"არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო ეტაპზე გავიდნენ

"არსენალს" "სუონსისთან" 90 წუთის განმავლობაში უდიდესი უპირატესობა ჰქონდა და შეხვედრა სხვა სცენარით რომ დასრულებულიყო, ნამდვილად უსამართლობა იქნებოდა.

ამის დასტურად სტატისტიკაც კმარა. "მეთოფეებმა" "გედების" კარის მიმართულებით 25-ჯერ დაარტყეს და აქედან 15-ჯერ ზუსტად. სტუმრები რამდენჯერმე ძელმაც გადაარჩინა.

მატჩის შემდგომ

არსენ ვენგერი (არსენალი): "სუონსისთან" შედარებით ბევრად უფრო აქტიური ფეხბურთი ვითამაშეთ და მის კართან მომენტს მომენტზე ვქმნიდით. დაუჯერებელი იყო, თუ როგორ მომენტებს ვერ ვიყენებდით. თუმცა არა უშავს, მთავარია, ბოლომდე არ დავნებდით და მიზანს მაინც მივაღწიეთ. უმნიშვნელოვანესია, რომ შემდეგი თამაშებიც ასეთივე დონეზე ჩავატაროთ. ჩემი ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ მათ შორის ჯეკ უილშირი მაინც გამორჩეული იყო, რადგან "სუონსის" კარს რეგულარულად ემუქრებოდა. ეს იმის დამსახურებაა, რომ ის ცოტა უფრო წინ წავწიეთ და შეტევებში მეტი თავისუფლება მივეცით.

ჯეკი სრულყოფილი ნახევარმცველია, რადგან ყველგან შეუძლია თამაში. ეხერხება დრიბლინგიც და უკანასკნელი პასის გაკეთებაც. რაც მთავარია, აქვს უმაღლესი კლასი, ფლობს ამოუწურავ ენთუზიაზმს და უყვარს თავისი საქმე. ჩემი აზრით, ფეხბურთელისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებია.

ასოციაციის თასი უმნიშვნელოვანესი გათამაშებაა, თუმცა პრემიერლიგა ამით ნაკლებად პრიორიტეტული არ ხდება. კვირას, "სიტისთან" წაგების შემდეგ, ფეხბურთელებში საკუთარი ძალების რწმენა შეირყა. იმის მიუხედავად, თუ რომელი ტურნირის ეგიდით ხდება, ეს ყოველთვის ასე ხდება. შესაბამისად, დღეს წარმატების მიღწევა უბრალოდ აუცილებელი იყო".

ასოციაციის თასის მე-3 ეტაპის შეხვედრა გამართა "მანჩესტერ იუნაიტედმაც" და "არსენალის" არ იყოს, მანაც მინიმალურად სძლია პრემიერლიგელ მეტოქეს.

"ოლდ ტრეფორდზე" მატჩის გმირი უეინ რუნი იყო და მარტო იმიტომ არა, რომ მისმა გუნდმა ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ვარსკვლავის გოლით იმარჯვა. 27 წლის თავდამსხმელი მინდორზე ნამდვილად საუკეთესო იყო. რუნიმ ერთი ნაღდი გოლი მაინც "დაღუპა": მეორე ტაიმში ჯორდან სპენსის მიერ ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი ხარიხას გადააცილა.

არ ვიქნებით მართლები, თუ არ აღვნიშნავთ, რომ არბიტრმა ფილ დაუდმა "ჩაქუჩებს" სპენსის მომენტზე "არანაკლები ხელით თამაშისთვის" 11-მეტრიანი არ დაუნიშნა. რაფაელმა ბურთი აშკარად წესის დარღვევით, ხელით გამოიტანა საჯარიმოდან და უსწრაფეს კონტრშეტევაზე გაიქცა, რომელიც კინაღამ ჩიჩარიტოს გოლით დასრულდა. მსაჯი ამ მომენტში იმდენად ახლოს იდგა, რომ შეუძლებელი იყო, ეს ვერ დაენახა.

"იუნაიტედს" მომდევნო თამაში ლონდონში "უაით ჰართ ლეინზე" ელის. უეინ რუნის ფეხზე დადგომა უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ სწორედ რომ დროული იყო.

მატჩის შემდგომ

ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი): "ჯონსმა და სმოლინგმა ფანტასტიკურად ითამაშეს. მათით იმდენად კმაყოფილი ვარ, როგორც არასოდეს აქამდე. ახალგაზრდა მცველებს ტრავმის შემდეგ სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდათ, რაც მიიღეს კიდეც და დარწმუნებული ვარ, რომ დიდად გამოადგებათ სამომავლოდ. თამაში სჭირდებოდათ ნანის, რუნის, ანდერსონსა და ბიუტნერსაც, მით უფრო, როცა "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩი გვიახლოვდება".

არსენალი-სუონსი 1:0

გოლი: 1:0 უილშირი (86)

არსენალი: შჩესნი, სანია, მერტეზაკერი, ვერმალენი, გიბსი, უილშირი, დიაბი (82. რემსი), კასორლა, კოკლენი, უოლკოტი, ჟირუ

სუონსი: ვორმი, ტიენდალი, ბარტლი, ჩიკო, რიჩარდსი, აგუსტიენი (59. პ. ერნანდესი), დე გუზმანი (61. კი), ბრიტონი, რუტლეჯი, გრემი (71. მიჩუ), დაიერი

იუნაიტედი-ვესტ ჰემი 1:0

გოლი: 1:0 რუნი (9)

იუნაიტედი: ლინდეგორი, ბიუტნერი, ჯონსი, სმოლინგი, რაფაელი, გიგზი, ანდერსონი (67. კერიკი), ნანი (77. სქოულზი), ვალენსია, ერნანდესი, რუნი

ვესტ ჰემი: იასკელაინენი, სპენსი, ტომკინსი, რიდი, პოტსი, დიამე (65. კოლისონი), დიარა, ონილი, ტეილორი, კ. კოული (65. ნოლანი), ვას ტე (78. ლი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რაფა ბენიტესი: "შესვენებაზე ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ მესამე გოლი ჰაერივით საჭირო იყო" [VIDEO]

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...