გვარდიოლას მრჩეველი: პეპისთვის ფულზე მნიშვნელოვანი გუნდის სტრუქტურა და პერსპექტივა იყო!

ბოლო დღეებში ხოსეპ გვარდიოლას მიუნხენის "ბაიერნში" დანიშვნა მთელ საფეხბურთო ევროპაში მთავარი თემა იყო, მაგრამ ოფიციალურ დადასტურებამდე ბოლომდე მაინც არავის სჯეროდა, რომ 41 წლის ესპანელი სპეციალისტი, რომელმაც "ბარსელონაში" ბრწყინვალე ეპოქა შექმნა და ფეხბურთში ახალი, უკვე ლეგენდად ქცეული სტილი დაამკვიდრა, რეკორდმაისტერის მთავარ მწვრთნელობას დათანხმდებოდა...

არა იმიტომ, რომ "ბაიერნი" არ შეეფერებოდა, არამედ იმის გამო, რომ "მანჩესტერ სიტისა" და ლონდონის "ჩელსის" ზღაპრული წინადადებები გვარდიოლასთვის, ლოგიკურად, უფრო მიმზიდველი უნდა ყოფილიყო. თუმცა გააჩნია, რომელ ლოგიკას მივყვებით.

თუ პეპისთვის ფული იყო მთავარი, "ჩელსიში" უნდა წასულიყო, ხოლო თუ ესპანელისთვის მთავარი პრიორიტეტი იდეალურად აწყობილ და დალაგებულ გრანდში მუშაობა იყო, ასეთ შემთხვევაში სწორედ "ბაიერნი" გახლდათ იდეალური ვარიანტი.

ყველას ჰგონია, რომ ფული ყველასთვის მთავარია და ალბათ ამიტომაც ფიქრობდა მთელი საფეხბურთო სამყარო, რომ პეპი ინგლისში წავიდოდა - "ჩელსი" წელიწადში 22 მილიონ ევროს სთავაზობდა; "სიტი", სავარაუდოდ, ოდნავ ნაკლებს, მაგრამ როგორც ვხედავთ, გვარდიოლასთვის ფული ყველაზე მნიშვნელოვანი არ ყოფილა და ამისათვის პეპი სხვანაირ დაფასებას იმსახურებს.

ცხადია, დაბალი ხელფასი არც "ბაიერნში" ექნება, მაგრამ ფაქტია, რომ ბავარიელები მას "არაპოლიტკორექტულ" ხელფასს არ გადაუხდიან.

ოთხშაბათის ნომერში ვწერდით, რომ იტალიური და ინგლისური პრესა გადაწყვეტით წერდა, პეპი "ბაიერნში" ინიშნებაო და მიუხედავად იმისა, რომ რეკორდმაისტერმა იმ დღეს ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო, დავწერეთ, რომ არსებობდა მიზეზები, რის გამოც ბავარიული გრანდის უარყოფა არ უნდა დაგვეჯერებინა.

აღმოჩნდა, რომ მართლები ვიყავით, "ბაიერნის" ოფიციალური განცხადება რომ არ დავიჯერეთ - მეორე დღეს მიუნხენური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა, რომ 67 წლის იუპ ჰაინკესი "ბაიერნთან" კონტრაქტს არ გააგრძელებს და რომ მომავალი სეზონიდან რეკორდმაისტერს 41 წლის გვარდიოლა უხელმძღვანელებს - პეპი მიუნხენელებს სამწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.

შეთანხმება დეკემბერში შედგა!

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ გვარდიოლა "ბაიერნს" არა ახლა, არამედ ჯერ კიდევ ახალ წლამდე, დეკემბერში შეუთანხმდა!

ანუ ყველაფერი გაცილებით ადრე გადაწყდა და როგორც ჩანს, მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელები ამ დღეებში ატეხილი ალიაქოთის გამო იძულებულები გახდნენ, ჰაინკესის წასვლა და გვარდიოლას დანიშვნა დაგეგმილზე ადრე გაეცხადებინათ.

რაც შეეხება დეკემბრის ამბების დეტალებს: "ბილდი" წერს, რომ ჰაინკესმა "ბაიერნის" ბოსებს ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ანიშნა, პენსიაზე გასვლა მინდაო, რის შემდეგაც მათ "ბარსას" ექსთავკაცს მიმართეს და დაითანხმეს კიდეც. გვარდიოლა რეკორდმაისტერის ბოსებისთვის თავიდანვე ნომერ პირველი კანდიდატი იყო.

შესაბამისად, დადასტურებულია "სკაი იტალიას" მიერ ორიოდე დღის წინ გავრცელებული ცნობაც იმის შესახებ, რომ პეპი ბავარიელებს დიდი ხნის წინ მოურიგდა. ჩვენი იტალიელი კოლეგები ირწმუნებოდნენ, ესპანელს "მილანის" ბოსებისთვის შეუთვლია, თქვენს წინადადებას ვეღარ განვიხილავ, რადგან მუშაობის გერმანიაში გაგრძელება გადავწყვიტეო.

სწორედ "სკაი იტალია" იტყობინებოდა 16 იანვარს, ნაშუადღევსაც, ამ წუთებში "ბაიერნის" ოფისში კლუბის ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე და პრეზიდენტი ული ჰიონესი, სპორტულ დირექტორ მათიას ზამერთან ერთად, ჰაინკესს ელაპარაკებიან, რის შემდეგაც გვარდიოლას დანიშვნას ოფიციალურად დაადასტურებენო. მოკლედ, ამიერიდან "სკაი იტალიას" ყველა სპეკულაციას სერიოზულად უნდა შევხედოთ!

17 იანვარს კომენტარი გააკეთა გვარდიოლას მრჩეველმა ხოსე მარია ორობიტგმა, რომელმაც აღნიშნა, პეპმა გადაწყვეტილება არა ფულის, არამედ სპორტული პერსპექტივის სასარგებლოდ მიიღოო.

"გვარდიოლამ "ბაიერნი" იმიტომ აირჩია, რომ მიუნხენური კლუბი დაინტერესებულ გუნდებს შორის საუკეთესო პროექტი იყო, - აღნიშნა მან და დასძინა, - "ბაიერნს" მისთვის ყველაზე ბევრი ფული ნამდვილად არ შეუთავაზებია! გუნდის სტრუქტურა, შესაძლებლობები და ფეხბურთელები - აი, ეს იყო პეპისთვის გადამწყვეტი ფაქტორები!"

ორობიტგმა ისიც დაადასტურა, რომ პეპი და "ბაიერნის" ხელმძღვანელები ჯერ კიდევ ახალ წლამდე შეთანხმდნენ: "ზუსტი თარიღი არ მახსოვს, მაგრამ ფაქტია, რომ გვარდიოლა გერმანული გრანდის შეფებს დეკემბრის მეორე ნახევარში შეუთანხმდა. მე მგონი, ეს 20 დეკემბერს მოხდა."

უარი "მილანს", უარი "სიტის", უარი "ჩელსის"! ბავარიელებს კი მისალოცად აქვთ საქმე, რადგან თანამედროვეობის ყველაზე საინტერესო მწვრთნელი ჩაიგდეს ხელში - გვარდიოლა მიუნხენში მინიმუმ 3 წელი იმუშავებს.

მიუხედავად ყველაფრისა, პეპს საუკეთესო სპეციალისტად მაინც არ მოვიხსენიებთ, რადგან მართალია, ბევრი რამ უკვე დაამტკიცა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი - მას ხომ, "ბარსას" გარდა, არსად უმუშავია. ერთ რამეს კი წყალი არ გაუვა: პეპი მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელად - ძალიან საინტერესო ამბავია!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კარლ-ჰაინც რუმენიგე: ხოსეპ გვარდიოლა გერმანულ ენას სწავლობს

"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
დემიკელისი ბუნდესლიგაში მიდის - მისი ახალი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს