გორის "დილას" ყოფილი 29 წლის მცველი ქუთაისის "ტორპედოსგან" ინტერესს ადასტურებს
ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც, ალბათ, ქუთაისის "ტორპედოში" ჩაირიცხება, გიორგი ონიანია.

29 წლის მცველმა მიმდინარე სეზონი გორის "დილაში" ლამის შეუცვლელად ჩაატარა. პირველ ეტაპზე გამართული 22 შეხვედრიდან გორელთა ფორმა 20-ში მოირგო, საიდანაც 18 ძირითადში დაიწყო და 3 გოლი გაიტანა.

ონიანმა "დილასთან" კონტრაქტი 2011-2012 წლების სეზონის დასრულებისთანავე გააფორმა, რადგან "ზესტაფონთან" ხელშეკრულების ვადა დაუსრულდა და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

გიორგიმ ქუთაისური კლუბის ინტერესი დაგვიდასტურა:

- ჯერ "ტორპედოში" არ გადავსულვარ. საკითხი ახლა წყდება და უახლოეს დღეებში მეცოდინება, "ტორპედოში" ვითამაშებ თუ არა, მაგრამ დასამალი არ არის, რომ ქუთაისში მართლაც მიწვევენ და უკვე მოლაპარაკება გვქონდა.

- გორის "დილასთან" ხომ კონტრაქტი გაკავშირებს?

- "დილა" უკვე დავტოვე, კონტრაქტი დამიმთავრდა და ეს ხელს მიწყობს. თავისუფალი აგენტი გავხდი და არჩევანს თავისუფლად გავაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ გორში დიდი ხანი არ მითამაშია, ამ კლუბის მადლიერი ვარ. ძლიერი შემადგენლობა გვყავდა და ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით, მაგრამ ახლა წამოსვლა მერჩივნა.

გია გეგუჩაძეს ველაპარაკე და მას ჩემი დატოვება სურს. "ტორპედოში" თამაში ჩემთვის უფრო მისაღებია.

- რატომ? გულახდილად თქვი, "დილა" მართლაც იშლება?

- ასეც ვერ ვიტყვი, მაგრამ ლიდერები: სალუქვაძე, შაშიაშვილი და ახალკაცი წავიდნენ. ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" ითამაშებს ხოჯავა, რომელიც ბოლოს ფორმაში შედიოდა და ჩვენთვის დიდი ძალა იქნებოდა. სავარაუდოდ, "დილას" მეკარე მარინ სკენდერიც დატოვებს.

- ეს იმას ნიშნავს, რომ "დილა" ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოლებს...

- მიჭირს ლაპარაკი, ძალიან არ მინდა, რომ ასე მოხდეს. ალბათ, კლუბს ძველებურად დიდი ბიუჯეტი აღარ ექნება. ფაქტია, რომ ლიდერების წასვლა გუნდს არ წაადგება და ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაუჭირდება.

გუნდში კიდევ ბევრი კარგი მოთამაშეა და იმედია, ისინი პოზიციების შენარჩუნებას მოახერხებენ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, გუნდში ისინი დარჩებიან თუ არა. გააჩნია იმასაც, მწვრთნელად ვის დანიშნავენ, მაგრამ სანამ ახალი მწვრთნელი გუნდს შეკრავს და შეათამაშებს, დრო გავა - ეს არის პრობლემა. "დინამო" კი აწყობილი გუნდია და ეს ვითარება წყალს მის წისქვილზე ასხამს.

იმოქმედებს თუ არა ეს ყველაფერი "დილას" შედეგებზე, მეორე წრეში გამოჩნდება. ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი ძალიან გულდასაწყვეტია. "დილა" ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ტურნირს ინტერესი შემატა, ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდა და ახლა მისი დასუსტება ყველას გულს დასწყვეტს. ნებისმიერ შემთხვევაში, "დილას" წარმატებას ვუსურვებ.

- მართალია, რომ ყველას ექვსთვიანი კონტრაქტები გქონდათ?

- პირადად მე ექვსთვიანი მქონდა, ქუთაისის "ტორპედო" კი გაცილებით ხანგრძლივ და სტაბილურ კონტრაქტზე დამელაპარაკა, რაც ჩემთვის და ნებისმიერი სხვა მოთამაშისთვის ბევრს ნიშნავს.

- ქუთაისის "ტორპედოსთან" პირობები შესათანხმებელი გაქვს?

- ამაზე უნდა დავილაპარაკოთ და იმედია, ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gladiatori
მართალია დინამოს გულშემატკივარი ვარ მაგრამ მაინც გული მწყდება დილა რო იშლება, მინდოდა დინამო ისე გამდარიყო ჩემპიონი რომ დილა ძლიერ კონკურენტად ყოლოდა, ეხლა რა გამოვიდა?! დინამოს როცა ენდომება მოიგებს და როცა ენდომება არაა... იმის იმედადღა ვარ რომ დინამოელები მაინც ბოლომდე იბრძოლებენ ყველა ბურთზე, როგორც აქამდე :))
bibo
გიორგი მართლაც კარგი ადამიანია ზესტაფონს რო გოლი გაუტანა გორში როგორ კაცურად მოიქცა.
vaxo
გიორგი კარგი ადამიანი და კარგი ფეხბურთელი ხარ, დილას ყველა გულშემატკივარს თავი შეაყვარე შენი კარგი თამაშით და კარგი ადამიანობით, გისურვებ ყოველივე კარგს.
bibo
წარმატებებს გისურვებ გიორგი მართლაც რომ კარგი მცველი ხარ. მაგრამ დილას დაშლა იქნება მართლა დიდი დანაკლისი ქვეყნის ჩემპიონატისთვის. ამიტომ ფედერაციამ უნდა მოიტხოვოს ყოველთვის გარანტია ჩემპიონატის სრულ დამთავრებამდე გუნდის მიყვანის.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა