უკან დარჩა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე დღე და მასთან ერთად - მეორე რაუნდი

უკან დარჩა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე დღე და მასთან ერთად - მეორე რაუნდი...

დღის ფავორიტები

ჯერჯერობით ყოველგვარი ინტრიგის გარეშე მიმდინარეობს მთავარ ფავორიტთა მატჩები.

სასწაულად შეიძლება მოვნათლოთ ისეთი შემთხვევა, როცა ისინი საათნახევარზე მეტხანს შერჩებიან კორტს. უფრო მეტიც, განთესვის ლიდერებს, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, ჯერ არც ერთი სეტი არ წაუგიათ.

ეს ტენდენცია 17 იანვარსაც გაგრძელდა და სერენა უილიამსმა, ვიქტორია აზარენკამ, ენდი მიურეიმ, როჯერ ფედერერმა, ხუან მარტინ დელ პოტრომ იოლად გააღწიეს მესამე წრეში.

დღის მატჩი

შეცდომა არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ბევრი გულშემატკივარი გატაცებით ადევნებდა თვალს დღის ბოლო მატჩს, რომელშიც ერთმანეთს ხვდებოდნენ აშკარა კრიზისში მყოფი პეტრა კვიტოვა და ახალგაზრდა, მაგრამ უკვე მრისხანე ბრიტანელი ლორა რობსონი.

ამ უკანასკნელს სხვა ნიჭიერი ჩოგბურთელებისგან ის სასარგებლო თვისება გამოარჩევს, რომ მას ყველაზე ძლიერი ჩოგბურთელების წინააღმდეგაც შეუძლია საკუთარი თამაშის ჩვენება.

მაგრამ 17 იანვრის მატჩი უფრო კარგად ჩეხმა ჩოგბურთელმა დაიწყო და ძალიან დამაჯერებლად მოიგო პირველი სეტი, თუმცა უკვე მაშინ ჩანდა პეტრას პრობლემები მოწოდებასთან დაკავშირებით. ეისებს ორმაგი შეცდომები ენაცვლებოდა, "ვინერსებს" - უნებლიე შეცდომები, მაგრამ თამაში მაინც მას მიჰყავდა და კანონზომიერად აიღო პირველი სეტი.

მეორე პარტიაში კვიტოვამ მოწოდება გამოასწორა, მაგრამ რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა საერთო გამარჯვებისთვის. ამიტომაც საჭირო გახდა მესამე სეტის ჩატარება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა მთელ ტურნირზე.

თავდაპირველად ინიციატივა მერვე ნომრად განთესილ კვიტოვას ჰქონდა, რომელიც ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ რობსონი არ ნებდებოდა და ყოველ ჯერზე, როცა ჩეხი გაქცევას ახერხებდა, ლორა პასუხის გაცემას არ აგვიანებდა. ბრიტანელმა ამ მონდომებისთვის საჩუქრად მე-11 გეიმში ბრეიკი მიიღო და 6:5-ზე მატჩზე ჩასაწოდებლად გაემზადა.

თუმცა პირველი ცდა რობსონს არ გამოუვიდა, მაგრამ არ გატყდა და ისევ თანაბრად ბრძოლა გააგრძელა იქამდე, სანამ 9:9-ზე კიდევ ერთი ბრეიკი არ გააკეთა. ამჯერად საკუთარი გეიმის წაგება ჩეხისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ზღაპრის გაგრძელება

კიმიკო დატე არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას და მელბურნში აჩვენებს საუკეთესო თამაშს იქიდან მოყოლებული, რაც კორტზე ათწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. პრინციპში, ის, რომ 42 წლის იაპონელი ავსტრალიის ღიაზე სტატისტის როლში არ იქნებოდა, ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი, როცა დატემ შესანიშნავად ითამაშა სიდნეის ტურნირზე და იქ მხოლოდ ულაპარაკოდ საუკეთესოსთან - აგნიეშკა რადვანსკასთან დამარცხდა.

კიდევ უფრო ცხადი იყო ის, რომ პირველ წრეში ნადია პეტროვაზე მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ დატე არ დაუშვებდა შაარ პეერთან წაგებას. მართლაც, ისრაელის წარმომადგენელი არ ყოფილა კიმიკოსთვის სერიოზული ბარიერი და აი, 18-წლიანი (!) შესვენების შემდეგ აზიელი ისევ ითამაშებს "დიდი სლემის" მესამე რაუნდში.

დღის კერპი

გარბინ მუგურუსა-ბლანკოს, რომელიც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს დიდ ჩოგბურთში, ორიენტირად ყოველთვის სერენა უილიამსი ჰყავდა. და აი, 17 იანვარს გრძელფეხება ესპანელს პირველად მიეცა თავისი კერპის წინააღმდეგ თამაშის საშუალება და იმის ჩვენება, რა ისწავლა 19 წლის ასაკისთვის.

გარბინმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მაიამიში დაგვამახსოვრა თავი, როცა ვერა ზვონარევა და ფლავია პენეტა გამოთიშა ბრძოლას. 17 იანვრის უიმედო მატჩში კი ესპანელის ვარსკვლავური მომენტი გახდა მეორე სეტის სტარტი. პირველი გეიმი 18 წუთი გაიწელა, მაგრამ პირინეელმა ფავორიტის მოდუნებით ვერ ისარგებლა და საბოლოოდ პარტია "მშრალი" ანგარიშით წააგო. და მაინც, ესპანელის მონდომებამ და საკუთარი თამაშის ჩვენების მცდელობამ ბევრში მოწონება დაიმსახურა. რაც მთავარია, ის თავად გახდა ახალგაზრდა ჩოგბურთელთა კერპი, რომლებსაც მუხლები უკანკალებთ სერენას დონის მოთამაშეების წინააღმდეგ. ესპანელს ამ მატჩში ასეთი რამ არ დამართნია.

დღის ტემპერატურა

17 იანვარს მელბურნში ძალიან ცხელოდა. პირველი სამი დღისგან განსხვავებით, ძალიან მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა და გულშემატკივრები ყველანაირ ხერხს იყენებდნენ გასაგრილებლად.

დღის რეკორდი

დღისა და მთლიანად ტურნირის რეკორდი დაამყარა სერენა უილიამსმა. მუგურუსა-ბლანკოსთან მატჩში გამარჯვების ეისი ამერიკელმა საათში 207 კილომეტრი სიჩქარით მოაწოდა. ქალთა ბადეში ასეთი სიჩქარით წელს არავის ჩაუწოდებია.

II წრე

კაცები

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 6)-ბენჯამინ ბეკერი (გერ) 6:2, 6:4, 6:2; ჟერემი შარდი (საფ)-მარსელ გრანოლერსი (ესპ, 30) 6:3, 3:6, 6:1, 6:2; ანდრეას სეპი (იტა, 21)-დენის ისტომინი (უზბ) 7:6(4), 5:7, 6:7(3), 7:6(3), 6:2; მარინ ჩილიჩი (ხორ, 12)-რაჯივ რამი (აშშ) 7:5, 6:2, 6:4; ჟილ სიმონი (საფ, 14)-ჯესი ლევინი (კან) 2:6, 6:3, 7:6(4), 6:2; გაელ მონფილსი (საფ)-იუენ-ჰსუე ლუ (ტაივ) 7:6(5), 4:6, 0:6, 6:1, 8:6; რიკარდას ბერანკისი (ლიტ)-ფლორიან მაიერი (გერ, 25) 6:2, 6:3, 6:1; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-ჟოაო სოუზა (პორ) 6:2, 6:2, 6:4; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 7)-გო სოედა (იაპ) 6:3, 7:6(1), 6:3; ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ)-ჯეიმს დაკუორტი (ავსტრა) 3:6, 6:3, 6:4, 6:7(3), 10:8; ივან დოდიგი (ხორ)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:3, 6:7(4), 6:3, 6:7(4), 6:1; რიშარ გასკე (საფ, 9)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 6:3, 6:2, 6:2; მილოშ რაონიჩი (კან, 13)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ) 7:6(2), 6:2, 6:3; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 17)-ამირ ვაინტრაუბი (ისრ) 6:2, 7:6(4), 6:4; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-დანიელ ბრანდსი (გერ) 6:7(4), 7:5, 7:6(3), 7:6(8); როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 6:3, 6:4, 6:4.

ქალები

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-ელენი დანილიდუ (საბ) 6:1, 6:0; ჯეიმი ჰემპტონი (აშშ)-ლუკსიკა კუმხუმი (ტაილ) 6:1, 6:2; ელენა ვესნინა (რუს)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ, 21) 6:4, 6:2; რობერტა ვინჩი (იტა, 16)-აკგულ ამანმურადოვა (უზბ) 6:3, 6:2; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 10)-დონა ვეკიჩი (ხორ) 6:1, 6:4; ლესია ცურენკო (უკრ)-დარია გავრილოვა (რუს) 7:5, 6:3; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს)-სუ-ვეი ჰსიე (ტაივ, 26) 6:2, 6:1; კარლა სუარეს ნავარო (ესპ)-იულია პუტინცევა (ყაზ) 1:6, 7:6(5), 6:2; სერენა უილიამსი (აშშ, 3)-გარბინ მუგურუსა (ესპ) 6:2, 6:0; აიუმი მორიტა (იაპ)-ანიკა ბეკი (გერ) 6:2, 6:0; იანინა ვიკმაიერი (ბელ, 20)-იანა ჩეპელოვა (სლოვაკ) 7:6(8), 7:5; მარია კირილენკო (რუს, 14)-შუაი პენგი (ჩინ) 7:5, 6:2; კიმიკო დატე (იაპ)-შაარ პეერი (ისრ) 6:2, 7:5; ბოიანა იოვანოვსკი (სერ)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 17) 7:5, 7:5; სლოუნ სტივენსი (აშშ, 29)-კარისტინა მლადენოვიჩი (საფ) 6:4, 6:3; ლორა რობსონი (ბრიტ)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8) 2:6, 6:3, 11:9.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავსტრალიის ღია პირველობა: დამწუხრებული ავსტრალია

სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად