როჯერ ფედერერის ინტერვიუ მესამე წრის ცენტრალურ მატჩამდე

18 იანვრიდან ავსტრალიის ღია პირველობაზე მესამე წრე იწყება.

გაიმართება ამ ეტაპის ცენტრალური დაპირისპირება - შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მამაკაცთა ბადეში შემორჩენილ ერთადერთ ავსტრალიელს, ბერნარდ ტომიჩს შეხვდება.

კოშმარული შარშანდელი სეზონის შემდეგ ავსტრალიელმა 2013 წელი შესანიშნავად დაიწყო - ჰოფმანის თასზე თვით ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო, თანაც ორ სეტში; ავსტრალიის ღიამდე კი კარიერაში პირველი ტურნირი მოიგო (სიდნეიში).

დავიდენკოს დამარცხების შემდეგ როჯერ ფედერერმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

პირველი კითხვა შვეიცარიელის სპორტულ ფეხსაცმელებს, უფრო სწორად, ვარდისფერ თასმებს მიეძღვნა, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა.

"სპორტულ ფეხსაცმელებზე არაფრის თქმა არ შემიძლია. მთავარია, მაყურებელს ის მოსწონს", - უპასუხა როჯერმა.

შემდეგი შეკითხვა ძროხას ეხებოდა და მხოლოდ შემდეგ გადავიდნენ მთავარ თემაზე - ბერნარდ ტომიჩთან მომავალ შეხვედრაზე...

- ერთხელ, უიმბლდონის მოგების შემდეგ, უჩვეულო საჩუქარი მიიღეთ - ძროხა, სახელად "ჯულიეტა". როგორ მიდის მისი საქმეები?

- ის აღარ არის ჩვენთან ერთად. ეს დიდი ხნის წინ მოხდა. ის გარდაიცვალა. მოდით, დავივიწყოთ ეს ამბავი.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ ბერნარდ ტომიჩთან მომავალ დაპირისპირებაზე? რამდენად შეიცვალა ის თქვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ?

- სეზონი ახალი დაწყებულია და ჯერ რთულია იმის თქმა, ვინ რა ფორმაში იმყოფება. ვფიქრობ, ტომიჩმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ ისწავლა - ის ხომ ახალგაზრდაა და სწრაფად პროგრესირებს. მეც მაქვს იგივე გამოვლილი: წინსვლისა და დაცემის მომენტები, თამაში ცენტრალურ კორტზე და პატარა მოედნებზე, პირველი შეხვედრები ძლიერ მეტოქეებთან... ამაში მდგომარეობს ინტრიგა. მგონია, რომ წინ რთული შეხვედრა მელის, მით უმეტეს, რომ ეს ადრეული სტადიაა, მაგრამ მე მზად უნდა ვიყო ამისთვის. ასე რომ, მოუთმენლად ველი ამ მატჩს.

- როგორ ფიქრობთ, რომელ კომპონენტში მოუმატა მან და რისი წყალობით მიიღო მოგებათა შესანიშნავი სერია?

- ჩემი აზრით, ის უფრო სტაბილური გახდა. სხვა დეტალის გამოყოფა მიჭირს. მიმაჩნია, რომ ყველა კომპონენტში მოუმატა და ამის გამო მოიგო ცოტა ხნის წინ სიდნეის ტურნირი. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მისი მატჩები არ მინახავს.

- ათი წლით უმცროს მეტოქესთან თამაშისას ფიქრობთ იმაზე, რომ თქვენ ახლა იცით ისეთი რამ, რაც მაშინ არ იცოდით?

- რა თქმა უნდა, ტურში ცხოვრება ჩემთვის სხვანაირი გახდა - კორტზეც და მის მიღმა. უფრო გამოცდილი გავხდი, ვიცი, რას უნდა ველოდო საკუთარი თავისგან. ხანდახან მატჩის წინ იმასაც კი ვგრძნობ, რომ საშინლად ვითამაშებ და ასეთი მომენტები ძალიან არ მიყვარს. დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ ფიზიკურად უფრო ძლიერი გავხდი და ეს აუცილებლად დამეხმარება. ადრე მეტოქეებმა იცოდნენ, რომ ორი საათის თამაშის შემდეგ ვსუსტდებოდი, მაგრამ მე ამაზე ვიმუშავე და ახლა კორტზე გატარებული ორი საათის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი ვარ. აქამდე დიდი ხანი მივდიოდი.

- ტომიჩი - არაერთგვაროვანი ფიგურაა ავსტრალიელებისთვის, იმ დროს, როცა თქვენ აქ ყოველთვის მხარს გიჭერენ. ეს დაგეხმარებათ მის დამარცხებაში?

- ვფიქრობ, მაყურებლისთვის ყოველთვის ამაღელვებელია, როცა მათი ქვეყნის წარმომადგენელი თამაშობს. მე მას გასულ წელს ვეთამაშე და მოვიხიბლე მაყურებლის საქციელით. იგივე მოხდა დევისის თასზე მატჩის დროს. ახლაც იგივეს ველი. იმედია, მაყურებელი კარგი ხარისხის ჩოგბურთს იხილავს.

- იმედი გაქვთ, რომ თქვენი აურა დააფრთხობს ახალგაზრდა ჩოგბურთელს?

- ასეთი რამ პირველი შეხვედრის დროს ხდება - ჩვენი სადებიუტო მატჩი დევისის თასზე გაიმართა, მაგრამ ის მაშინაც ღირსეულად გამოიყურებოდა. ბერნარდი იმ ტიპის მოთამაშეებს განეკუთვნება, რომლებსაც უადვილდებათ ძლიერი ჩოგბურთელების წინააღმდეგ თამაში. მეც იგივე მდგომარეობაში ვიყავი.

1998 წელს არ მჯეროდა, რომ ბაზელის ტურნირზე ჩემს წინ ანდრე აგასი იდგა, მაგრამ გავიფიქრე, რომ შემეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ეს გავაკეთე. ექვსი თვის შემდეგ მარსელში მონტოია დავამარცხე, არადა, ის მაშინ მსოფლიოს მეოთხე ნომერი იყო. ასე რომ, ტომიჩისთვის მოსახერხებელი უნდა იყოს ცენტრალურ კორტზე ფავორიტის წინააღმდეგ თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავსტრალიის ღია პირველობა: ფავორიტები სეტსაც არ აგებენ

"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა