგილი.

იცით თუ არა, რომ NBA 2k11-ის გარეკანზე ბრენდონ ჯენინგსია გამოსახული? ამ კალათბურთელს ნებისმიერი დაცვის გარღვევა და მატჩში 50 ქულის დაგროვება შეუძლია. მან შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს "მილუოკის" დანარჩენ კალათბურთელებს და გუნდი კონფერენციის ფინალში გაიყვანოს. მაგრამ ეს ყველაფერი კომპიუტერში, ხოლო რა შეუძლია სინამდვილეში ბრენდონს, ამას მომავალი სეზონი გვიჩვენებს.

საინტერესოა, ფიქრობს თუ არა მომავალზე "მილუოკი"? ამ კითხვაზე პასუხს სცემს ჯონ სელმონსის (30 წლის, კონტრაქტი - 5 წელი, 39 მილიონი), დრიუ გუდენის (29 წლის, კონტრაქტი - 5 წელი, 32 მილიონი) და კორი მაგეტის (30 წლის, კონტრაქტი - 3 წელი, 30 მილიონი) გაფორმება. აი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით გუნდის გენერალური მენეჯერი ჯონ ჰემონდი:

"მიგვაჩნია თუ არა, რომ ეს ბიჭები ასეთ თანხებს იმსახურებენ? დიახ, იმსახურებენ. შეუძლიათ თუ არა მომავალში გუნდის დახმარება? არა. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარია აწმყო - ერთი ნაბიჯით უკან არ უნდა დავიხიოთ და გადავაჭარბოთ შარშანდელ შედეგს. სალმონსი, გუდენი და მაგეტი ამაში დაგვეხმარებიან. მომავალზე ხვალ ვიფიქრებთ".

ინდიანა

ბოლო წლებში ასე ხდება: რეგულარული ჩემპიონატის პირველი მესამედის გასვლის შემდეგ "ინდიანას" ყველა ივიწყებს, გუნდში კი მომდევნო სეზონზე ფიქრს იწყებენ. ალბათ, ასე იქნება 2010-11 წლების ჩემპიონატშიც.

"ახლა ჩვენი ოთხწლიანი გეგმის მესამე წელიწადში ვიმყოფებით, - ამშვიდებს გულშემატკივრებს გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯიმ ო'ბრაიენი. - ამ სეზონის შემდეგ ჩვენს ბიუჯეტში გამონთავისუფლდება 35 მილიონი. აგრეთვე დრაფტზე კარგი მოთამაშეების აყვანის იმედი გვაქვს. არ დაივიწყოთ გამოცდილი კალათბურთელები - 2011-12 წლების ჩემპიონატისთვის გვეყოლება გუნდი, რომელიც ყველანაირ ამოცანას გაუმკლავდება".

ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ "პეისერსის" გულშემატკივრებს ისევ მოცდა მოუწევთ, ხოლო გუნდის ხელმძღვანელობას "კონსეკო ფილდჰაუსის" ტრიბუნებზე ათასობით თავისუფალი ადგილით გასცემს თვალნათელ პასუხს.

გუნდის პრეზიდენტი ლარი ბერდი ორი წელი იმეორებდა, რომ გუნდს კარგი გამთამაშებელი სჭირდებოდა. და აი, "ინდიანაში" მივიდა კრის პოლის მოსწავლე - დარენ კოლისონი, მაგრამ ეს ტრეიდი "პეისერსს" ძვირად დაუჯდა - ორმაგი დუბლის ოსტატი ტროი მერფი დაკარგა, რომელიც ბოლო ორ სეზონში საშუალოდ 11 მოხსნას აგროვებდა. ახლა მერფის შეცვლას წარუმატებლად ცდილობენ ტაილერ ჰენსბრო, ჯოშ მაკრობერტსი და სოლომონ ჯონსი. გამოდის, რომ გუნდმა მოაგვარა შეტევების ორგანიზების პრობლემა, მაგრამ ფარქვეშ გაუჩნდა სირთულეები.

თუ "ინდიანას" წარმატების მიღწევა სურს, სტუმრად მოგება უნდა ისწავლოს. შარშან დასავლეთის კონფერენციის გუნდების წინააღმდეგ "პეისერსს" ერთი მოგება და 14 წაგება ჰქონდა. კომენტარი ზედმეტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გარიგება შედგა - იანის ანტეტოკუნმპო "მაიამი ჰიტში" ითამაშებს
ამერიკული შეფასება: "სწორედ ამიტომ გაიზარდა მამუკელაშვილის ფასი. ალბათ "ტორონტოდან" უფრო ძლიერ გუნდში წავა"
[VIDEO] ბრანსონის სასწაული! 53 წლის შემდეგ პირველად - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA-ის ჩემპიონია
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს